სტუდენტობის პერიოდის ფილმებს თუ არ ჩავთვლით მხოლოდ ორი ფილმი დამრჩა ამ რეჟისორის, რომლებიც არ მაქვს ნანახი და არც ვაპირებ უახლოეს პერიოდში.
გუშინ ნოსტალგია და მსხვერპლშეწირვა ვნახე. ნოსტალგიაზე ბევრს არ ვისაუბრებ, ფინალაი ჰქონდა ემოციური, მაგრამ ფინალამდე ძლივს მივედი, ლამის ატლეტიკოს თამაშს ვუყურებდი მეგონა... არც მსხვერპლშეწირვაზე ვაპირებ ბევრ ტიკტიკს, უბრალოდ ვეცდები რაც მაქვს ნანახი, იმის მიხედვით შევაფასო მთელი მისი შემოქმედება.
ქართულ საიტებზე თუ ვინმე კლასიკაზე წერს ნეგატიურ კომენტარებს, ეგრევე დაესევა ხალხი და აძაგებენ, არიქა მარველის ფილმებს უყურე საშენო არ არის, რადგან ინტელექტი არ გიწყობს ხელს და ფილმში რა დიდი აზრი დევს ვერ ხვდები. არა მგონია, თვითონ-ეგ ხალხი ხვდებოდეს რაზეა ესა თუ ის ფილმი.
ზოგადად, ფილმის გასაგებად მაღალი ინტელექტი არ კმარა, კინოს აქვს თავისი ენა და გრამატიკა და ამავე დროს ყველა დიდი რეჟისორს ამბის მოყოლის თავისი ენა აქვს, რომელსაც ერთი ნახვით ვერ დაამუღამებ, რაცარუნდა ინტელექტის პატრონი იყო. ერთ რეჟისორთან რომ ერთი სიმბოლო კონკრეტულ საგანს გამოხატავს, მეორესთან სულ სხვა სიმბოლური დაჭვირთვა აქვს. მთავარი არის არა ფილმის ძირითადი აზრის გაგება ( რომელიც შეიძლება ვერც თავად რეჟისორმა აგიხსნას თუ რაზე ფილი), მათავარია ემოციები!
ახლა, მე რომ ვთქვა ტარკოვსკს ყველა ფილმის აზრს 70 პროცენტით მაინც ჩავწვდი-მეთქი ტყუილი გამომივა და არა მგონია ბევრი იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც ერთი ნახვით გაიაზრებს ტაკოვსკს მთელ შემოქმედებას. ისე, მთავარი ფილმები რაც აქვს თითქმის ყველა ფილმის ლაიტმოტივი ერთია... და ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ტარკოვსკ არის რეჟისორი პოეტი. პოეზიური ფილმები აქვს აბსოლიტურად ყველა, სადაც იყიენებს ისეთ მეტაფორებს, რომლებიც არც თუ ისე იშვიათად გამოიყენება პოეზიაში.
მოკლედ, საჩემო რეჟისორი არ არის ტარკოვსკ. არა იმიტომ რომ ვერ გავიგე, ძირითადი აზრი ასე თუ ისე გავიგე, უბრალოდ ექშენის და დინამიკს გარეშე ფილმის ყურება, სადაც მოძრაობა არ ხდება და ერთი კადრი შეიძლება იყოს გაჩიჩინებული 10 წუთი- ძალიან დამღლელია.
ასევე არ მომწონს დიალოგიები მინიმუმამდე რომ აქვს დაყვანილი და თუ არის დიალოგები, ხშირად თითიდან გამოწოვილ ფილოსოფიას ბაზრობენ.
პერსონაჟები აქვს ყველა ერთფეროვანი. ინტელიგენტი ხალხი, რომლებიც არიან დაღლილი, ჩაკეტილები საკუთარ თავში და აქვთ გაუცხოვება სამყაროს მიმართ.
სტალკერს თუ არ ჩავთვლით, ყველა პერსონაჟი რობოტებს ჰგვანან. მესმის, რომ როგორც თავად ხედავდა კაცობრიობას, ისე წარმოაჩენდა თავის ფილმებში და არა მგონი, ეს პერსონაჟები შემთხვევითი იყოს ასე ყველაფრისგან დაცილილები, მაგრამ ასეთი პერსონაჟები მე პირადად არ მაძლევენ საშუალებს უფრო რეალისტურად აღვიქვა ის სამყარო, რასაც რეჟისორი გვიჩივენებს. ზოგადად მსახიბებიც სტატისტების როლში არიან ტარკოვკსკს ფილმებში. განსაკუთრებულად დასამახსოვრებელ პერსონაჟს არავინ ჰქმნის. რასაც ვუყურე გუშინ და ადრე მქონდა ნანახი, მხოლოდ ორ ფილმს გმოვყოფ ესენია სტალკერი და სარკე.
სტალკერში არის ბევრი მოსაწყენი მომენტი, მაგრამ მთავარი აზრი ფილმის და კადრები და რა თქმა უნდა, მუსიკა ძალიან მომეწონა, ამიტომ ულაპარაკოდ შედევრია.
სარკეში ასევე ბევრი ლამაზი კადრია და რაღაცნაირი მისტიური გარემოა, ამიტომ ეგ ფილმიც მომეწონა. ნოსტალგია ტანჯვაა. სოლარისი არანაკლები ტანჯვაა და ძალიან სუსტია ვიზუალის მხრივ, თუნდაც იმისა რა დროსაც გადაღიეს და სად არის გადაღებული და ასევე დეტალებს დიდ ყურადღებას არ აქცევდა, მაინც სასაცილოა ))) თეატრალური დადგმა მგონია.
რაც შეეხება მსვერპლშეწირვას- ვინმეს თუ ნოსტალგია ჰგონია ტანჯვა- წამება ძალიან ცდება. მსხვერპლშეწირვაში მართლა უნდა გაძლო ბოლომდე, მიუხედავად იმისა რომ ფინალი მართლა გრანდიოზული აქვს და მთლიანად ტარკოვსკს შემოქმედებას უსვამს ხაზს, მაინც რთული გაქაჩო. ყავა დაგჭირდეთ შეიძლება ან ენერგეტიკულები.
ნუ ფილმის აზრი მეტ-ნაკლებად გასაგებია. სახლი ყველა ტარკოვსკს ფილმებში ფიგურირებს და წმინდა სტატუსი აქვს. მამის თემაც ხშირად ფიგურირებს.
მოკლედ, ჩემი აზრით ასეთი რამის თქმა უნდოდა ტარკოვსკს- იმისათვის რომ აპოკალიფსი არ დადგეს საჭიროა მამებმა ყველაფერი გაიღონ ამისთვის, როგორც ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე შეწირა კაცობრიობას, ასევე ადამიანებმა ყველაზე ძვირფასი უნდა შეწირონ... ამ შემთხვევაში მთავარი გმირი სწირავს საკუთარ სახლს, რომელიც თავად ააგო და რომელშიც ძალიან ბევრი სიყალბეა, თუნდაც ის ევროპის რუკას რომ აჩუქებენ დაბადების დღეზე მარტო ეგ რად ღირს, რომ აღარაფერი ვთქვთ მის ქორწინებაზე და ოჯახის წევრების დამოკიდებულებაზე. მოკლედ, სახლის დაწვა სიმბოლურად აღნიშნავს ძველი სამყაროს განადგურებას, რომელიც მამის ხელით უნდა მოისპოს, რადგან შვილებმა მამების ცოდვების გამო არ უნდა აგონ პასუხი. შვილებს თავიანთი ხე აქვს გასაზრდელი და საკუთარი სახლი ასაშენებელი, რომელიც იმედია მამების აშენებული სახლის მსგავსად ყალბი არ იქნება შიგნიდან. მთავარი გმირის ბავშვიც მხოლოდ სახლის დაწვის შემდეგ ამოიღებს ხმას. ესა მოკლე აზრი ფილმის, რომელსაც მხოლოდ ფინალი აქვს გრანდიოზული.
ყველას წარმატებები ვინც ამ რეჟისორის ფილმებთან აპირებთ შეჭიდებას.
მე ჩემ გოდარს და ბერგმანს ჩავუჯდები