იმათმა წაიკითხეთ მხოლოდ,ვისაც ფილმი ნანახი გაქვთ! „სტალკერი“ იმ ფილმების კატეგორიას მიეკუთნება,რომელსაც ნახავ და არასდროს დაგავიწყდება. ფილმი გენიალურმა კინოხელოვანმა , ანდრეი ტარკოვსკიმ გადაიღო 1979 წელს . იმ ეპოქაში, როცა პოლიციური სახელმწიფო აკონტროლებდა ყველას ნაბიჯს. სიტყვის თავისუფლება არსად არსებობდა. ამ რეჟიმს კი მხოლოდ ხელოვნებით თუ დაუპირისპირდებოდი.
ფილმი იწყება შავ-თეთრი გამოსახულებით. ჩვენ ვიგებთ, რომ ფილმის მთავარ გმირს- სტალკერს, გადაწყვეტილი აქვს წავიდეს აკრძალულ ზონაში, სადაც მისი თქმით არსებობს ოთახი, სადაც ყველა ოცნება სრულდება. რა უნდა იყოს მეტი ბიძგი მეოცნებე ადამიანისთვის თუ არა ეს ?! იმ დროს ხო ადამიანების სურვილებსა თუ მისწაფებებსაც დიდი ტაბუ ედო. მას კი მძიმე ცხოვრება აქვს, მომხდარმა კატასტროფამ შვილი რადიაციით დაუმახინჯა. მის განზრახვას კი ეწინააღმდეგება მისი ცოლი და თხოვს,რომ არ წავიდეს. მისი მუდარის და ტირილის სცენა იმდენად ესთეტურად,ბუნებრივადაა დახატული,რომ თავი შენც იმ პატარა ჩახუთულ ოთახში გეგონება,სადაც სცენაა გადაღებული. რასაც ხელს უწყობს ალისა ფრეინდლიხის შესანიშნავი თამაში.
თუმცა მეოცნებე სტალკერი მიდის ცოლის წინააღმდეგ და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი „ზონაში“ მოხვედრა. იგი ხვდება მწერალს და პროფესორს და სთავაზობს მასთან ერთად წასვლას ფულის სანაცვლოდ. მათ მოუწევთ რისკზე წასვლა, ავტომობილით შევარდებიან აკრძალულ ტერიტორიაზე ტყვიების ზუზუნში,შემდგომ კი პატარა მატარებელს გაყვებიან „ზონისკენ“. ყველას თავის მიზეზი აქვთ აქ ყოფნის. მწერალს არ აქვს მუზები და თვლის,რომ მის ნაწერებს არავინ კითხულობს. ხოლო პროფესორს ნობელის პრიზი უნდა. სტალკერს კი ბევრი ნატვრა აქვს...
რაც შეეხება თავად „ზონას“. ამ ადგილზე ბევრი ლეგენდა არსებობდა. ლეგენდის თანახმად აქ ცხოვრობდნენ ადამიანები,შემდეგ კი რაღაც მოხდა, განიცადეს უცნობი კაცობრიობის დაავადება და გარდაიცვალენ. სტალკერს ეჭვი აქვს, რომ აქ შესაძლებელია იყოს ხაფანგები და ასაფეთქებელი მოწყობილობა,ამიტომ პროფესორს და მწერალს ყურადღებისკენ მოუწოდებს. თუმცა ასევე თვლის,რომ ეს არის ადგილი სადაც არ არის ყოველდღიური სიბინძურე,ტყუილი,ფარისევლობა. ფილმი ამ ნაწილში ფერადდება და ჩვენს წინაშე შესანიშნავი ადგილი იშლება.
ფერები პირდაპირ დაკავშირებულია მეოცნებე სტალკერთან,რომელიც აქ ყოფნით ბედნიერია.
მისი თქმით აქ არსებობს რაღაც ოთახი,სადაც ივიწყებ რეალურ სამყაროს , სრულ სიმშვიდეში ახალ ოცნებას ქმნი, რომელსაც ვერავინ გაანადგურებს.
როდესაც ისინი ოთახს მიუახლოვდებიან ტელეფონი დარეკავს. პროფესორი და მწერალი რეალობას უბრუნდებიან. ხვდებიან, რომ არ უნდათ ოთახში შესვლა და რეალურად მათ არც არაფერი სურვილები არ აქვთ. ისინი სტალკერს უარს ეუბნებიან, კაცს,რომელიც ოცნებით ცხოვრობს...
ისინი ბრუნდებიან რეალობაში... სტალკერი ხვდება თავის ცოლ-შვილს. იგი დანაღვლიანებულია.. ცოლი პირობას აძლევს,რომ ის გაყვება „ზონაში“, თუმცა უარს იღებს. სტალკერის აზრით ისიც არ არის ამისთვის მზად. შემდგომ ჩვენ ვხედავთ იმ შავ ძაღლს,რომელიც სტალკერთან ერთად „ზონაში“ მოგზაურობდა. ამ ყველაფერსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს და თითოეულ მაყურებელს აძლევს თავისუფლად განსაზღვრის საშუალებას. ასევე ფილმი გვიტოვებს უამრავ საფიქრალს.
ფილმის ფინალი არის ორაზროვანი და მეტაფორებით სავსე, რაც მთლიან ფილმსაც არ აკლია.
ტარკოვსკი თავის ფილმით ეწინააღმდეგება სისტემას და ზოგადად მოშლილ მსოფლიოს. ასახავს სამყაროს, რომელმაც დაკარგა მორალი, გაწყვიტა კავშირი წარსულთან და არც მომავალზე ფიქრობს. მათი ცხოვრება ყოფიერია, ერთ უბრალო დღეს მეორე დღე მოსდევს და ასე გრძელდება. რეჟისორი ამ ფილმით ცდილობს გამოიკვლიოს კომფლიქტი რაციონალიზმსა და მატერიალიზმს შორის .რწმენასა და ურწმუნოებას, სიყვარულსა და ურწმუნოებას შორის. ფილმს ისიც ხდის უფრო საინტერესოს,რომ ტარკოვსკი არ აჩვენებს მხოლოდ ნეგატიურ დეტალებს და მთელი ფილმი არ არის ცინიზმი. გავიხსენებ ერთ-ერთ გამორჩეულ სცენას ფილმში,რომელიც არა ნეგატიურს, არამედ პოზიტიურს უკავშირდება.როდესაც ჩვენ ვიყურებით სადღაც გუბეში,წყალში და ვხედავთ სასწაულ ცხოვრებას,რაღაც მშვენიერს,მიმზიდველს. ალბათ სწორედ ეს არის სამოთხე,სადაც იმედია (!) როდესმე მოვხვდებით (ამ სცენას ყველა ვერ აღიქვამს, ბევრისთვის ეს გუბე და შიგნით დაყრილი ნივთებიც არაფერს ნიშნავს,ერთი უბრალო სცენაა) თუმცა ეს ასე არ არის (!)
ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრია, თუმცა არანაკლებია დრამა და რელიგიური,ფლიქოლოგიური ეპიზოდები; როგორც უკვე ავღნიშნე სტალკერის პატარა ქალიშვილი ინვალიდია,რადიაციამ მას ფეხები წაართვა. „ზონიდან“ დაბრუნებული მამა შვილს ზურგზე მოიკიდებს და სახლამდე ისე წაიყვანს. ეს ყველაფერი იმდენად ემოციურია,ადამიანი უგულო უნდა იყო,რომ ვერ იგრძნო და განიცადო. რასაც გენიალური მუსიკა და ოპერატორი უწყობენ ხელს.
ბოლოს ამ გოგონას ვხედავთ მაგიდაზე მჯდომს. იგი უყურებს სამ ჭიქას და დუმს. ჩემი აზრით, ჭიქების რაოდენობაც სიმბოლურია და დაკავშირებულია „ზონაში“ წასულ სამ ადამიანზე. შემდგომ ბავშვის თვალებით ჭიქები გამოძრავდებიან... ოცნება არასდროს არის ფუჭი,თავისუფალ ნებას და აზროვნებას ძალა არ დაუკარგავს. ჩემი აზრით, სტალკერი ოდესღაც თავის შვილს წაიყვანს იქ,“ზონაში“, სადაც ყველაფერი სხვანაირია.
ყოჩაღ ტარკოვსკი, შენ ეს შეძელი! ცხოვრების არსი სადღაც შენს ფილმია,ჩვენ
ის უნდა ვიპოვოთ!
https://www.facebook.com/notes/alexander-ga...513127732088926
This post has been edited by LanceInMyPants on 17 Sep 2013, 14:41