
კიდევ კარგი ფილმის ნახვამდე არ წავიკითხე ეს, თორემ შეიძლება გადამეფიქრებინა ყურება.
მადლობა ღმერთს, მოვასწარი ნახვა
ilikeitსაერთოდ, ფილმი ნამდვილად ტოვებს რამდენიმე პასუხგაუცემელ კითხვას.
-----------------------------
პოსტი შეიცავს ფილმ Triangle-ს სპოილერს, ასე რომ ვისაც არ გინახავთ, ნუ წაიკითხავთ.----------------------------
მაგალითად უნდა იცოდე კარგად სიზიფეს მითი.
არამხოლოდ ის, რომ მისი მითი ფუჭ შრომასთან ასოცირდება და რომ მის მოქმედებათა ციკლი გრძელდებოდა უსასრულოდ, არამედ ისიც უნდა იცოდეს (ვინც ფილმის ყურებას გადაწყვეტს) რომ სიზიფე ისჯებოდა იმიტომ, რომ მან სიკვდილი მოატყუა.
(არსებობს ბევრი სხვა ვერსიაც, მათ შორის ამის საწინააღმდეგო, რომელიც გვხვდება ფეოგნიდთან, მაგრამ ეგ უკვე აღარ არის საინტერესო

)
ფილმში ორი მითოლოგიური პერსონაჟია ნახსენები; სიზიფე და ეოლოსი.
ნუ თავად სიუჟეტიც და აზრიც სიზიფეს თემატიკას ეხება, ხოლო გემს ჰქვია ეოლოსი, ესეც მითოლოგიური პერსონაჟი, სიზიფეს მამა, ქართა მბრძანებელი, ქართა ღმერთი.
თვითონ ფილმის დასახელებაც იდეალურადაა შერჩეული, რადგან იგი წარმოადგენს მთავარი პერსონაჟის სამგვარ მდგომარეობასა და ამავდროულად გამოუვალობას, ხსნის ჩაკეტილობას. საკითხავი და გარკვეულად პასუხგაუცემელია ის, თუ რას წარმოადგენს ეგ სამი მდგომარეობა, პირად რეალობას, თავის განცდებს თუ სიკვდილის შემდგომ მდგომარეობას (მაგალითად საკუთარ ჯოჯოხეთს, რომლიდანაც ვერ გამოდის)
თავიდან სრულიად გარუკვევევლია, რატომ ეუბნება (როგორც შემდეგ გავიგეთ) თავის თავს რომ "ისინი დაბრუნდებიან და მოგიწევს მათი მოკვლა, ეს ერთადერთი გზაა სახლში დასაბრუნებლადო"-ო.
ხოლო ბოლოსკენ უკვე ერთი და იმავე ადამიანის რამდენიმე ცხედართა და მკვდარ ფრინველთა რაოდენობით ვგებულობთ, რომ საკმაოდ ბევრჯერ განმეორებულა ერთი და იგივე.
მაგრამ როდის, რითი იწყება ციკლი?
ასევე საინტერესოა, ბავშვს ვეღარაფერი გადაარჩენსო, საეჭვო დარწმუნებულობით რომ ეუბნება ტაქსისტი.
შემდეგ კი, როცა მიიყვანს პორტამდე, ეკითხება დაბრუნდება თუ არა, რაზეც მთავარი გმირი პირდება, რომ კი.
რაც რა თქმა უნდა ტყუილია.
ბოლო ტაქსისტში სიმბოლიზირებულია სიკვდილი. მითში სიზიფემ თანატოსი მოატყუა. ჯესიმ კი მძღოლი.
რომელიც აძლევდა შანსს თავის დაღწევის.
ჯესი ისევ ციკლში ბრუნდება.
ფაქტობრივი რეალობა სრულდება ბავშვის სიკვდილით.
მაგრამ ამითვე იწყება ჯესის აბსურდი და ციკლში ხელახალი ჩაბმა.
ეს იყო აბსურდის გაცნობიერება, ინსტიქტი თუ რა, თქვენ გადაწყვიტეთ

პ.ს. და ბოლოს, გემის სახელი - "ეოლოსიც" არამგონია მთლად უბრალოდ იყოს შერჩეული.
ეოლიიდან გამგზავრებისას ოდისევსსა და მის თანამგზავრებს ეოლოსი ჩუქნის ქარებით სავსე ტიკს. ისინი კი უშვებენ შეცდომას, გზაში ჩუმად ხსნიან ტიკს და ქარები მათ კვლავ ეოლიაში აბრუნებს.
ჯესისა და მისი მეგობრების იახტაც უცნაურად მოსული ქარების შედეგად, (ჯესის ყოველი შეცდომის შემდეგ) გემ "ეოლოსს" უბრუნდება
This post has been edited by Manuelo Costa on 20 Sep 2013, 13:16
"Маевский застрелился в поезде, и отчаяние его было так велико, что он умер раньше своего выстрела".