მოკლედ მეზარება თორემ დავდებდი ტორნატორეს ფილმებიდან ფაქტებს რომ იტალიელები ძალიან გვანან ქართველებს

ისე კი დროითი, ფიზიკური, პოლიტიკური სივრცეც კი რამხელაა
ტორნატორეს კინოს კადრები? უცოცხლესი, მარტო მანდ ვივლიდი ხოლმე კინოს საყურებლად

არცერთი გამორჩეული შესრულება, მთავარი გმირიდან მეათეხარისხოვნამდე იდეალური შესრულება
ნუ ლამაზი ქალები თავისი ღირსებით

მეოცნებე ადამიანებზეა მისი კინო, მაგრამ გულისწყვეტა მაინც იგრძნობა
რაღაც ყოველთვის აქვთ მის გმირებს ნაკლი და ფილმის მიმდინარეობისას გრძნობ რომ ეს შეიძლება ოდესმე შენც შეგეხოს
და ეს ყველაფერი იმდენად გულწრფელია, თან სცენარის მიმდინარეობა მთლიანად არ ჰყვება მას, გაძლევს ცოტა მოდუნების საშუალებას
რეჟისორია რომლის ფილმებში ფიქრობ, ნუ დამთავრებისას რომ გყვება ეს ფიქრები საუბარი არაა
და ყველაზე მთავარი რაც მომწონს: სიცოცხლის უწყვეტობა, რაღაც ფორმით მაინც გრძელდება ის
ბაარიაში ფინალი ბავშვების სირბილი გენიალურია
ბოლო ფილმშიც კი რაში რომ ზის კაფეში სადაც საათებია, დრო იწურება, მაგრამ იქვე სხედან ახალგაზრდა წყვილები სადაც მათი ცხოვრება იწყება
მოკლედ ფილმის დასასრულისას სულ გაწურული ხარ ემოციურად
რეჟისორი რომ ვიყო სიკვდილის წინ ჯუზეპეს ვიტყოდი

ოდესღაც რეინკარნაციას რომ განვიცდით ორივე მჯერა შევხვდებით ერთმანეთს
ის ტალახში ამოსვრილი ბიჭუნა იქნება, მე შეიძლება უკბილო მოხუცი, მაგრამ მაინც ბედნიერი ვიქნები