ვუყურე ამ შესანიშნავ ფილმს და ვეღარ მოვიცალე ვრცლად რეცენზიის დასაწერად

ანდა როგორ შეიძლება ერთ პოსტში ყველაფერი ის ჩატიო,რაც ამ ფილმში დაინახე და იგრძენი...სულ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ,ეიფორიიდან ვერ გამოვედი ჯერ: )
ბრავო ტორნატორეს,ბრავო!
ალბათ თამამად ვიტყვი,რომ ამ წლის კი არადა,ბოლო წლების ნანახი ფილმებიდან საუკეთესოა...
დავიწყებ იმით,რომ გადასარევად შეკრული ფილმია იმ ქაოსური და დინამური კადრებისდა მიუხედავად,რომელიც ასე უხდება და ბუნებრივია იტალიური ტემპერამენტისათვის...
პეპინო ტურენუოვა-შემიყვარდა ეს პერსონაჟი თავისი თბილი,ადამიანური,უშიშარი,მიზანსწრაფული,ოდნავ უხეში,ერთგული და მოსიყვარულე ბუნებით...ამ ფილმმა გამახსენა ჯერმის და დე სიკას ფილმები,თავისი ხალასი ქაოსით,გიჟური იტალიური სცენებით,კომიკური სიტუაციებით,რომელშიც ღრმად,მაგრამ ფარულად ზის იტალიელთა ყოფა სენტიმეტალიზმით გაჟღენთილი...გადასარევად და მახვილგონივრულად შერჩეული სიუჟეტი კიდევ ერთხელ,სადაც საერთოდ არ არის ზედმეტი არამცთუ სცენა,არც კადრი...საინტერესო ისტორია პოლიტიკური ელემენტებით,რომელსაც უბრალო ბაარიელი იტალიელის ცხოვრება კომუნიზმის იდეოლოგიის წინ წამოწევას ზოგჯერ კარიკატურულ მდგომარეობამდე მიყავს...
ძალაინ დახვეწილია მსახიობთა თამაშიც,უბრალო პატარა ბავშვიც ძალიან ბუნებრივად ჩასვა რეჟისორმა...ასევე დავინახე ტორნატორეს სევდა და ბავშვობის ნოსტალგია თავის მშობლირი სიცილიური ქალაქისადმი,რომელშიც რელურად სუფევს იტალიური სული...დატვირთულია თავისი ლამაზი კადრებით:მზისფერი ქვიშა,სამწვეროვანი კლდე,ძველი ბაარიული ქუჩები თავისი ექსცენტრული იტალიელებით-ყველაფერ ამას მიყავხარ იმ განცდასთან,რასაც მშობლიური ქვია რეჟისორის გადმოცემით...
(ყოველი სცენა შეიძლება განიხილო ცალკე ანეკდოტად იმდენად ღრმა და კომიკურია თავისი სენტიმენტებითურთ და არ შეილძება არ ავღნიშნო ორი მათგანი:1.როცა ამერიკელები დაიკავებენ ქალაქს და ამერიკულ ფილმებს აყურებინებენ იქაურებს,ერთ-ერთი მხცოვანი იტალიელი რომ იკითხავს-"კი მაგრამ,ამ ამერიკულ ფილმში იტალიურად რატომ არ ლაპარაკობენო და პასუხი:ამერიკელები არიან და იტალიური არ იციანო.ა,ახლა გასაგებიაო"

2.ნინო რომ თავის მოკვლას გადაწყვეტს,აფთიაქში რომ შევა და აფთიაქარს შხამს რომ მოთხოვს,ისიც სრულიად უემოციოდ-ჩქარი სიკვდილისთვის გინდა თუ ნელისთვისო?)) რომ დალევს და წამოსვლისას ფულს ღმერთი გადაგიხდის იმ ქვეყნადო

ნუ შემდეგ განვითარებული სცენაც ძალიან სახალისოა,მაგრამ ამათზე განსაკუთრებულად ვიხარხარე

)
ფინალიც ძალიან ემოციური ქონდა,ცხოვრების ბოლოს ხვდები,რომ მიუღწეველი გაგიკეთებია და პატარა კენჭი რიკოშეტი ამას დაანახებს იმანენტურად...ასევე ბავშვის გამოფხიზლება სხვა დროში თავისი ძველი კერის ადგილას იმ პატარა ძვირფასი დეტალის პოვნა...ბოლოს პატარა იტალიელში იმ სამართლიანობის ჩანასახი და დამსხვრეულ სათამაში იმედის ბწკარი...
არა ძალიან კარგი იყო

მორიკონე კი შემიწირავს ერთხელ და სამუდამოდ თავისი მუსიკით

პ.ს. მინიკა ბელუჩი,რაულ ბოვა და მიკელე პლაჩიდო-გული დამწყდა რომ ასეთ უმნიშვნელო ეპიზოდურ როლებში იყვნენ ...