ვახ ჩემი!...
წინა გვერდების კომენტარებს გადავხედე და
მოკლედ რა ცოტა ყოფნის ხალხს ბედნიერებისთვის რა

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ სანამ რეჟისორი ომზე ფილმს შეეჭიდება, კარგად უნდა დაფიქრდეს.
ამისთვის მხოლოდ საკუთარ ერთ ბეწო ქვეყანაში სხვებთან შედარებით დასტოინი რეჟისორის სახელი და ზაზაურუშაძეობა(!) არ კმარა.
ზოგადი მოცემულობისთვის არაა ცუდი ფილმი რა თქმა უნდა და ბევრ ახალ ქართულ ფილმს ჯობს, მაგრამ ომის ჭრილში ძაან ბევრი წვენი აკლია.
და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩემი აზრით ეს ფილმი მაინც პროპაგანდისტულია, არატრადიციულად, არაგაცვეთილურად პროპაგანდისტული,
რადგან გარკვეულ ისტორიულ და მორალურ კურსთა ცვლილებაზე და გადახედვაზე აქვს პრეტენზია.
ძირითადი მოტივი კი გასაგებია რომ არის მესამე (შედარებით ნეიტრალუირი) მხარის მიერ ომის მხარეებისთვის პანღურის ამორტყმა...
და ამ მოტივს მიყვება მთლეი ფილმი.. რეჟისორის სათქმელი თითქოსდა არის მხოლოდ "რა გაჩხუბებთ თქვეჩემა, ყველანი ადამიანები არა ვართ?" და
ამ ფეისბუქური სტატუსის დონის მოწოდებაზეა მთელი ფილმის სიმძიმე გადატანილი. არად აყველაზე მეტად რაც ომის შესახებ ფილმებს უხდება და რაც
ომგამოვლილი გმირების შესახებ მაყურებელს აინტერესებს, ესაა მათი პიროვნული ტრაგედია, უშაალოდ პირობვნებების შიგნით მიმდინარე ომი მიკრო მასშტაბით
და ამ პროცესში დანახებული სპექტრისას იწვევს გმირ და მთლიანად მერე თემატიკა მაყურებელში ყველაზე მეტ თანაგრძნობას, ომისადმი სიძულვილსაც
და ერთიანობისა და მშვიდობისადმი გამძაფრებულ სურვილს.
აქ კი რითაა გამოხატული ეს პიროვნული ტრაგედიები? არაფრით... იმიტომ რომ გმირების განვითარება ფაქტიურად არ ხდება.
სახეზე გვაქვს მხოლოდ აი უბნის ბავშვების დონის წარბშეჭმუხნილი კბილებში გამოცრილი ბაზრები წიპა :
ეეე, თავს გაგიხევ ბიჭო! ვისა ჩემი, აგაძრობ სახეს ბიჭოოო! დაგარტყავ გაგაფრენ ამერიკაში!... და ეგეთები

ნუ მესხის გმირმა რომ ქართულად შეიგინა და ამაზე რომ ნახევარ დარბაზს ნაციონალურმა ორგაზმმა დაუარა და ზოგმა ტაშიც კი დაუკრა ( :/ )
მანდ უკვე პირველად გამიელვა ეჰ, ავდექი, წავედი სახლში მეთქი (არადა ფილმი თუ რამეზეა, პირველ რიგში სწორედ ნაციონალიზმის მანკიერ შედეგებზე).
აი საერთოდ ვერ აღვიქვამდი ორ მოსისხლე მტერს შორის ურთიერთობას დაძაბულად, მესხის პრიმიტულ თამაშზე აღარ ვისაუბრებ.
კიდევ კარგი ის ბინტი შემოახვიეს თავზე, ცოტათი მაინც "გაუპრავა" უხარისხობა : ))
რაც შეეხება იუმორს.. არაუშავდა, ზოგან კარგიც იყო და დროულიც, მაგრამ თითქმის ყოველ ჯერზე (დააკვირდით თუ გინდათ) გაფუჭებულ იქნა
ან ხუმრობის დასრულებისთანავე აფეთქები მოულოდნელი ხმით, ან იარარის გავარდნით და ა.შ.. _ ხელოვნური დაყალბი ხერხი
"სიცილს ტირილი მოყვება" ფილოსოფიის ომის ასპექტში ვითომდა მაღალმატერიულად წარმოსადგენად
არ მომეწონა ეს... იმ მაყურებელს, როგორზეც ეს ფილმი არის გათვლილი, ასეთი ხლაპუშკები არ უნდა "აჭამო"...
და ახლა გმირების გარდასახვაზე.
მე ვერ დავინახე ამ ფილმში მტრებს შორის რა მომენტში გაიგო უხილავი ხიდები, თეფშების სროლისას თუ მწვადის ჭამისას?
რეალურად ერთმანეთისთვსი არსად არ დაუნახებიათ საკუთარი სიკარგე(ც), რის გამოც ერთ-ერთ მხარეში შეიძლებოდა მშვიდობის წყურვილს გაეღვიძა.
შესაბამისად ჩეჩენის რეაქცია ქართველის საქციელზე ვერ იქნებოდა ბუნებრივი და დამაჯერებელი. და ამიტომაც გამოვიდა არასაკამრისად ემოციური და
არასაკმარისად შთაბეჭდილების ქვეშ მყოფია ქართველის საქციელის შემდეგ.
მუსიკა...
ნიაზ, შენ რა გითხარი ბიჭო, ერთი 2-3 მელოდია კიდე დაგეწერა რა იქნებოდა

კაცის მოკვლაზე, შეშის ჩეხვაზე, ორღობეში სიარულზე, მზის ამოსვლაზე, მზის ჩასვლაზე, მანდარინების კრეფაზე, ტყვიების ზუზუნზე _
ყველაფერზე ერთი მუსიკა თქვე კაი ხალხო?

რაც შეეხება ჩარკვიანს...
ეს მიგინებაა ვითომ? : ) სულ ამერიკულ ნამცხვარ 5-ს რომ დაადო ეგ მუსიკა, იმასაც კი მოუხდება ეგრე...
აქ კი საერთოდ კონექტსიდან ამოვარდნილად მეჩვეენა. არც ცრემლი მომადინა და არც ამ სიმღერისთვის ჩვეული ბურძგლი

არაფერს ვამბობ დროში რეალურ აცდენაზე აფხაზეთს ომსა და ჩარკვიანის მუსიკას შორის... ჯანდაბას, მაგას კიდე სადღაც "იტანს პოეზია"...
ოპერატურა...
ჯამში ნორმალური, ლამაზი კადრები კარგად მუშაობს.
და ჩემგან ტრადიციული და დიდი პლუსი.... იაპონელებს, ასეთი კარგი აპარატურის შექმნისთვის.
ივოს პერსონაჟი...
არ მაქვს ზედმეტი პრეტენზიები, ფილმის სიმშრალის ფონზე კიდე კარგი გამოვიდა.
თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ფილმის სათქმელი ივოს პირითაა ნათქვამი და მეტი რეჟისორს არც არაფერი ნდომებია პრინციპში,
მაინც უკეთესი უნდა ყოფილიყო.
მანდარინები...
მე მეგონა ამ სიტყვას რაღაც სიმბოლური დატვირთვა, გამხსნელის ფუნქცია ექნებოდა და სადღაც ერთი ორჯერ გაიჟღერებდა.
აბა სხვა რა მოლოდინი უნდა გქონდეს ფილმზე ომის შესახებ, რომელსაც მანდარინები ქვია? იასნა ალეგორიული მომენტია რაღაც ხომ?
არადა აქ თურმე მართლა მანდარინებზე არაა ფილმი?

შეცწუხდი რასაც ქვია რა... ყოველ სცენაში მანდარინებზე იყო ლაპარაკი.
ჩემდათავად ამ სეზონზე მანდარინის მჭამელის...
არადა როგორ მიყვარდა ეს ხილი კაცო

აუ დავიღალე : )))
არადა კიდე მინდა რაღაცეების თქმა...
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებივითაა ჩვენი კინოც:
ვაგებთ, მაგრამ ბიჭების მონდომებით, პირველ ტაიმში გოლგაუშვებლობით და
წინა თამაშთან შედარებით მჯობინებით მაინც ვიმშვიდებთ თავს...
თუმცა აგერ ზოგს ეკრანზე შორენას ძუძუების არგამოჩენაც პლუსად მიაჩნია უკვე

მოკლედ, მე ამ ფილმზე ატირებულ გოგოს ცოლად არ მოვიყვანდი

უკეთესები და უკეთესები გვენახოს !