ვა,მეორე სიცოცხლე გახსნია ამ თემას :დ
ჰოდა გადმოვიტან ჩემ პოსტს
პირველ რიგში დავიწყებ იმით,რომ "პიარი" უსაფუძვლო არ აღმოჩნდა და ნამდვილად ძალიან კარგი ფილმია,მარგად მომეწონა
გასაგებია,რომ ყველამ ყველაფერი ვიცით რაც ხდებოდა,როგორც ხდებოდა და ასე შემდეგ,უბრალოდ აქ მნიშვნელოვანია,თუ როგორ გადმოსცემს რეჟისორი ამ ყველაფერს და თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ეს იყო იდეალური "სარკე" 90 იანებისა,თითოეული დეტალი,სცენა,დიალოგები,უზუსტესად ასახავს ყველა იმ მართლაც საშინელ და ავადსახსენებელ რეალობას,რაც იყო
აქ არ არის ყურადღება გამახვილებული მხოლოდ ერთ თემატიკაზე,თითქმის ყველაფერი უზუსტედად იყო გადმოცემული,დაწყებული პურის რიგიდან,გაგრძელებული ოჯახური ძალადობით,ქუჩური გარჩევებით და მოტაცების ფენომენით
რაც მთავარია იდეალურადაა წარმოჩენილი საზოგადოების დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ,მათ თვალწინ,დღისით,მზისით ხდება მკვლელობა,ძალადობა,მოტაცება და ისინი არც კი იმჩნევენ ამ ყველაფერს,"ცხოველური" ინსტიქტიც კი არ შეიძლება ამ ყველაფერს დავარქვათ,იმდენად ამაზრზენია მათი ყურება
ამ ყველაფრის,მთელი იმ დროინდელი საზოგადოებისა და უსამართლობის წინააღმდეგ ილაშქრებს ორი პატარა გოგონა,რომლებიც საკუთარი ძალებით ყველაფერს აკეთებენ იმისთვის,რათა არსებული რეალობა შეცვალონ და სხვებსაც "თვალები" აუხილონ,სკოლის ეპიზოდში ეს ყველაფერი კარგად ჩანს,როდესაც მასწავლებლის უსამართლო ქმედების წინააღმდეგ ჯერ მხოლოდ ერთი ბავშვი,შემდეგ კი მთელი კლასი ილაშქრებს,ასევე მოტაცების ეპიზოდში "უმოქმედო" ხალხს უშვერი სიტყვებით ლანღავს მოტაცებული გოგონას მეგობარი,"ბრბო" კი რაღა თქმა უნდა აგრესიით პასუხობს მას,რადგან მათ უბრალოდ არ იციან და ვერ ხვდებიან რის წინააღმდეგ უნდა გაილაშქრონ რეალურად და რისი არა,ან შესაძლოა იცოდნენ კიდეც და უბრალოდ შიშის მომენტი ჰქონდათ
და რაც ყველაზე მთავარია ძალიან კარგად ჩანს ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ,ისინი უარს ამბობენ ყოველგვარ შურისძიებაზე,ძალადობასა და დაპირისპირებაზე,შიშველი ხელებით ცდილობენ ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვითარების შეცვლას,რამდენად გამოუვიდათ ეს ამას რეჟისორი ფინალში უპასუხოდ გვიტოვებს,თუმცა ყველაფერი ისედაც ნათელია,ახალმა თაობამ გაილაშქრა იმ საშინელებების წინააღმდეგ და დღეს ძალიან ბედნიერი ვარ იმით,რომ ფილმში ასახული პრობლემების ნახევარზე მეტი დღეს უკვე მოგვარებულია და ახალი თაობაც მხოლოდ ღიმილით და გაოცებით უყურებს მათ,იმედი ვიქონიოთ რომ ისინი გააგრძელებენ "პროგრესს" და სულ მალე სულ სხვა რეალობას ვიხილავთ,რომელშიც ამ ფილმის მეშვეობით გადმოცემულ რეალობას,მარაზმსა და პრობლემებს მხოლოდ ღიმილით შევხედავთ,გაგვიკვირდება და შეგვრცხვება იმის,რომ "წინა თაობის" დროს ასეთი რაღაცები ხდებოდა,დღეს კი სულ სხვა რეალობასა და საზოგადოებას შევქმნით

მოკლედ ეს იყო,მთლიანობაში კიდევ ერთხელ ვიტყვი,რომ არაჩვეულებრივი ფილმია,რომელშიც როგორც დადებითი,ასევე უარყოფითი ემოციები მოზღვავებული გექნებათ,გაიცინებთ,განიცდით,გაბრაზდებით იმ ყველაფრის ყურებით,რაც ფილმშია ასახული. ბავშვებმა ძალიან კარგად ითამაშეს,მარიამ ბოკერია ულამაზესი ბავშვია,მომავალი ქართველი ევა გრინი
Knowledge Is Power...
You Must Be The Change,You Want To See In The World