ორ ფილმს ვეძებ: პირველი:
ლაბორატორიაა რაღაც, სადაც, რობოტები არიან, ამ რობოტებს ადამიანის ტვინს უდებენ, ძველია რაა ესე დაახლოებით 1999-2000 წლებში გადაღებული, შეილება უფრო ადრეც,
რობოტები რაღაც ლაბორატორიაში აქციეს ძაან ძლიერებად, თან ადამიანის ტვინივით აზროვნებდნენ, და ეს რობოტები ბოლოს დაერევიან ამ ადამიანებს რაა, და იწყება ამათ შორის ბრძოლა, რობოტი რამდენიმეა, ადამიანიც არაა ბევრი რაა,
გამახსენეთ გთხოვთ, ძველი ფილმია, გადიოდა ქართულ არხებზეც ხშირად.
მეორე:
ობობები არიან, მანდაც ლაბორატორიაა, ძველი ფილმია, და ეგეც ქართულ არხებზე ხშირად გადიოდა.
ეს ობობები იზრდებიან ძალიან სწრაფად, დაჟე ბოლოსკენ რაღაც შენობებზე დიდი ობობებია ქალაქში დადიან, მარა მაგათ მალე ხოცავენ. ლაბორატორიიდან გარბიან ეს ობობები. თავიდაან არიან ძალიან პატარები და იზრდებიან ძაან დიდები. მანდაც ესე რაღაც კამანდაა, და ბრძოლა მიდის ობობებსა და ამ ადამიანებს შორის, და მახსოვს სიტყვა ''ვაქცინა'' ყველაზე ბევრჯერ იყო ნახსენები მაგ ფილმში, პატარა ვიყავი, მაგ ფილმიდან გავიგე მაგ სიტყვის მნიშვნელობა

იქნებ გამახსენოთ, ეს იმენა ყველამ იცის, შანსი არაა არ იცოდეთ ეს ფილმი.