ფილმს ვეძებ(გაგიკვირდებათ და..)
თრილერია
ფრანგულ-იტალიურ-შვეიცარიული
ეს იმიტო მახსოვს რო მოქმედებები ამ ქვეყნებში ხდება
აღწერა : ფილმი იწყება იმით რომ ბავშვი დახოცავს მშობლებს, მერე გაიზრდება და რათქმაუნდა მერეც გააგრძელებს ხალხის ხოცვას, საფრანგეთში დაუსწრებლად მიუსჯიან სამუდამოს, გაიქცევა იტალიაში, მერე იქაც აგრძელებს საქმიანობას თავისი პროფესიით(

), მოკლედ მაგარი პრისტუპნიკია, ვინც არ ევასება ყველას კლავს, იტალიაში რაღაც წვრილმან ხულიგნობაზე იჭერენ, მახსოვს გაქცევას შეცდება, ციხის სახურავზე აძვრება და ჟღურტულებს რაღაცეებს, თავის მოკვლით იმუქრება და ა.შ
მეორე ეპიზოდი რაც კიდე მახსოვს : მერე დააპირებს შვეიცარიაში გადაპარვას, ვიღაც მანქანიან ქალს აიყვანს მძევლად და საზღვარზე გადასვლისას გასკვანჩავენ, მერე მიდის გაიწი-გამატარე.. ბოლოს როგორც მახსოვს კვდება
ფილმი ვგონებ კანის ფესტივალზე იყო წარდგენილი და რაღაც ჯილდოც აქ მოგებული, მაგრამ ამ ფილმს უკვე წლებია ვეძებ და ვერ ვიპოვე, სათითაო წლებით დავუყევი კანის ფესტივალის პრიზიორებს და ვერ ვიპოვე

ფილმი ასე 1980-90 წლებში ტრიალებს, ზუსტად არ მახსოვს...
ხო კიდე, ადრეც ვიკითხე აქ და მაპოვნინეს ის ფილმი, მარა დამეკარგა

ჩემი ძველი პოსტები როგორ ამოვქექო თუ მასწავლით ფილმსაც ვიპოვი