
წყევლა
ეს არის ფილმი - გმირების (პერონთა ოჯახი) ბრძოლა მოჩვენებათა მთელ ჯართან და სხვადასხვა ეშმაკეულობასთან. მათ დასახმარებლად მოდიან უორენები - პროფესიული მონადირეები მოჩვენებებზე, რომლებსაც ამ საქმეში ჭიპი აქვთ მოჭრილი. მაგრამ ისინიც კი ვერ გაუმკლავდებიან საიქიოდან მოსულ ბოროტ სულებს.
სიუჟეტი ეფუძნება ნამდვილ ამბავს: XX საუკუნის 70-იან წლებში ნამდვილად არსებობდა უორენების ოჯახი, რომელიც იკვლევდა პარანორმალურ მოვლენებს. ისტორიების უმეტესობა, რომელთაც ისინი აწყდებოდნენ, ეკრანიზებულია. წყევლა გახლავთ ერთ ერთი მათგანი.

ტეხასური ჟლეტა ბენზოხერხით
საშინელებათა ეს ლეგენდარული ფილმი ასევე ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. აშშ-ში ნამდვილად არსებობდა მანიაკი, რომელსაც უყვარდა ადამიანების სახეებიდან კანის აძრობა. მას ერქვა თეოდორ გეინი. მანიაკი ამხილეს და საპყრობილეში ჩაამწყვდიეს. ოღონდ ციხეში კი არა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში: ადვოკატებმა მისი შეურაცხადობა და მხოლოდ ორი ადამიანის (სინამდვილეში მათი რაოდენობა მეტი იყო) სიკვდილში მონაწილეობა დაამტკიცეს. ერთადერთი სხვაობა არის ადგილი: გეინი მძვინვარებდა ვისკონსინის შტატში, და არა ტეხასში.

წითელი მდინარის მოჩვენება
მოჩვენებები და ავეჯის მოძრაობა, ვიღაცის ხმები, სინათლის უცნაური ნათებები და მსგავსი მისტიკა - ეს ყველაფრი რეალურია. უკიდურეს შემთხვევასი, ასეთი ამბები შეემთხვა ბელების ოჯახს XIX საუკუნეში. სხვადასხვა დროს სხვადასხვა მწერალმა ამის შესახებ დაწერა 35 წიგნი. ხოლო რეჟისორმა კორტნი სოლომონმა 2005 წელს ფილმიც გადაიღო.

ღამის ცა
ფილმი ეძღვნება 1997 წლის 13 მარტს მომხდარ ამბავს. არიზონას შტატის უდაბნოში შეინიშნებოდა უცნაური ნათებები და სხვა ოპტიკური ფენომენები. ადგილობრივი მცხოვრებლებმა იფიქრეს, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. ხოლო რეჟისორმა როი კნირიმმა 2007 წელს ამის შესახებ ფილმიც კი გადაიღო. გჯეროდეთ: ფილმში არის სცენები, რომლის დროსაც თმა ყალყზე დაგიდგებათ.

ემილი როუზის ექვსი დემონი
1976 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ ჩაატარა რიტუალი, რომლის თანახმადაც მღვდელი-ეგზორცისტი დევნიდა ეშმაკს ქალის სხეულიდან (ანთროპოლოგ ფელიციტას გუდმანის დოკუმენტალური წიგნის მიხედვით "ეშმაკის განდევნა ანელიზ მიქაელის სხეულიდან"). მაგრამ მამაომ გადაამლაშა და მანდილოსანი გარდაიცვალა. ჩვენ არ ვიცით, შესძლო თუ არა მან სასამართლოზე დაემტკიცებინა ბოროტ, სულიერ ძალთა არსებობა. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია სკოტ დერიკსონისთვის 2005 წელს გადაეღო ფილმი ამ შემაძრწუნებელ ეგზორციზმზე.

ამიტივილის საშინელება
1979 წლის 14 ნოემბერი, - ეს არის დღე, როდესაც რონალდ დეფეო-უმცროსმა ცეცხლსასროლი იარაღით მოჰკლა საკუთარი მშობლები, ძმები და დები ოუშენ-ავენიუზე (ამიტივილი, აშშ). მიზეზი - იმქვეყნიურმა ხმებმა უბრძანეს ყმაწვილს აღესრულებინა ეს საშინელი საქმე. ერთი წლის შემდეგ ეს სახლი შეიძინა ლატსის ოჯახმა და მოწმე გახდა საკმაოდ უცნაური მოვლენისა, რომელიც მათ ახალ აპარტამენტებში ხდებოდა. სანამ ადგილობრივი მცხოვრებლები ჭორაობდნენ ამიტივილის საშინელების შესახებ, ჯეი ენსონმა დაწერა ამავე სახელწოდების რომანი, ხოლო სტიუარტ როზენბერგმა 1979 წელს გადაიღო ამავე სახელწოდების საშინელებათა ფილმი. ენდრიუ დუგლასმა კი 2005 წელს გაიმეორა როზენბერგის საქციელი და ფილმის რემეიკი შემოგვთავაზა.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)