ძალიან მაგარი ფილმია, ძალიან მაგარი ტრაგიკომედია!
არა მხოლოდ ერთი ადამიანის სიმარტოვეს და პრობლემებს ეხება, ზოგადად ცივილიზაციის, იმ ფუჭ ცხოვრებას,რომელსაც ბევრი ადამიანი გადის.
უფრო კი საბჭოთა წყობის ხალხი, ის სისტემა და მისი დაშლის შემდეგ შემორჩენილი უმოძრაობა და ადამიანის ერთ ადგილზე დგომაა გაქილიკებული.
აი იმ საბჭოთა კავშირის,რომელსაც დღემდე შესტირიან მოხუცები. იმ სისტემის,სადაც ლოთობა სიყვარულს ჯაბნიდა, სამწუხაროდ ეს ხშირ შემთხვევაში დღესაც ასეა საბჭოთა ქვეყნებში.
მთავარი გმირი (ძალიან მაგრად ასრულებს ხაბენსკი) ასეა მოწყვეტილი ყველაფერს, ოჯახს, მეგობრებს, ყველაფერი დაკარგული აქვს.
მაგრამ არ იბრძვის, არ ცდილობს გამოსავლის პოვნას (სასმელის იქით) მაგრამ ვხედავთ მის პროტესტს ამ ჩარჩოების და მონობის მიმართ!
მაგრამ ისეთი პერსონაჟია,მისი შემყურე სევდა გაწვება და არ აჯვავ მის უიმედობას.
არ აჯვავ იმასაც კი, როცა ხედავ მას თავის მოსწავლე უყვარს, მაგრამ არ იბრძვის სიყვარულისთვის.
გაყინულს სახლში რო შეიყვანს და ურტყამს შიშველს , რომ დაუბრუნოს მგრძნობელობა ,გოგო კი შემდეგ სიყვარულს უხსნის ეს კიდე თავს გაიროზგავს, ძალიან სევდიანი სცენა იყო,დიდი ბურთულა გადამეყლაპა ამ დროს.
გაქილიკებულია ასევე იმ დროინდელი სკოლა,სადაც სწავლის გარდა ყველაფერი ხდებოდა, ძალიან მაგარი სცენებია სკოლაშიც,იუმორი საკმაოდ მაღალ დონეზეა- ერთი ის არის რომ ვერ იცინი,იმდენი ტრაგიზმია ამ იუმორშიც. ამ ყველაფერს კი მუსიკაც ამძაფრებს (ესეც ხუთიანზე)
ყველაზე მეტად ის მოსწავლე ჩაწვდება მის შინაგან სამყაროს, თავიდან რომ ებრძვის და დედას აგინებს...ბოლოს ყველაზე თბილად შეხვდება.
ფილმის ბოლო სცენა მთელ ფილმს ხსნის,
დიდ ტალღებში დარჩენილი მოსწავლეები, იბრძვიან გადარჩენისთვის და გადარჩებიან.
შემდგომ კი კადრი გახარებულ "გეოგრაფზე" გადადის სიმბოლურად.
რეჟისორი არ კლავს იმედებს და ამ ადამიანებს მოუწოდებს გამოფხიზლებისკენ და ბრძოლისკენ. ოღონდ არა სასმელით და იქ ჩაკარგვით.
პ.ს.
გადაღება უმაღლეს დონეზეა,გასაოცარი ხედები და პეიჟაზებია და ეს სილამაზე უპირისპირდება ამ ადამიანების უმოძრაობას და ამ სილამაზისგან მოწყვეტილობას.
ანალოგიურად არის ჩვენ ლამაზ საქართველოში დღესაც
ამ ფილმის ყურების მერე იუმორი/ცინიზმი/ირონია კიდე უფრო მოიმატებს ჩემში,
რადგან ამ ყველაფრის გარეშე წარმოუდგენელია ამ რეალობას დაეტაკო და გაიმარჯვო

პ.ს.2.
ყველა რუსეთუმე და ამ წყობის მეხოტბე მეცოდება და ვუსურვებ ცხოვრების დიდი ნაწილის "თრობაში" გატარებას და ასეთ თავისუფლებას:
This post has been edited by LanceInMyPants on 29 Dec 2013, 14:02