კარგი ფილმია, კარგად გაკეთებული, დეტალებამდე ნაფიქრი.
და არამხოლოდ გასართობად სრულყოფილებამდე მიყვანლ ფაქტობრი დეტალებამდე, არამედ აზრით გადმოცემულ.
ბევრი საყოვლეთაო თემატიკაა კარგად ჩასმული, ნუ ეგოს ჭიდილი თავისთავად, ქალები, დედა, ღალატი, შვილი, თვითრეალიზება,
სამსახური, გაუცხოება, მარტოობა, რეალობიდან გაქცევა და ამ გზით რეალობაშივე დაბრუნება... როგორც ქაოსით ნაპოვნი წესრიგი.
ფილმი თითქოს ერთი დიდი აბლაბუდაა და მართლაც დამღლელია, მაგრამ როცა ყველაფერს თავისი ადგილი ეჩინება და
ჩვენს მიერ ნიღაბჩამოგლეჯილი ქაოსი მართლა წესრიგის სახით წარმოგვიდგება, ფილმში ძალიან კარგი აზრი იკვეთება.
ზუუსტად ისე, როგროც ეს ცხოვრებაში ხდება.
სპოილერები:
სცენარს და კითხვებს რაც შეეხება, ვფიქრობ ყველაფერი გასაგებია. რთულად მაგრამ მაინც.
რაღა თქმა უნდა არსებობდა ერთი პიროვნება და ეს იყო ენტონი. ადამი (მასწავლებელი) კი ენტონის მიერ გამოგონილია.
გარდა იმისა რომ ამ იდეაზე კარგად შენდება ყველა დანარჩენი მოცემულობა ფილმში,
სიუჟეტში ფაქტობრივადაცაა მინიშნებები ადამის არარსებობაზე:
არ ვიცი სპეციალურადაა გაკეთებული თუ უბრალოდ არ ჩანს გამოსახულება, მაგრამ როცა პირველად ხვდებიან ოთახში, ენტონი ჩანს ჯერ მხოლოდ,
მისი შემოსვლის და კარის მიხურვის შემდეგ ჩნდება რომ კარზე სარკისებური ოქროსფერი აბრაა, რაშიც ენტონის წინ მყოფი ფარდა ირეკლება,
ფარდის წინ კი ადამი უნდა იდგეს. არადა სარკეში არ ჩანს... გადადის მერე კადრი ფარდასთან და არადა ადამი იქაა.
იმავე სცენაში, შრამს არ ანახებს ადამი, რაც კიდევ ერთი ხაზგასმაა მისი არარეალურობისა და ენტონის ქვეცნობიერის მცდლეობისა რომ არ დაუშვას ადამის
როგორც მის მიერ გამოგონილი საჭირო პერსონის იდეის დაშლა ენტონისავე გონებაში. ამიტომ უარს ათქმევინებს მას მაიკის აწევაზე.
აქვ ვინემემ შეიძლება იფიქროს, რომელ მაიკის აწევაზე და დამატებით არგუმენტებზეა საუბარი, როცა ორი წვეთი წყალივით გვანან ერთმანეთსო; მაგრამ
აქ მსგავსებები კია რაა მთავარი,ა რამედ სწორედ რომ განსხვავებები, რადგან ნტონის ქვეცნობიერი იწყებს ადამის წინააღმდეგ ბრძოლას.
და მით უფრო რთულია ეს ბრძოლა, რამდენადაც ენტონის თავადვე სურს ადამის არსებობა და მისი არსებობით საკუთარი ბნელის მეს გამართლება.
ადამის გამოგონილების შესახებ ისევ, კიდევ ცარიელი აუდიტორიის კადრი, რაც მისი სამყროს ირეალურობის მანიშნებელი უნდა იყოს.
რაც შეეხება ადამის თანამშრომელთან საუბრის მომენტს კინოზე. ეგ არის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი ფილმში.
გადაახვიეთ და დიალოგში სიტყვა კინოს მაგივრად ჩასვით ქალი და დანარჩენზე თავად დაფიქრდით : )
- თანამშრ: დადიხარ კინოში?
- ადამი:" კინოო? (შეცბუნებულია ამ კითხვით)
- ხო, ხარ კინომანი? ვგულისხმობ თავისუფალ დროს.
- არააა, არ დავდივარ ისე ხშირად. (დაბნეული პასუხობს). მაინცდმაიანც არ მიყვარს კინო (თითქოს ხელოვნურად არწმუნებს).
- აუცილებელი არა აკინოში სიარული საიმისოდ, რომ კარგი ფილმით სახლში ისიამოვნო (პარალელი ენტონის ორ მომენტთან _ მერისთან სახლში ყოფნა და კლუბში სიარული).
- ეგეც მართალია (იშორებს თავიდან მოსაუბრეს)
- ისევ თანაშმრ: მე როგორც წესი ვქირაობ მათ. დღესდღეობით ბევრი არ აკეთებს ამას, მაგრამ მე ასე ვამჯობინებ.
- და რატომ მელაპარაკები ამაზე?
- არ ვიცი
- ვიფიქრე რადგან ალაპარაკდი ამაზე, იქნებ მირჩიო რამე ფილმი. რამე მხიარულს ვნახავდი (ისევ საუბრის ბოლოსკენ წაყვანის მცდელობა)
და ამ დროს მის დამოულოდნელად ფაქტიურად საკუთარი ნებით დაუშვა თანამრომლის მიერ ისეთი "ფილმის " რჩევა,
რომ სამარე გამოითხარა: "სადაც ნებაა, იქ არის საშუალებაც"... (ფრაზა რომელიც ფარდას ხდის ენტონის გაადამების პროცესს)
ადამის რეაქცია კი ამაზე ირიბია, ის ვერც უშვებს რომ ეს ფილმის (ანუ მისი ცხოვრების) სახელია/აღწერაა.
და სიმბოლურია რომ ამ ფრაზის მერე იწყება ადამის და ენტონის ეგოების შეჯახება ერთმანეთთან. ორივემ თხარეს და ერთმანეთი გამოთხარეს.
ამ მომენტიდან ენტონის მიერ შემქნილი ადამიფაქტიურად თავისსავე თავში ცდილობს მეს ჩახშობას. ფსიქოლოგიურად ეს პასაჟი ფილმში, ადამის სამყაროს შლას ვგულისხმობ,
შეგვიძლია დავინახოთ როგორც ენტონის მიერ შიდა იმუნური მექანიზმის ჩართვა, რომელიც გრძნობს ანტისხეულის არსებობას და ებრძვის მას.
ფსიქოანალიზში ცნობილი მოვლენაა ეს მომენტი ზოგადად...
არ ვიცი დააკვირდით თუ არა, მაგრამ სიმბოლურია იმ დანარჩენი ორი ფილმის სახელიც, სადაც ენტონი თამაშობს
და რომელებსაც მერე ნახავს: "დამირეკე მოგვიანებით" და "უბილეთო მგზავრი"...
და ერთ-ერთის სახლში ყურებისას მის თავს აღმოაჩენს მიწაზე გართხუმლს, პოლიციელები რომ დააკავებენ.
ესეც სიმბოლურია, საკუთარი თავის გამოჭერა და მიმწყვდევა.
იქვე ერთ-ერთ სცენაში კომპში ასახულ ენტონის სურათთან მიაახლოებს თავის სურათს, რომელიც შუაზეა გახეულიდ ა ვიღაცის ხელების აქვს კისერზე შემოცხვეული.
მოგვიანებით როცა ადამი ჰელენთან რჩება მარტო ენტონის სახლში, ეს სურათი სრულის ახით ჩანს ჩაჩოში ჩასმული, როცა ხლეში იღებს.
სომბოლურად ესეც ადამისთვის ელენის გაუცხოების ა გამომხატველია. როგორც იმაში დარწმუნება, რომ ადამი, რომელიც მერისთან იყო, არ იცნობდა ელენს.
ღალატის გამართლების ან დავიწყების ქვეცნობიერი მცდელობა, ისევე როგორც მთლიანად ფილმის მოცემულობა.
ამავე სცენის შემდეგ ურეკავს დედა, მობილზე ეწერება "დედა" და ეს არ იღბეს, იმიტომ რომ ადამი ობრაზშია ამ დროს.
კიდევ არაერთი მომენტია, რისი აღნიშვნაც ღირს ამ კუთხით.
გზადაგზა გამახსენდება და დავწერ ხოლმე ან ვუპასუხებ.
თუ ვინმეს რამე კითხვები გაქვთ გამოუშვით : )
რამდენიმე საგულისხმო კადრი დავასქრინშოთე, დავდებ კიდევ,
მაგრამ აი ეს ერთი სურათი საკმარისია იმ ყველაფერის აღსაწერად, რაც ენტონის შიგნით ხდება....
კადრი, როცა კომპის ციმციმი (ფაქტიურად პარანოიის დასაწყისი) ხვდება მის თვლაებს...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «