
ალბათ ყველაზე კარგი ფილმია, რაც კი ბოლო პერიოდში მინახავს...
თემა არის ისეთი უნივერსალური და საყოველთაო რომ.... ქრთამები, ჩაწყობები, გავლენიანი ნაცნობები, ფულები.. მარა ფილმის მთავარი თემა, დედის და შვილის ურთიერთობებია....
ალბათ უამრავი ადამიანი დაინახავს საკუთარ თავს, დედაში, შვილში, შეყვარებულში, მამაში... თან საქართველოში მითუმეტეს, ეს თემა იყო,არის,იქნება....
უმეტესობა დედები და საერთოდ იმ თაობის ხალხი ალბათ ვერც კი გაიგებენ/დაინახავენ როგორი არასწორები არიან... შვილებს უმადურებს და დაუნახავებს უწოდებენ ალბათ...
ნუ ეს შვილი საშინლად ექცევა/ესაუბრება დედას... ესეთი რაღაც მართლა არ მინახავს/გამიგონია ფილმში... ანუ ისეთ სიტყვებს ეუბნება დედას გამოვშტერდი...
თუმცა ყველაფერი დედის ბრალია, საბოლოო ჯამში.... შეპყრობილია საკუთარი შვილით.... აბსოლუტური კონტროლ Fრიკია ქალი...
ეს ორი სცენა: 1) მასაჟს რო უკეთებს შვილს, არაჯანსაღი (არა)დედობრივი ქცევაა...
და 2) წამლის სცენა უ მ ა გ რ ე ს ი აააააააა...... ქალს ერთი 4 ჯერ გაუმეორა, მერე ფურცელზე ჩააწერინა, კონკრეტულად/დეტალურად რა წამალი უნდა ეყიდა, მწვანე კლასიკური... და გააფრთხილა "იცოდე სხვა წამალი არ წამომიღოო".... და ქალმა შეგნებულად ყვითელი წამალი უყიდა... ანუ წამლის არჩევაშიც კი აკონტროლებს და არ აძლევს თავისუფლებას.....
და ტიპი 30 წელზე მეტისაა.... და დედამისი არ ეშვება, არ უშვებს... პრობლემებს უგვარებს, გადაწყვეტილებებს იღებს შვილის მაგივრად... არ აცლის რაა შვილს ცხოვრებას, ყველაფერში ერევა..
და ტიპი უკვე ვეღარ აკონტროლებს თავს, უნდა რო გათავისუფლდეს და ამ ქალს მაინც არ ესმის რა ხდება.. არ ჩერდება...
აუუუ .... და ქართველები ასეთ დედაზე ოცნებობენ/აღმერთებენ... და მერე რძლები იჩაგრებიან...
ან ცოლები საერთოდ არ მოყავთ/ ვერ მოყავთ.. იმიტო რო დაზიანებული აქვთ ფსიქიკა...
გადაღების სტილიც მომეწონა... დოგმე 95 იყო მემგონი...
ანუ განათებას არ იყენებდნენ... არც ოპტიკას, და არც ფილტრებს... მუსიკაც არ ედოთ ფონად, თვითონ კადრში/სცენაში თუ არ უკრავდა/ჟღერდა.. მაგალითად, რო მღეროდნენ პატარა სცენაზე... კამერის მოძრაობა, ხელის კამერა უნდა იყოს და იღებდეს აქტივობას/მოძრაობას...
იმ ოჯახში, სახლში რო შედიან... კარებთან სცენა, ეს საკიდები, ქოშები, პატარა ნოხები, ისე ბუნებრივად ჩანდა, რო მეგონა მე ვიხედებოდი ძირს და ჩემს თვალწის ეგო ეგ ნოხები biggrin.gif
მოკლედ, ეს ყველაფერი ქმნის რეალობის/ბუნებრივობის ეფექტს..
აუ რამდენი ვიბოდიალე...
"I feel I stand in a desert with my hands outstretched, and you are raining down upon me."
"You are allowed to lose a little bit of control. But sometimes it's just not good enough."
"But you're so sweet, like a cupcake" "What about us?"