ZEONთავიდან მეც მეგონა რომ მართალი ვიყავი,
მაგრამ აქაურმა გამოხმაურებებმა მიმახვედრა რომ უბრალოდ დაბოღმილი ტიპი ვარ,
რომელსაც კარგი ადამიანის სიკვდილი უხარია...

რომელიც ჩასაფრებული ელოდება ასეთ მომენტებს, რომ თავისი განსხავებულობა წარმოაჩინოს.
რომელიც ვერ ხვდება, რომ ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი სულ სხვაა... (თუნდაც ამ დროს
მაგალითად პალესტინაში დღეში თითო ბავშვი კვდებოდეს ნაღმზე და ეს FBზე ამის მემილიონედადაც არ შეარდებოდეს).
მივხვდი, რომ თურმე ინგმარ ბერგმანი სხვაა და პოულ ვოქერი სხვა (ვაა, რატო მეგონა ერთიდაიგივეე? Oo)
მივხვდი რომ აბრევიატურა R.I.P. უკვე ვირტუალური საშვია ადამიანთა ჰუმანურობის სასუფეველში... (აწი მეც დავწერ ხოლმე).
გავიგე რომ ასაკიანი თუნდაც გენიოსი ადამინის გარდაცვალებას ყველა ვარიანტში (!) გადასწონის
ახალგაზრდის გარდაცვალება, იმიტომ რომ ახალგაზრდაა!!! და ხამს და საჭიროა გლოვაი შესაფერი!
თან განა უბრალოდ გლოვა, არა, მეტი _ ვირტუალური პორჭყნაობა! (შიგადაშიგ სხვასთან შპილკაობის არომატით).
ასე, დისტანცირებულად გამოხატული მწუხარება აორმაგებს და აპოეტურებს კაცობრიული სიყვარულის მასშტაბურ განცდას.
გავიგე, რომ შედარების გაკეთება სხვა ადამიანების მაგალითთან ალოგიკურია. და თურმე შედარება საერთოდ ალოგიკურია.
იმიტომ რომ ის სხვაა და ეს სხვა... და რომ მარტო მაშინ უნდა შეადარო,
როცა ორივე მხარე ერთნაირია და არა სხვადასხვა (თუნდაც საერთო პარალელებით)...
და რაც მთავარია გავიგე, რომ თურმე შემიძლია ის ვწერო რაც მინდა (რამხელა სიხარულია!)...
მოკლედ, რომ აღარ გავართულო,
ვესაკლისები ფარსების, ზედაპირულების და სიყალბის შტოს და
გადმოვდივარ ჭეშმარიტი, რეალისტ-ჰუმანისტი კეთილი ადამიანების მხარეს!
ხო მიმიღებთ ბავშვებო?