10/10
10 ქულა ჯერ არცერთი ფილმისთვის არ გამიმეტებია, შეიძლება ეხლა ემოციებში ვარ და ხვალ ზეგ უფრო ადეკვატურად ავწონ-დავწონო...
ძალიან გამიკვირდა პრემიერის დღეს ესეთ შედევრალურ ფილმზე დიდ დარბაზში სულ რაღაც 15-20 კაცი რომ დამხვდა, მაგრამ ეს პლიუსიც იყო, არავის არ შევუწუხებივარ "ძერევნია შეტკებით" და ბატიბუტის ჭრაჭუნით
ფილმს რაც შეეხება დიდი მოლოდინი მქონდა და გადაჭარბებით შესრულდა ! კოსმოსში ოდესმე თუ ავღმოჩნდებოდი არ მეგონა

კუარონმა შექმნა არარსებული, ჯადოსნური. არ ვიცი ამ ჟანრს რა ვუწოდო. რეალობა იგრძნობა თანაც თითქოს რაღაც ინტერაქტივის ელემენტებით. ამ ფილმის პატარა კვადრატულ ეკრანზე ნახვას არანაირი აზრი არ აქვს, ეს უნდა შეიგრძნო მთელი სხეულით. სულ პატარა დეტალებიც დიდ როლს თამაშობს, ყველაფერს აკვირდები, არსად არ გეჩქარება, რადგან უჰაერო სივრცეში ხარ გაჭედილი და მთავარ პერსონაჟებთან ერთად განიცდი ყველაფერს. 3დ აქამდე ჩემთვის არ არსებობდა. მინდა რაღაც ელემენტებზე გავამახვილო ყურადღება მაგრამ ჯერ შევიკავებ თავს სანამ ჩვენთან გადის, სპოილერის ტეგებში კი შეიძლება მაინც შეიჭყიტოთ

ამ მსახიობებისგან არ მოველოდი 10იანზე შეასრულეს თავიანთი საქმე. ოპერატორი ჯადოქარია, რა ფანტასტიური კადრები დადო! მიუხედავათ იმისა რომ არ მქონდა სურვილი ამ ფილმში რაიმე მუსიკალური საუნდტრეკი ყოფილიყო, ძალიან კარგად ჩაჯდა! წყნარი თანაბარი და მელოდიური საუნდებია + აბსოლუტური სიჩუმე, ნუ დაახლოებით რომ ავხსნა კოსმიურ სიჩუმეს აზრობრივად გრძნობ...
პატარპატარა ხუმრობებიც თავის ადგილას ზის... მოკლედ არამგონია ამ ფილმზე ვინმემ ცუდი თქვას, მითუმეტეს თუ ოდნავ მაინც ერკვევა კინოხელოვნებაში.
წადით ნახეთ აუცილებლად დიდ ეკრანზე !

ამის არნახვა არ შეიძლება ! ეჰ... სადაა IMAX???
//The fear of death follows from the fear of life. A man who lives fully is prepared to die at any time.//