17:50-ზე იყო ამირანის დიდ დარბაზში სეანსი.
ექვსს რომ აკლდა, მაშინ მივედით მე და ჩემი მეგობარი, ორი ბილეთი ვიყიდე და მოლარემ მითხრა, თქვენ გარდა არავის უყიდია ბილეთიო
და მეტი თუ არავინ მოვა, არც ვაჩვენებთო.
ვეკითხები მინიმუმ რამდენი უნდა ვიყოთ, რომ აჩვენოთ-მეთქი და ხუთიო.
ხოდა რაის მექაში და ლას-ვეგასში ლოცულობენ ყველაზე მეტს, რაც მე იქ ვილოცე
ბოლო წუთებში მოვიდა 3 ბიჭი

მერე კიდევ ვიღაცები და მეღირსა ნახვა

ბევრი ტვინის ბურღვის გარეშე, ვიტყვი რომ მომეწონა.
დალოცვილმა კუარონმა აგერ კინოთეატრში ჩამოგვიტანა კოსმოსი.
რა თქმა უნდა, მარტო ეს არ იყო ფილმი და რაღაცების დაწერა შემიძლია კიდევ, მაგრამ ეგ ახლა თქვენ არ გკიდიათ?

ასე რომ, მოკლედ ვიტყვი, მოლოდინი გაამართლა.
ა და ჰო, ეს რა ფეხები ჰქონია 49 წლის ბალოკს
აეჩე
მიმაგრებული სურათი