მაშ ასე, ვდებ დაპირებულ გრძელ რევიუს, სადაც უხვად გამოვიყენებ სპოილერის ტაგებს. აქედან ზოგი მართლა სპოილერის დასამალად დამჭირდება და ზოგი კი ისეთი ბექგრაუნდ ინფორმაციისთვის, რომელიც ალბათ არავის დააინტერესებს, მაგრამ მე მაინც დავდებ, ყოველი შემთხვევისთვის. ნამდვილ სპოილერებს ორმაგ ტაგებში ჩავსვამ, რომ შემთხვევით არ შეგეხედოთ.
როგორც უკვე რამდენჯერმე ვთქვი, დღეს ტორონტოს საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე ვნახე "გრავიტაცია".
ამ ფილმის არსებობის შესახებ პირველად ორი თვის წინ გავიგე, როდესაც თიზერ თრეილერს ვუყურე, რომელმაც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საერთოდ, კინოს დაწყებამდე ორ რამეს ველოდები ხოლმე მოუთმენლად - თაიმფლეის, ანუ ინტერაქტიულ თამაშს, რომელიც მოგების შემთხვევაში 50 ქულას მაძლევს (კინოს უფასო ბილეთი 1000 ქულა "ღირს") და თრეილერებს, რომელიც ჩემი მომდევნო რამდენიმე თვის გართობის დაგეგმვაში დამეხმარება. როდესაც საინტერესო თრეილერს ვუყურებ, სულ ვცდილობ დავიმახსოვრო, რომ სახლში მოსვლისას ინფორმაცია შევამოწმო და ამ მიზნით ხშირად მნემონიკას ვიყენებ. როდესაც გრავიტაციის თიზერი ვნახე, სწრაფად ავამუშავე ტვინი, რომ რამე მოხერხებული მნემონიკური ფორმულა მომეფიქრებინა და გარკვეული პირადი მიზეზების გამო, საკმაოდ იოლად გამომივიდა. ისე დავინტერესდი, რომ კინაღამ უკვე გადადებული ტელეფონიც კი ამოვიღე ფილმის სახელის ჩასანიშნად. მოკლედ, ვიცი, რომ შესავალი გამიგრძელდა, მაგრამ მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ამ ფილმის იდეამ მანამდე დამაინტერესა, სანამ გავიგებდი ვინ იყო პროექტში ჩართული, ზუსტად რას ეხებოდა ფილმი და იმას, რომ სპეციალური ტექნოლოგიების გამოყენებით გადაიღეს.
გავიდა ორი თვე და ბედმა გამიღიმა: მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბენტერობის გამო ბოლო დღეებამდე მოვიტოვე ბილეთების ყიდვა, სამდღიანი უთენია ადგომებისა და სამსახურიდან ყოველ ნახევარ საათში საიტის შემოწმების მერე, ორშაბათის 3 საათიან სეანსზე ორი ბილეთი ვიშოვნე.
მისვლისთანავე შევატყვეთ, რომ გრავიტაციის მიმართ უდიდესი ინტერესი იყო. შაბათს ორი ფილმი ვნახეთ, სადაც დაწყებამდე საათნახევრით ადრე "სულ რაღაც" 30 კაცამდე იყო რიგში. აქ კი ორი საათით ადრე მივედით და მინიმუმ 200 კაციანი რიგი დაგვხვდა გადაჭიმული. ნახევარი საათით ადრე დაიწყეს შეშვება (საკმაოდ არაორგანიზებულად) და სანამ კარგად მოვთავსდით და მოვეწყეთ, 3 საათიც გახდა და ტიფის წარმომადგენელი (თუ სწორად მახსოვს, არტ დირექტორი იყო) გამოვიდა, რომელმაც ფილმს პატარა შესავალი გაუკეთა. უფრო სწორად, ძირითადად ალფონსო კუარონზე ილაპარაკა და გაიხსენა, როგორ იყო ჩამოსული Y tu mamá también თან ერთად ტიფზე, როდესაც მას არავინ იცნობდა, მაგრამ როგორ დააინტერესა ბევრი ადამიანი ისე, რომ ხშირად ეპატიჟებოდნენ ლანჩზე, საიდანაც ე. წ. doggy bag-ებით (კონტეინერი რესტორანიდან ნარჩენი საჭმლის წამოსაღებად) ბრუნდებოდა ჰოტელში, სადაც კარლოსთან ერთად ცხოვრობდაო. ნუ, ამ ინფორმაციიდან რა ნაწილია სანდო, ვინ იცის, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში არაფერი განსაკუთრებული "juicy" დეტალები არ გაუნდიათ.

სამწუხაროდ

შესავლის დამთავრებისთანავე დარბაზში შუქი ჩაქრა და სპონსორების ორიოდე რეკლამის მერე ფილმიც დაიწყო.
ხდება ხოლმე, რომ კარგ ფილმს ვუყურებ, მაგრამ "გასაცხელებლად" რაღაც გარკვეული პერიოდი მჭირდება - ან შინაარსით უნდა დავინტერესდე, ან პერსონაჟები შემიყვარდნენ/შემძულდნენ.... გრავიტაციის შემთხვევაში კი არავითარი შესავალი პერიოდი არაა საჭირო, რომ მთლიანად ჩაგითრიოს და "გშთანთქას" ფილმმა. ცხადია ამაში გარკვეულ და არც თუ ისე მცირე როლს, არაჩვეულებრივი ვიჟუალიც თამაშობს, მაგრამ მარტო ესეც არაა. კლუნის დიდი მოყვარული არა ვარ. თუ სწორად მახსოვს, ერთერთ თემაში ისიც კი დავწერე, რომ კლუნი თუ სადმე თამაშობს, იმ ფილმს სიამოვნებით ვერ ვუყურებ, ისეთი აუხსნელი და არაადექვატური ანტიპატია მაქვს მეთქი. გრავიტაციის დასაწყისში კი კოსმოსში ლაღად მოსრიალე კოვალსკის, ე.ი. კლუნის, რომ ვუყურებდი და მისი მსუბუქი იუმორით სავსე ძალდაუტანებელ საუბარს ვუსმენდი, ვერაფრით გავიხსენე რის გამო იყო, და ეჭვიც კი შემეპარა, რომ მართლა არ მიყვარდა ეს კაცი.
გრავიტაციაში უმცირესი დეტალებიც კი ულამაზესად არის დამუშავებული და ეს ჯერ კიდევ კატასტროფამდე იწყება. მაგალითად, შარიფი უკანა ფონზე ან ჭანჭის დაჭერა (ამაზე მთელ დარბაზს ძალაუნებური ოხვრა აღმოხდა). ცრემლი, ცეცხლი... მოკლედ, ყველაფერი!
მერე კი კატასტროფაც ხდება.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ამ წუთამდე ვფიქრობ და მინდა მეორედ ნახვისას დავუკვირდე რა მოხდებოდა სთოუნს რომ კოვალსკისთვის მაშინვე დაეჯერებინა, როდესაც ბრძანება მიიღო.
მოკლედ, ასეა თუ ისე, რუსების დამტვრეული სატელიტი ჯაჭვურ რეაქციას იწყებს და კოსმონავტებს უდიდესი სისწრაფით მფრინავი ნამსხვრევების ზღვა დაატყდებათ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს ნამსხვრევები ექსპლორერს ამტვრევენ, სადაც ეკიპაჟის ორი წევრი იღუპება, შარიფს კლავენ და სთოუნს და კოვალსკის კი ღია კოსმოსში თავბრუსდამხვევი ტრიალით უშვებენ. უფრო სწორად, მხოლოდ სთოუნს იმიტომ, რომ კოვალსი ამ დროს რას შვრება, ვერ ვხედავთ, მხოლოდ მისი იმედისმომცემი ხმა გვესმის.
ამის შემდეგ კი იწყება ბრძოლა გადარჩენისთვის.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დედამიწასთან კავშირის გარეშე დარჩენილი ეკიპაჟის ბოლო ორი წევრისთვის ერთადერთი შანსი ასი მილის მანძილზე მყოფი რუსული სადგურია, რომელიც ასევე დაზიანებულია სატელიტების ნამსხვრევების მიერ. მაგრამ საბოლოო დანიშნულება ეს არაა, რუსულ სადგურზე არ მოიძებნება დედამიწაზე დაბრუნების საშუალება, იქიდან ჩინურ სადგურზე უნდა გაემგზავრონ, საიდანაც დაბრუნებას შეძლებენ.
მაგრამ ეს იოლი გეგმა არაა, ასი მილი დიდი მანძილია და იქამდე მისვლაა საჭირო. მართალია კოვალსკის MMU უკეთია, მაგრამ კატასტროფამდე უკვე საკმაო რაოდენობის პროპელანტი დახარჯა, თანაც სულ ტყუილად

დროც შეზღუდულია - ჟანგბადი მალე დამთავრდება.
სთოუნის და კოვალსკის
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რუსული სადგურისკენ
ნელი სვლა ფილმის ერთერთი ყველაზე ლამაზი სცენების ნაკრები იყო და თან ამ დროის განმავლობაში დაძაბულობის ბილდ-აფიც ძალდაუტანებლად მოხდა. ხოლო ამ დროს ნელნელა დაგროვილი ემოცია მთელი ძალით გადმოინთხა იმ არაჩვეულებრივად ინტენსიურ და სუნთქვისშემკვრელ სცენებში, რომელმაც ფილმის მეორე მესამედი შეავსო.
მას შემდეგ კი, რაც
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კოვალსკი და სთოუნი რუსულ სადგურს უახლოვდებიან,
მოდის არამარტო დაძაბული სანახაობა, არამედ ძალიან ემოციური სცენებიც.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კოვალსკის თავგანწირვის სცენა დაწყებული ბაგირის ჩახსნიდან დამთავრებული იმ მომენტით, როდესაც ჯიუტად არ პასუხობს სთოუნს, რათა მისი გადარჩენის ცდის და უაზროდ თავის დაღუპვის საშუალება არ მისცეს, მხოლოდ ქვის გულიან ადამიანს დატოვებს აუღელვებლად. მაგრამ ის მომენტი, როდესაც კოვალსკი ბრუნდება და ამ სცენის კულმინაციამ მთელი გულმუცელი ამომიტრიალა. არადა, ვხვდებოდი, რაც ხდებოდა: როდესაც სთოუნი მარტო იყო, ყოველ ამოსუნთქვაზე ორთქლი ამოსდიოდა, მერე კი ეს ორთქლი გაქრა. ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ასეთი აშკარა შეცდომა იქნებოდა ამ უმცირეს დეტალებამდე გათვლილ ფილმში, ამიტომ ვიცოდი.. ვიცოდი, მაგრამ მაინც მინდოდა, რომ შემშლოდა... თუმცა, რომ შემშლოდა, გულისტკივილს გადავრჩებოდი, მაგრამ ფილმი ძალიან წააგებდა.
ოკ, ვიჟუალები რომ ფანტასტიური იყო, მეც ვთქვი და ბევრმა სხვამაც. მაგრამ, ძალიან მაინტერესებს ტექნიკურად რამდენად "სწორად" იყო ფილმი გადაღებული. მაგალითად, სანდრა ბალოკის ერთერთ ფილმში - net, აიპი მისამართს იწერს, რომელიც 255-ზე უფრო დიდი რიცხვით იწყება. ამერიკულ ფილმებში როდესაც ჭადრაკს თამაშობენ, საერთოდ არარსებულ სვლებს იგონებენ ხოლმე...
იმის თქმა მინდა, რომ საკმაოდ ხშირად უშვებენ შეცდომას, რომელსაც მხოლოდ იმ საგნის კარგად მცოდნე მიხვდება. ჰოდა, დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი კონსულტანტი ეყოლებოდათ, მაგრამ მაინც საინტერესო იქნებოდა გარეშე სპეციალისტების აზრი ტექნიკურად სწორ აღწერაზე.
ჰო, ერთი კლიშეზე გამეცინა

მე მგონი რასაც დავწერ დიდი სპოილერი არაა, მაგრამ მაინც ჩავსვამ ერთმაგ ტაგებში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რუსულ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სადგურზე
ჭადრაკის ფიგურა დაფრინავდა და ჩინურზე პინგპონგის ჩოგანი.
ბოლოს კი მხოლოდ ორიოდე სიტყვას მსახიობებზე, უფრო სწორად კი სანდრაზე ვიტყვი. მე პირადად ძალიან მიყვარს მისი სულელური კომედიები გასართობად, მაგრამ დრამატულ როლში დიდად ჯერ არ მომწონებია, მათ შორის არც ბლაინდ საიდში გავგიჟებულვარ. აქ კი ძალიან მომეწონა სანდრას თამაში და მისი ლამაზი და ძლიერი ტანიც (მე პირადად ასე დავინახე

) ძალიან მოუხდა პერსონაჟს.