გამიკვირდა ამ განყოფილებაში კეიტ ბლანშეტზე თემა რომ არაა გახსნილი
არადა იმსახურებს
ბოლობოლო ორგზის ოსკაროსანია
და თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობი ქალი

კეტრინ ელისა ბლანშეტი ბლანშეტი დაიბადა ავსტრალიაში, მელბურნში 1969 წელის 14 მაისს. მას მიღებული აქვს ორი კინომსახიობთა გილდიის ჯილდო, ორი ოქროს გლობუსი, სამი BAFTA-ს ჯილდო და ორი ოსკარი. არის ასევე თეატრის რეჟისორი. დაქორწინებულია ავსტრლიელ სცენარისტსა და რეჟისორ ენდრიუ აპტონზე, რომელთანაც ყავს 4 ვაჟი.
2005 წელს ოსკარი მიიღო ავიატორში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის
2013 წელს ოსკარი მიიღო ვუდი ალენის ფილმ სევდიან ჯასმინში შესრულებული მთავრი როლისთვის
ცნობილია ასევ ფილმებისთვის: ელისაბედი, ყავა და სიგარეტი, ბაბილონი, ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია
დეტალური ფილმოგრაფია და დამატებითი ბიოგრაფიული დეტალები იხილეთ აქ:
https://www.imdb.com/name/nm0000949/bio?ref_=nm_ov_bio_smპ.ს.
წელს ქეითი იქნება კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე, რასაც დარწმუნებული ვარ შესანიშნავად გაართმევს თავს.
აბა კინომანებო, გისმენთ
This post has been edited by qariana on 6 May 2018, 19:19