ვინ ადარებს?

დარქ ნაითის მარტო მუსიკა ჯობია მთელ ამ ფილმს.
ჰო, რაც შეეხება ფილმს. დღეს ვნახე.
პოსტში იქნება სპოილერებისაუნდტრეკები არ დამევასა, ეტყობა მარველს რო ციმერის ნაირი კომპოზიტორი არ ყავთ.
რაც კაი იყო მუსიკის მხრივ, 50-იანი წლების სიმღერები, რასაც უსმენდა კაპიტანი.
რაც შეეხება კრის ევანსს, ეს მსახიობი მევასება. (ადრე არ მევასებოდა

)
და ამიტომ არანირი პრეტენზია არ მაქვს მასთან, ვგულისხმობ სხვა მსახიობი ყოფილიყო მის ადგილზე და ა.შ.
დაკისრებულ მოვალეობას კარგად გაართვა თავი

რაც კარგი იყო, პესონაჟებს დატვირთვა მისცეს.
სამუელ ელ ჯექსონის პერსონაჟი, ფიური ასეთი დატვირთული არასდროს ყოფილა,
როგორც ზამთრის ჯარისკაცში. ასევე სულ კადრში იყო სკარლეტის პერსონაჟი.
აქ რა პრეტენზიაც მაქვს ფილმის შემქნელებთან არის შემდეგი:
შე კაი დედმამიშვილო, აჩვენე სკარლეტის ტრაკ-ძუძუ ახლო კადრით ხშირად, რაიყო.
ანდა ის ერთი კოცნა მაინც გამოაჩინე კარგად...... ნუ კაროჩე

ფალკონი მოუხდა როლს

ასევე, ტიტრების შემდეგ ულტრონის ხანაში რომ პერსონაჟები იქნებიან, ეგენიც საინტერესონი ჩანან.
ერთ-ერთ მათგანს უეჭველი მოუწევს ჰალკთან ბრძოლა ისე სოლიდურად გამოიყურებოდა.
რამაც გამიჩინა კითხვისნიშნები, იყო რამოდენიმე რამ, ორს გამოვყოფ:
1. რატომ არის მოტაცებული გემის ღუზა ჩაშვებული, მაშინ როდესაც ეს არის შილდის საკუთრება
და მასზე მისი ტანამშრომლები გყავს დატყვევებული, რომელთა ჩინი რიგითი ნამდვილად არ არის.
ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც იცი, რომ შილდის განკარგულებაში არის სუპერ ჯარისკაცი, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.
ეს სცილდება პერსონაჟების სიბეცეს და სცენარისტი/რეჟისორის მინუსია.
2. რატომ მაშინვე არ გამოგზავნეს დახმარება, როცა ფიურის თავს დაესხნენ.
ეს ადამიანი ერთ-ერთი ლიდერი იყო შილდის, ხოლო ბრძოლის სცენა კაი ხანი გრძელდებოდა კადრშიც,
ხოლო რეალობაში თუ ავიღებთ უფრო დიდხანს გასტანდა. ამ დროს კი არავინ დახმარებია მას.
რახან ექშენი ვახსენე, აქვე დავძენ, რომ ამის ნაკლებობა ფილმში საერთოდ არ იგრძნობა.
თითქმის მთელი ფილმი არის მსუბუქი თუ ფართომაშტაბიანი ბრძოლის სცენები.
რაც ძალიან კარგად არის გაკეთებული, ისე, რომ მოწყენის საშუალებას არ გაძლევს.
იქნება ეს მანქანების შეტაკება, აფეთქება, სროლები, ხომალდებით ბრძოლა თუ ხელჩართული ორთაბრძოლები.
მინდა გამოვყო ხელჩართული ორთაბრძოლები, განსაკუთრებით ბოლო, ზამთრის ჯარისკაცსა და კაპიტან ამერიკას შორის,
რომელიც ძალიან მაგარი იყო. ნაკანეცტა კაპიტნის ფარს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა არ მიანიჭეს და თავდაცვით სსაშუალებად იყენებს ინტენსიური დაცხრილვისას. რაც სულ მაღიზიანებდა კომისებსა თუ წინა ეკრანიზაციებში, იყო, რომ ფარს გარდა დაუცველ სხეულზე არ ხვდებოდა ტყვია, არ უმიზნებდნენ. ეს აქ აღმოიფხვრა და ფრიად გასწორებულში დავრჩი.
მაგრად მომეწონა სცენა, როცა კაპიტანი საკუთარი სახელობის მუზეუმში მიდის.

ჩემი ფავორიტია ეს სცენა მთელს ფილმში. მარტო ამის გამო ღირდა წასვლად.
ღადაობა ეხა: მუზეუმში, ეკრანზე აჩვენებენ ძველ კადრებს და ერთ-ერთი არის კარტერის ინტერვიუ.
მერე მიდის სტივი კარტერთან, რომელიც გვარიანი ბებერია უკვე. ჰოდა თოკომ გაჩითა, ეს ქალიც მუზეუმშიაო?

[იქ უნდა ყოფილიყავით]
მაგრად მომეწონა ზამთრის ჯარისკაცი. მისმა ისტორიამ ცოტა ნიხვატკაში დამტოვა,
უფრო რომ გაეშალათ კარგი იქნებოდა. მისი თითოეული მოძრაობა, მიმიკა, კოსტუმი ....
ვოფშემ სუპერ!!!
თან პერსონაჟის სიტორია დრამატულია, რაც ერთიორად საინტერესოა.
ვობშემ ევრი ვწერე.

მართლა ყველაზე კარგი ფილმია რაც მარველს აქამდე გადაუღია.
ერთი წუთით არ მინანია კინოში წასვლა.
ვოჩმენი/მენ ოფ სტილი/ტარქ ნაითის ტრილოგიის შემდეგ ამას დავაყენებდი საუკეთესო კომიქსების ადაპტირებულ ფილმად.