შიში და სიძულვილი უოლ სტრიტზე
ავტორი: ბაჩო ოდიშარია
აირჩიეთ სამუშაო. აირჩიეთ ოჯახი. გაყნოსეთ კოკაინის ხაზი. მოაწყვეთ ორგია თვითმფრინავში. თქვით fuck ხუთასექვსჯერ. მიყიდეთ კალამი პირველივე შემხვედრს. შეუდეთ მარგო რობის გლანდებამდე. 11 წამით. მიირთვით 26 ათას დოლარიანი ლანჩი. გადაყლაპეთ ოქროს თევზი. დაამტვრიეთ ფერარი. ესროლეთ ჯუჯა სამიზნეს. გააკეთეთ ყველაფერი ზემოთხსენებული? კარგი, თქვენ უკვე მზად ხართ უყუროთ ”უოლ სტრიტის მგელს” – სამ სათიანი მარათონი დეტალურ მომზადებას საჭიროებს.
პირველი ასოციაცია, რომელსაც ფილმის ნახვის დროს მოგაწვდით გონება, იქნება ფიქრი იმის შესახებ, რომ სარკის მეორე მხარეს მოხვდით, სადაც ჯეი გეთსბის ბოროტი ტყუპისცალი ყავს. ამოყირავებულ ვერსიაში გეთსბი მეძავის ძუძუებიდან იყნოსავს კოკაინს, ტრაკში იკეთებს ანთებულ სანთელს და ტყნავს ყველაფერს, რაც წააგავს ქალს და ბედავს, რომ იმოძრაოს. თუ ამ ღირსეული პიროვნების წვეულებაზე ის ერთადერთი, ნამდვილი სიყვარული შემოივლის, ის მასაც #####ავს. სოციალური კომენტარი მარტინ სკორსეზესგან: გეთსბი გამოიგონა ფიცჯერალდმა, ბელფორტი გამოიგონა ბელფორტმა. თუმცა “უოლ სტრიტის მგელი” მხოლოდ კომედიური ფეერია და გეთსბის მედლის მეორე მხარე არაა, ის აგრეთვე ძვირადღირებული ზოოპარკია უფროსებისთვის. ბამბის ნაყინის, ხელჩაკიდებული ცოლ-შვილის და საყვარელი ლემურების გარეშე – აქ ყველაფერი სამართლიანადაა, მხოლოდ ადამიანები, ბუნებრივ გარემოში. მოკლედ, ცივილიზაცია. ძვირფასი კოსტიუმები და ყოვლისშემძლე დოლარი, ცოტათიც არ იძლევა ცხოველზე აღმატებულ სტატუსს.
ფილმის ყურებისას ახარხარებული დარბაზი, სადაც ეკრანზე ახლახანს აჩვენეს მორიგი ამორალური ქმედება, პირდაპირპროპორციულია ტურისტების, რომლებიც გალიის წინ მაიმუნებზე იცინიან. სოციალური კომენტარი მარტინ სკორსეზესგან: ”თქვენ ახლა საკუთარ თავზე იცინით”. დამატებითი კომენტარი მარტინ სკორსეზესგან: ”ვინც ცხოველს ემსგავსება, თავისუფლდება ადამიანად ყოფნის ტკივილისგან”.
ამერიკაში და არა მხოლოდ, ყოველთვის რომანტიზირებული იყო და სიმპათიებს იწვევდა ანტიგმირების საზოგადოეაში გამოჩენა. ხალხს უყვარს განგსტერები, ბანკის მძარცველები მათ უნდათ, რომ გავდნენ ჯესი ჯეიმსს, ჯონ დილინჯერს, რადგან ისინი ლეგენდებად წარმოჩინდებიან. ახლა კი ხახლი ბროკერობას დაუწყებს იგივე თვალით ყურებას. თაობა, რომელიც გაიზრდება ”უოლ სტრიტის მგელზე” იოცნებებს ისეთ ცხოვრებაზე, როგორიც ფასიან ქაღალდებთან მომუშავე პირებს აქვთ. ისინი დაიწყებენ ფილმის ფრაზების ციტირებას და არავინ დაუკვირდება იმას, თუ რაზე დგას ის იდილიური მხიარულება, რომელიც ეკრანიდან მოედინება. სოციალური კომენტარი მარტინ სკორსეზესგან: ყველას ფეხებზე კიდია შენ თუ კანონმორჩილი გმირი ხარ, რომელიც ბოროტმოქმედებს ციხეში უკრავს თავს, ხალხს ყოველთვის ის დააინტერესებს და ის ენდომება იყოს, ვინც ძარცვავს და სწორედ მას დაუძახებს ლეგენდას.
მორჩა, საკმარისია სოციალური კომენტარები, მორალურობა, ამორალურობა – ###ზეც. როგორც ყველა კაგრი ფილმი, ”უოლ სტრიტის მგელი” კი არ გვიყვება, არამედ გვიჩვენებს. მოსაწყენი ”ამერიკული ოცნება მოკვდა” რიტორიკა და კადრის სტრუქტურა, სადაც მდიდარი ამორალების გართობას, მათი ღარიბი მსხვერპლის აუტანელი არსებობის კადრები ცვლის, ამ სურათში არ მოიძებნება. დრამა მხოლოდ ფარდის დაშვების წინ და ძალიან მცირე დოზით ჩანს, იმიტომ, რომ ყველა მცდელობა, ცოტატი მაინც გაამუქო ფერთა პალიტრა ფილმში, იქნება ძალიან ხელოვნური. ყველაზე სევდიანი (და ამასთან ყველაზე სასაცილო) სცენები ხომ უკვე ნაჩვენებია. თან იმაზე დამთრგუნველ სცენა, როდესაც კაიფისგან გამოდებილებული ბელფორტი თავის ძვირადღირებული მანქანისკენ აწყობს ლაშქრობას, ისედაც არავის მოაფიქრდება.
ფილმის ნახვის შემდეგ ჰაერზე გასვლა, იგივეა საუნიდან თოვლიან ყინვაში გამოხვიდე. თან თავში მხოლოდ ის გიტრიალებს, რომ ეს ყველაფერი არა ახალგაზრდა ცინიკურმა ხულიგანმა, არამედ მოხუცმა კაცმა გადაიღო. როგორ იმყოფება სკორსეზე ასეთ კარგ ფორმაში? რას მიირთმევს საუზმეზე? რომელ სტეროიდებს იღებს? რა ჟანრის პორნოზე მასტურბირებს? და ეს ოხერი, მალე დაიწყოს ამ ყველაფრის სხვებისათვის გაზიარება – ახალგაზრდა თაობას ესაჭიროება ჯანსაღი აღზრდა.
შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჩვენ წინ აფეთქდა დიდი ხნის წინ დანაღმული ბომბი, რომელიც პარტიზანული შემართებით მოიყვანეს მოქმედებაში. კიდევ იქმნება იმის შთაბეჭდილება, რომ დიკაპრიო სკორსეზესთან 15 წლიანი თანამშრომლობის მანძილზე, ემზადებოდა დიპლომირებული სკორსეზელის სტატუსის მისაღებად, ახლა კი, მასწავლებელმა მას გამოსაშვები საღამო მოუწყო მასშტაბური ფოიერვერკებით, ძვირადღირებული ბოზებით და ”ოსკარის” ნომინაციით.
დიკაპრიო ჯორდან ბელფორტის როლში თამაშობს როგორც ღმერთი. იმხელა მონდომებით და ენერგიით, თითქოს ეს მისი უკანასკნელი როლი იყოს. ბელფორტი მან შექმნა იმნდენად რეალისტური და ცოცხალი პერსონაჟი, რომ მის შემხედვარე, ძალიან ძნელია დაიჯერო, რომ ნამდვილი ჯორდან ბელფორტი სულ სხვანაირად გამოიყურება, სულ სხვანაირად ლაპარაკობს და საერთოდ, სულ სხვა პიროვნებაა. დიკაპრიოს პერფორმანსი არის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული და ალბათ საუკეთესო ანტიგმირის ილუსტრაცია კინემატოგრაფში. მისი აღვირახსნილობა და ამორალურობა ყველაფერში აისახება: სახის გამომეტყველებაში, გამოხედვაში, ჟესტებში, ნერვულ წიკებში, ღიმილში და რა თქმა უნდა საუბარსა და ქმედებებში.
რომ დაგვჭირდეს ფილმის კონკრეტულ ჟანრულ კატეგორიაში გამიჯვნა, ალბათ ყველაზე შესაფერისი ექშენი იქნება. არა, ექშენ სცენები ფილმში არაა, მაგრამ აქ არის ვერბალური ექშენი. ფილმში იმდენი დოზით დრაივია, რამდენიცაა ”ევენჯერების” საფინალო ორთაბრძოლაში. პირველი კადრიდან ბოლომდე, თითქოს ტრაკში ადრენალინის კლიზმა გაგიკეთეს, მოდუნების საშუალება არ გეძლევა და რაც მთავარია ფილმი ტემპს წამითაც არ აგდებს. და ეს 3 საათიანი ქრონომეტრაჟის გათვალისწინებით. მაგრამ ეს სამი საათი, იყურება როგორც ერთი.
თუ მეხსიერება არ მღალატობს, დიკაპრიო უკვე მეოთხედ თამაშობს სკორსეზეს ფილმში ფსიქიკურად გაუწონასწორებელ პერსონაჟს: ეპიკურ “ავიატორში”, ბრწყინვალე “The Departed”-ში, საოცრად ჩამთრევ “Shutter Island”-ში და ახლა უკვე საკულტო კლასიკად განწირულ ”უოლ სტრიტის მგელში”. რაღაც განაკუთრებულს ხედავს სკორსეზე მასში. ალბათ დედა#####ულად მაგარ მსახიობს. და ეს რომ ვერ დაინახო ”უოლს სტრიტის მგელში”, ორივე თვალით და მესამეთიც ბრმა უნდა იყო. ”ოსკარის” და მისი ურთიერთდამოკიდებულება უკვე დიდიხანია დრამიდან კომედიად გადაიქცა. წელს კი ერთი პროცენტიც არ არსებობს იმის ალბათობა, რომ აკადემიის წევრებმა დიკაპრიოს ამ პერსონაჟისთვის მიაგონ პატივი. თუმცა არც მაკონაჰის ტრიუმფი იქნება ნაკლებ დამსახურებული. ეს უკანასკნელი ხომ ასეთი საოცარი აფერისტი აღმოჩნდა. ჰეიმ-ჰმმ-ჰმ-ოო-მმჰ-მმმჰ-ჰმ!
ამ მშვენიერი მოტივის ფონზე, კიდევ ერთხელ მოვავლოთ თვალი ჩვენ უოლ სტრიტ სავანეს: აქ მისტიური ღმერთი არ წყვეტს პრობლემებს, აქ საკუთარ პრობლემებს ფულით ებრძვიან და სწორედ ფული აქცევს ადამიანს უკეთეს პიროვნებად. ერთ მომენტში ქარიზმატული განმანათლებელი ჯორდან ბელფორტი ამბობს, რომ ”სტრეტონ ოკმონდი” ამერიკაა. ”უოლ სტრიტის მგელი” არ ქმნის და არც იწონებს კორუფციულ კულტურას და ცხოვრების წესს, რომელსაც ის ასახავს, მას უბრალოდ ჩრდილიდან გამოჰყავს ის, რათა ყველას დაანახოს. თუ ფილმი შთააგონებს ხალხს, რომ აიღონ მაგალითი ბელფორტისგან, ამაში დამნაშავე არა ფილმი, არამედ ქვეყანა და კულტურაა, რომელიც შექმნის ადამიანებს ისეთ ხარბს და გარყვნილს, რომ ისინი, დაინახავენ ბელფორტს როგორც მისაბაძ მაგალითს. პრობლემა ის კი არაა, რომ ”უოლ სტრიტის მგელის” თავაშვებულობა და გარყვნილება მაცდუნებლად გამოიყურება, საქმე იმაშია, რომ ის რეალურად მაცდურია. პრობლემა სამყაროშია, რომელსაც ფილმი ასახავს. და რაც ყველაზე მთავარია, დამახინჯებულ კვაზი რელიგიურ ფილოსოფიაში, რომელიც მას კვებავს.
ასე და ამგვარად, ამერიკული ოცნება რკინის ყვერებს ისწორებს, აქციების ფასები იმატებს, მარტოხელა მგელი კი ჩამავალი მზის ფონზე ეფარება თვალს. ისღა დარჩენია ეკრანზე ლამაზი, მორალისტური სიტყვები გამოჩნდეს, რომელიც ყველას ცხოვრებისეულ კრედოდ გადაიქცევა.
კეთილდღეობა და ფული უმთავრესია და არ დაგავიწყდეთ, ანძრიეთ დღეში მინიმუმ ორჯერ.