FixYouსილამაზე რო არ იცოდეს რა არის,არ ეტყოდა იმ დეფორმირებულ კაცს ლამაზი ხელები გაქვსო.პახოდუ თუ არ იცოდა რომ ლამაზი სახე და სხეული ჰქონდა,კაცების დაკერვას რანაირად დაიწყებდა.
ჩემი აზრით,გაცნობის კი არა სიბრალულის გამო უშვებს და სწორედ შეცოდება იყო პირველი ადამიანური გამოვლინება.გაცნობის ინტერესი ავტობუსში უფრო ჩანს,კარგა ხანი რო არ პასუხობს იმ კაცს და ბოლოს რომ დათანხმდება დახმარებაზე
მოკლედ ორიგინალური,საინტერესო,უცნაური,კარგი და განხორციელებული ჩანაფიქრია რაც მთავარია
არაადამიანის გაადამიანურების ამაო ცდა...ეჰჰჰ.ჯერ Artificial Intelligence-ის დევიდიც ხომ მაგ ამბავს გადაჰყვა,ახლა სკარლეტა
ეს ბაიკერი პაძელნიკობასთან ერთად,თან რაღაც დამკვირვებლის პონტშიც იყო

აკვირდებოდა ეტყობა რამე უცხოპლანეტური არ გაპარვოდათ,ადამიანებს ეჭვი რომ არ შეპარვოდათ
შიში,სიბრალული,ბუნებისადმი სიყვარული,ხელოვნური ლტოლვა სულიერი და ფიზიკური კავშირისადმი,დაუძლეველი,მაგრამ განუხორციელებელი ინტერესები და შინაგანი დედამიწისეული კომფორტი,რაღაა იმისთვის საჭირო რომ ''უარაფერო არსებას'' ადამიანობა არ მოგინდეს?!მე რომ უცხოპლანეტელი ვიყო მეც კი მომინდებოდა ადამიანობა
უგრძნობ მტაცებელს მგრძნობიარობა მსხვერპლად აქცევს © zeppelnick
რაც შეეხება ოპერატურას,რა კადრები იფ იფ...
რა ბუნების ხედები...
რა ფერები...
რა გადასვლები...
რა ზუსტი შესაბამისობა ვიზუალსა და მუსიკას შორის...
ძალიან დახვეწილი ნამუშევარია