ძალიან კარგი ფილმი გამოდგა ნებრასკა...
მსახიობები, სცენარი, დიალოგები, მუსიკა, ფილმის სათქმელი... ყველაფერი სხვა დონეა.
ნაღდი, ადამიანური კინო. უფერულობასა უძრაობაში ჩატეული ჭრელი ემოციური 2 საათი.
მშობლებისა და შვილების თაობებს შორის გადებული ხიდის სისუსტე-სიმაგრის მარადიული თემა.
სიბერის სევდა და შვილის მიერ მშობლის თვალებში დანახული საკუთარი წარსულიცა და მომავალიც.
მთელი ცხოვრების მანძილზე ვერგანხორციელებული საქმეებით და ოცნებებით გამოწვეული ილუზორული "ბოლო ბანაობა",
როგორც რეალობის პროტესტი და ოცნების არმქონე შავ-თეთრი საზოგადოების პროვოცირება ნიღბის ჩამოსაძრობად.
გზის დაწყება არსაიდან და დაბოლოება არაფრით _ როგორც ცხოვრების უნივერსალური მიკრო მარშტრუტი.
მოკლედ, მთელი ცხოვრება ერთ სურათში.
შესაბამის მაყურებელს გულგრილს არ დატოვებს ეს ფილმი.
ესაა კარგი კინო, რაც დღეს დაწაფებამდე ცოტაა.
უმაღლესი შეფასება ჩემგან