Looking for Erichttp://www.imdb.com/title/tt1242545/
დღეს გავიგე რა არის კენ ლუჩი! კესს არ მოუტანია ასე და იმ პატარა, ლამაზ ნოველას როგორც ამან!
ბარსელონას ფანმაც კი გულგრილად ვერ ჩავუარე ფილმს, მიუხედავად იმისა,
რომ ჩემთვის ერთ-ერთი საძულველი მატჩი გამახსენა [მანჩესტერი 1-0 ბარსელონა].
ჟანრში უწერია კომედია, მაგრამ მთლიანად ისე განვიცადე,
როგორც დრამა.
ეს არის ისტორია კაცზე, რომელსაც არ წაუვიდა ცხოვრება ისე, როგორც სურდა.
კაცზე, რომელიც დანებდა. მაგრამ იმ ადამიანის იდეით ცხოვრობდა, რომელიც არასოდეს ნებდებოდა.
შურდა მისი, რადგან იდეალივით იდეალური არ აღმოჩნდა და ცხოვრებამ გატეხა.
კაცზე, რომელიც შვილის თვალშიც კი არავინ იყო, ხელიც კი აღმართა მასზე [უფრო სწორად იარაღი].
არეულ ცხოვრებას ფეხბურთით იქარვებდა, ელაპარაკებოდა ერიკ კანტონას პოსტერს,
და ბოლოს ბედნიერება მაშინ განიცადა, როდესაც კანტონამ გოლი გაიტანა.
უეცრად კი მის წინ კანტონა ჩნდება, მის ოთახში. ეს რა თქმა უნდა ერიკის (მთავარი გმირის) ქვეცნობიერი იყო,
მაგრამ სწორედ ქვეცნობიერი კანტონას სახით ეხამრება დაძლიოს პრობლემები.
ამოათრიოს შვილი წუმპედან, შეურიგდეს სიყვარულს და შეიყვაროს, დაიჯეროს მეგობების.
მეგობრების, რომლების ერთგულებაში ეჭვი ეპარებოდა. იყო ერთი ძალიან მაგარი დიალოგი,
როდესაც კანტონას ეწუწუნებოდა, რომ მას ყველაფერი ჰქონდა, თვითონ კი არაფერი, და მეგობრებიც ახსენა.
იქ კი კანტონამ უთხრა: - შენ გგონია მე შენზე უკეთესი მეგობრები მყავს?
ცალკე მინდა გამოვყო ერთი დიალოგი:
- ზოგჯერ ჩვენ გვავიწყდებოდა რომ შენც ჩვეულებრივი ადამიანი იყავი, რომ შენ გამხნევება გჭირდებოდა
- მე ადამიანი არ ვარ. მე ერიკ კანტონა ვარ.

ერიკ კანტონა მართლა უბრალო მოკვდავზე მეტია
და არა მარტო ის, ყველა მისნაირი დიდებული ფეხბურთელი,
ვინც გულშემატკივრებს სითბოს საკუთარი ჯიგრიანი თამაშით უფასებდა.
ეს არ არის მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედის ფანსა და მის ლეგენდაზე.
ეს ერთ-ერთი მაგალითია მის ერთ-ერთი ჯიგარი კაცის ფანის ცხოვრებაზე.
თუმცა ერიკისნაირი ადამიანები მრავლად იქნებიან სამყაროში.
შეიძლება ყველა არის პოტენციური ერიკი, ვისაც ფეხბურთი უყვარს
და ვისაც საკუთარი მწვანე მინდვრის კანტონა ჰყავს.
ასეთი ორიგინალური და ემოციური დასასრული თავის ეპილოგიანად,
ბოლოს როდის ვნახე არ მახსოვს.
დაახლოებით იგივე გრძნობა დამიტოვა ბლოუაფის დასასრულმა თავის დროზე,
მაგრამ ამაზე საუბარი სხვაგან გადმაგდებს.
ბევრი მაგარი სცენაა, რომელთა ცალკე გამოყოფა გამიჭირდება.
კარგად ვერ ვაყალიბებ სათქმელს, ეხა მოვრჩი და ჯერ კიდევ ემოციებში ვარ.
ასე ფილმით მართლა დიდი ხანია არ მისიამოვნია.
ooh, ahh Cantona! This post has been edited by Travis_Henderson on 6 Apr 2014, 23:28