მეგობრებო, კინოში ხმის ჩაწერასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, ისე უბრალოდ, ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე და იქნებ ვინმემ ზუსტად მითხრათ პასუხი.
მოკლედ რა მაინტერესებს, ხშირად ვხედავთ ხოლმე რომ რაღაც სცენის გადაღებისას ხმის ოპერატორს (ან რასაც ეძახიან, არ ვიცი ზუსტად) მსახიობებთან ახლოს უჭირავს მიკროფონი (ოღონდ ისე რომ კადრში არ ჩანდეს, რათქმაუნდა

) . ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ეს მიკროფონი იწერს მსახიობების საუბარს და ზოგადად სხვა დანარჩენ ხმებსაც (ნაბიჯების ხმა და ა.შ.). ხო და შემდეგ როგორც ვიცით ფილმის დუბლირებისას, მაგ. რუსულ ენაზე, მსახიობების ხმა მთლიანად შეცვლილია დუბლირებულ ენაზე, მაგრამ დანარჩენი ხმები რათქმაუნდა ჩვეულებრივად ისმის.
ხო და ლოგიკურად მე ასე წარმომიდგენია, რომ ცალკე ხდება დიალოგების ჩაწერა და ცალკე სხვა დანარჩენი ხმების, ხო და რა აზრი აქვს პირდაპირ დუბლის გადაღებისას მიკროფონის მიტანას, ის საუბრები და სხვა ხმები ხომ მაინც ცალკე ჩაიწერება, არა? ანუ ყველა ვარიანტში ცალ-ცალკე არ უნდა ჩაიწეროს დიალოგი და დანარჩენი ხმები, რომ მერე დუბლირებისას დიალოგები შეცვალონ?