პარანორმალური მოვლენების" მეოთხე ნაწილის გამოსვლის შემდეგ THR.ru-ს რედაქციამ დაურეკა სპეციალისტს, რათა მასთან ერთად განეხილა ფრანშიზას და თვით ჟანრის მომავალი.
THR: როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს "პარანორმალურ მოვლენათა" პოპულარობის საიდუმლო?
კრისტოფერ ჩაკონი: ჩემის აზრით, ამ ფენომენს რამოდენიმე ახსნა გააჩნია. პირველი, რა თქმა უნდა, თვით ფილმის გადაღების ფორმაში მდგომარეობს. ფილმები ისეა გადაღებული, თითქოსდა სახლში გადაღებულ ვიდეოს უყურებდეთ. ის ძალზედ რეალისტურად გამოიყურება. მე ვფიქრობ, რომ მსგავსი მეთოდი აიძულებს აუდიტორიას ეკრანზე გადატანილი მოვლენა აღიქვას რეალობად, და ეს მას ძალზედ აშინებს. ხოლო მეორე ფაქტორი არის თვით თემა. პარანორმალური და ზებუნებრივი - ეს არის ის, რაც მთელს მსოფლიოში აინტერესებთ. მოჩვენებები, სულები, უცხოპლანეტელები და სიცოცხლის სხვა კოსმიური ფორმები უკვე მოძველდა - მაყურებელს სიახლე სჭირდება. კიდევ სცენარისტებმა შესძლეს შეეთხზათ საინტერესო ისტორია ყოველი ფილმისთვის.
THR: არის თუ არა სიმართლის მარცვლები ამ ფილმებში, თუ ეს მაინც ადამიანის გამონაგონია?
ჩაკონი: გაგაწბილებთ, მაგრამ ეს ყველაფერი გამონაგონია (იცინის). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი სიტუაცია, რომელიც ფილმშია ნაჩვენები, ძალზედ წააგავს რეალურ მოვლენას, რომელსაც მე ჩემი გამოკვლევების დროს ვაკვირდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იგონებენ ისტორიებს - რაღაც მაინც რეალობიდან არის აღებული. სინამდვილეში, პრაქტიკულად შეუძლებელია ერთ ადგილზე სხვადასხვა პარანორმალური მოვლენა იხილო: ჩემს პრაქტიკაში ეს სულ რამოდენიმეჯერ მოხდა, ერთხელ, სხვათა შორის, რუსეთში. თქვენთან ძალზედ ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც ყველაფერ ამისა სჯერა - კონტაქტები უცხოპლანეტელებთან, აბდუქციები, პოლტერგეისტზე ნადირობა. ერთ-ერთი საქმე, რომელზეც მე აქ ვმუშაობდი იყო ოჯახური წყვილი და მიცვალებულები, მაგრამ, მოდი, ახლა ამ თემას არ ჩავუღრმავდები.
THR: დღეს მთელს მსოფლიოში მრავალი ფილმი გამოდის ე. წ. "ნაპოვნი" ან "ნამდვილი ვიდეოჩანაწერის" სტილში. რას ფიქრობთ ამ ჟანრის მომავალზე?
ჩაკონი: ნამდვილად, ეს ძალზედ კარგი შეკითხვაა! ძნელია იწინასწარმეტყველო, დაიღლებიან თუ არა მაყურებლები, მაგრამ კინოინდუსტრიაში ყველაფერი თავისებურად ვითარდება - ადამიანები თუ შეწყვეტენ ამგვარი ფილმების ყურებას, ჰოლივუდიც შეწყვეტს მსგავსი ჟანრის სურათების გადაღებას, შემდეგ კი მათ მიმართ კვლავ ჩნდება ინტრესი. ადამიანებს სიამოვნებთ, როცა მათ აშინებენ. და "ნამდვილი ვიდეოჩანაწერებიც" ზედმიწევნით კარგად უთავსდება ამ გარემოებას - ეს არის კარგი შესაძლებლობა მცირე ხარჯებით გადაიღო საინტერესო ისტორია, ასევე თავი დაამახსოვრო მაყურებელს. სანამ მაყურებლებს სურთ, რომ მათ აშინებდნენ, ეს ყველაფერი სიცოცხლისუნარიანი იქნება.
THR: როგორ მუშაობენ "პარანორმალური კონსულტანტები" ჰოლივუდში?
ჩაკონი: ჩვეულებრივ პროდიუსერები მოდიან ჩემთან და მთხოვენ რაიმე საქმის ექსპერტიაზს. ეს არის ყველაფერი. მაგალითად, ვიღასაც უნდა გაუშვას ფილმი ეგზორციზმის შესახებ - ის მოდის ჩემთან, მე შემიძლია დავუსახელო მას ზებუნებრივ ძალთა განდევნის ასამდე შემთხვევა და დეტალურად ავუხსნა, რა და როგორ. არსებითად, მე მათ ვაძლევ ყველა ფაქტებს, ისინი კი თხზავენ ამ ფაქტებზე დაფუძნებულ ისტორიას.

THR: არასოდეს გიფიქრიათ შეგექმნათ საკუთარი სარეჯისორო პროექტი "პარანორმალური მოვლენების" სულისკვეთებით? თქვენ უდიდესი პროფესიული გამოცდილება გაგაჩნიათ და კინოხელოვნებისგანაც შორს როდი დგეხართ...
ჩაკონი: ეს საინტერესო იქნებოდა, რადგან ჩემი ჩვეულებრივი სამუშაო არც ისე სახალისოა! აი, მაგალითად, ახლა მე თქვენ გესაუბრებით ერთი უცნაური სახლიდან, რომლის შემოწმებაც მთხოვეს. აქ ისმის ცნაური ხმები და მუდმივად სინათლე ანთია - ამ ადგილს, სადაც ეს სახლია აშენებული, რაღაც სჭირს. მე აქ ერთი კვირა დავრჩი, რომ გამერკვია თუ რა ხდება. და ეს კიდევ არაფერი, ზოგჯერ ეგზორციზმთან მიწევს შეჯახება: წარმოიდგინეთ, ერთხელ ადამიანმა მოინდომა საკუთარი მკერდის გადახსნა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ შეპყრობილია დემონით! ვერ წარმოიდგენთ, რაოდენ საშინელი რამ შეიძლება ზოგჯერ ნახო. ასე, რომ ფილმის გაკეთება ნამდვილად უფრო სახალისო საქმეა (იცინის).
This post has been edited by misha20123 on 7 Oct 2014, 18:20