რაცხა მშრალი ფილმი გამოუვიდა, ჩვენს ჯიმიკიას

ეს ზანგი ადრე ნაყინებს მაინც ყიდდა, ბურდღუნებდა ფრანგულად მიუხედავად იმისა, ესმოდათ თუ არა სხვებს. აქ ხელოვნურად მკვდარია და დამუნჯებული.
მერე ის ფრაზა რად ღირს: I used my imagination

ოთახში, რომ აღმოჩნდება უცებ, ეგ მართლა კარგია. მაგრამ ამის დამატება რა საჭირო იყო? აი იგივეა, ტორტს შაქარი რომ მოაყარო

დიშოვად ჟღერს, ჩემი აზრით. ბარემ დაემატებინა, სილამაზე გადაარჩენს სამყაროსო, ან რამე ეგეთი

საქმე იმაშია, რომ ადრე ჯარმუშს არც ფუფუნება ჰქონდა იმის და არც პრეტენზია ესეთი "დახვეწილი" ნიუანსები ჩაექსოვა თავის ფილმებში, და შესაბამისად უფრო ალალი და გულშიჩამოწვდომი იყო

. აბა წარმოგიდგენიათ ჯონ ლური ან ტომ ვეიტსი ტაი-ჩის სუთქვის ვარჯიშებს აკეთებდნენ ლიფტში ან სულაც ბენინი, ტიტველ გოგოს, რომ უთხრას - საქმეზე რომ ვარ სექსი არ მაინტერესებსო

ტექნიკურად რომ სრულყოფილია და ჯარმუშმა რომ თავის საქმე იცის, მაგას რა თქმა ინდა. ერთი მართლა ლამაზი კადრია თავიდან - ორი მომღიმარე გოგო რომ საუბრობს აეროპორტში, ერთმანეთის ბრილიანტებს რომ ათვალიერებენ.
ერთადერთი სიმპატია ფილმის "ანტი-გმირის" მიმართ თუ გამიჩნდა. ერთადერთი მაშინ გამეღიმა, მიურეი რომ თავის პარიკს მაგიდაზე თავის ქალას ჩამოაცვამს და გაუღიმებს საყვარლად

მერე კი ეკითხება ამ ტიპს რას მიედ-მოედები, იდიოტები ხართ შენ და ყველა შენნაირი - თვითონ არ იცით რა გინდათო, და მიაგინებს სანამ მიახრჩობენ.
მაგრამ ყველაზე ნათელი და დასამახსოვრებელი ჩემთვის ამ ფილმში პას დე ლა ჰუერტას ძუძუების ასიმეტრია იყო

ვინ იცის, შეიძლება, ჯარმუშმა თვითონ აუქაჩა-დაუქაჩა, პარალელი რომ გაევლო კუბისტურ ნახატებზე, მუზეუმში რომ აკვირდება ეს ტიპი თევზის თვალებით. შეიძლება, ამ გოგოს ბუნებრივი დეფექტია

ეჰ, მერე რა დეფექტი..