უსინდისოდ კარგი ფილმია
და საერთოდ ეს ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა და იმედია სხვა რეჟისორებიც მიბაძავენ.
ყველაფერი ისე ბუნებრივია ფილმში,ვერც იფიქრებ რომ ფილმს უყურებ, აი გეგონება ვიღაცების ცხოვრებაში იპარები და თვალს ადევნებ.
ჰო და ითან ჰოუკის მომენტები ყველაზე კარგი იყო. საერთოდ ყველა რამაგრა თამაშობს. ერთადერთი სამანტა არ მომეწონა. კიარადა თავიდანვე ცუდად განვეწყვე (ზედმეტად შავგვრემანია და ქერა, ცისფერთვალება მშობლებს ეგეთი შვილი ვერანაირად ეყოლებოდათ, რის გამოც მეგონა ვინმე შავგვრემანი ტიპი გამოხტებოდა ბიოლოგიური მამა

)
მოკლედ ეს ფილმი რომ ყოფილიყო 1 წელში გადაღებული იქნებოდა ერთი ჩვეულებრივი ფილმი, მაგრამ ეს 12 წელი არაჩვეულებრივს ხდის. ყველაზე მაგარი ის იყო, მაგ ბიჭის ბავშვობას რომ თავი დავანებოთ, ვინც დაახლოებით მაგ ასაკისაა ყველას თავისი ბავშვობა და მოზარდობა გაახსენდებოდა, ეს წლები დამახასიათებელი თავისებურებებით; იქ ბრიტნი სპირსი, იქ ჰარი პოტერი, ჰსმ, თვაილაითი (კიდევ კაი ამ უკანასკნელის გადაკლული ფანის ნაცვლად სხვანაირი ტიპის გოგო გამოაჩინეს ;დ;დ)
კი ვერ ვიტან რომ ამბობენ ცხოვრებისეული ფილმიაო, მაგრამ რა ვქნა, ამ ფილმზე მართლა ეგრე გამოდის
მაყურებლის თვალწინ იზრდება ეს ბავშვი, ის ბავშვი, ბერდება დედა, მამა ვერ ბერდება და მაგიტო ალბათ ულვაშით ცდილობენ დააბერონ. (ითანი მელა)
ის კენჭის სცენა. რომ დავითვალე 8 რგოლი გააკეთა. რა უნამუსობაა, მე ერთსაც ვერ ვაკეთებინებ
იმედია აიღებენ გლობუსებს და ოსკარზეც წარადგენენ.
ისე ოსკარი რომ აიღოს რა სიმბოლური იქნება
შარშან იმ 12 წლიანმა მონობამ ხო აიღო და შთაბეჭდილება რომ გექმნებოდა რომ 12 წელი კიარადა 12 კვირაც არ გავიდა.
ეს თუ გახდება წლის მთავარი ფილმი გამიხარდება ნამდვილად
This post has been edited by Sazandrine on 7 Jan 2015, 07:32