ფილმების 'ექსპერტები' თუ ხართ და ბევრი კინო გაქვთ ნანახი, challenge მაქვს თქვენთვის

და იქნებ დამეხმაროთ მოძებნაში
ვეძებ ფილმს, სადღაც 80-90 წლებში უნდა იყოს გადაღებული. უფრო 90-იანებისკენ. ბავშვობაში მქონდა კასეტაზე და ვერ ვიხსენებ სახელს.
სიუჟეტს აღვწერ შეძლებისდაგვარად:
ვიღაც წარსულში დაინვალიდებული ყოფილი სამხედრო (ბობმზე აიწია) რომელიც ახლა ეტლზეა მიჯაჭვული დახმარებისთვის შეკრებს ძველ მეგობრებს, ასევე სამხედროებს. ყველა მაგარი მებრძოლია, კარგად ჩხუბობენ. მიზანი აქვთ ვიღაც შავებში ჩაცმული კილერის დაჭერა. რომელიც ამათ რიგრიგობით ხოცავს სნაიპერით მაღალი შენობებიდან.
კიდევ მახსოვს ეს ეტლში მჯდომი ინვალიდი ვარდებიან ეზოში ცხოვრობს.
მთავარ როლში ერთი შავკანიანი მსახიობია, თავზე გაბუძგული დიდი თმებით (ზანგებს რომ აქვთ). ბოლოს ეს გადარჩება და მოკლავს იმ კილერს.
იქნებ ვინმეს გეცნოთ სიუჟეტი ან გაქვთ ნაყურები