ძალიან დიდი ხანია არ მინახავს ასეთი კარგი ფილმი, სადაც გენიალურად დახვეწილი რეჟისურაა, მსახიობების შეშლილი თამაში,
უზადო იუმორი, ცინიზმი და ადამიანური ტრაგედიები
უბრალოდ არ მესმის ხოლმე იმ ხალხის ვინც აქ გამოდის და ფილოსოფოსობს ფართოდ მოჭუტული თვალებით, აფრქვევს სიბრძნეებს
და ტრანსცენდენტალიზმის ვიწრო შრეების ანალიზით რეჟისორის ჩანაფიქრის აბსურდულობას გვაჩვენებს
ეს დედა#####ული კინოა რა
ისიამოვნე
შეხედე რა ტიპი როგორ გამწარებული მოდის
როგორ ტირიან, როგორ უხარიათ
დრამი როგორ უკრავს, გულისცემას რომ გიჩქარებს
მუჰამედის მოლიცლიცე ანგელოზივით რომ ყვირიან ქუჩაში
უყვართ, ტკივათ და ნერვიულობენ
როგორც ოცნებობენ
კიტონის გმირი, არ ვიცი, რამდნიმე მომენტშ ემგონა რომ ქალიშვილთან ჩხუბის მერე, ან ნროტონის გმირთან ჩხუბის მერე გული დაარტყამდა და მოკვდებოდა
ან რა გამწარებული ურტყამს კარს ბოლო სცენაში, აი აგონიაში რომ ხარ და ბოლო სუნთქვა რომ გაქვს
ან როგორი სასოწარკვეთაა ბოლო სცენაშ, სანამ გასროლას დააპირებს, ბამ, ბამ ..
როგორ ნერვიულობს ნორტონის გმირი აივანზე და აჩრდილივით როგორ დაძრწის ყველგან
როგორ აღმოაჩენ რომ ის რაც მთელი ცხოვრება იმედს გაძლევს რის გამოც მთელი ცხოვრების არჩევანს აკეთებ
შეიძება სხვისთვის სალფეთქზე დაწერილი მთვრალი კაცის ბოდვა იყოს
და ასეთ ფილმს რომ უყურებ, მერე ფანჯარას რომ გამოაღებ, გაივლი გამოივლი და გიკვირს, როგორც ცხოვრობ ამ სიდამპლეში
აი ყველა ტიპი მიყვარს ვინც ამ ფილმის გადაღებაში მიიღო მოანწილეობა