გუშინ ვნახე გვიან
მთელი დღე ვემზადებოდი განსაკუთრებული განწყობის შესაქმნელად
არ არის მარტივი ფილმი.. მე როგორც მაყურებელი წავუექშენისტებ

პოლიტიკის თემაც გადავიკითხე და არ მიკვირს ხალხის რეაქცია
მართლა ბევრი ვერ ისიამოვნებს ამ ფილმით..
ზოგადად უნდა უყვარდეს ასეთი მიმართულება, ან ჩემნაირად მოემზადოს საყურებლად
"სიმინდის კუნძული" გადის , ან დაიდო და უყუროს "მასამ" ...შედეგად მივიღეთ ის რაც მივიღეთ )
ძალიან ძლიერი ფილმია და ბევრად მძიმე ვიდრე "მანდარინები" (მაინც ვადარებ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე)
და კიდევ "ისევ მანდარინები ჯობდა"-კომენტარებმა შთამაგონა.
დავიწყებ იმით რომ მანდარებში საყვარელი ბაბუა, აქ კი -ეს ბაბუ ერთი შეხედვით მანიაკს გავს.. რა თქმა უნდა მანიაკი არ არის.. ცხოვრებაში უამრავი ეგეთი ბაბუაა ძალიან კარგი და საყვარელი, თუმცა ფილმში მძიმედ ჩანს და ასეც იყო ჩაფიქრებული.
მანდარინებში იუმორია.. ხალისობ ყურების დროს.. ამ ფილმში კი ნატამალი არ არის.
და გადაღების სტილი სულ სხვა-ძალიან მომეწონა ( თუმცა მანდარინებშიც მომწონს)
კადრები არაჩვეულებრივი და კიდევ მომეწონა სიჩუმე.. ბუნების ხმები
ბევრ ფილმში მაღიზიანებს გაბმული მისიკალური გაფორმება. რაც უნდა ლამაზი მუსიკა იყოს სცენას არ უხდება ხშირად.
აქ კი მუსიკალური ჩართვები ძალიან ეფექტურად გამოუვიდათ.
თოჯინის თემა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს. ამხელა გოგოს თოჯინით ხილვა ინფანტილიზმის გამოვლენად შეაფასეს + ბაბუ =პედოფილია.
ეს ცოტა არ იყოს უვიცობისკენ უფრო იხრება ვიდრე საღ აზრთან..
თოჯინა ალბათ ახალ სიცოცხლესთან იგივდება.. მომავალთან და იმედთან.
ძალიან მომეწონა ქართველის სცენიდან გაყვანის ჩანაფიქრი
ბაბუ მოდის და ხვდება ღია კარი და ცარიელი სახლი.. ეფექტური იყო
გასაგებია რომ მისი არ ყოფნის პერიოდში სხვები მოვიდნენ და წაიყვანეს- გამიკვირდა ვისთვისაც ძნელი მისახვედრი გახდა.
არავინ იცის დანამდვილებით ქართველებმა თუ აფხაზებმა.. ცოცხალი დარჩა თუ არა
ღია კარს თუ გავითვალისწინებთ უფრო მგონია რომ აფხაზებმა. თუმცა რომ არ დაბრუნდნენ და არ დასაჯეს, ან სახლი არ გადაუწვეს.. მაინც ორაზროვნად დარჩა ეს საკითხი.
არც ჰქონდა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა.
მთავარი იყო ის რომ "მტერმა შეიფარა, იზრუნა, ბოლომდე გაიტანა, თავი საფრთხეში ჩაიგდო ..და ადამიანობა არ დათმო.
ან ის კომენტარები - სად სახლდებოდა.. ხომ იცოდა რომ წყალი წაიღებდაო- სირცხვილია..
კუნძული ალბათ იგივდება ნეიტრალური ადამიანების ცხოვრებასთან.. მათ არ უნდათ ომი, არ აინტერესებთ.. თავის სამყაროს ქმნინან გარშემო. ერთხელაც დგება დასასრული და ადამიანი მიდის ამ ცხოვრებიდან თავისი ავლადიდებით.
ერთი მიდის, მისი ნაწილი -გოგონა აგრძელებს ცხოვრება და ისევ მოდის კიდევ სხვა და ყველაფერი თავიდან იწყება.
თოჯინა ისევ როგორც -ახალი სიცოცხლე.. იმედი
ასე დავინახე ეს ყველაფერი - მაპატიე გოგი