ეხლა ვუყურე და გული დამწყდა ჩემი ცხოვრების საათნახევარი რომ დავკარგე.
მერჩივნა ფეისბუქზე მანქი თაუერი მეთამაშა

რამეს მაინც განვავითარებდი

მოკლედ:
ჯარისკაცების ქალისადმი დამოკიდებულება ახალი არაა. მართალია ეს გოგო ბავშვია, მაგრამ შორიდან სულაც არ ჰგავდა ბავშვს.
ნუ ეხა დურბინდით ყურება და შეძახილები რომ ღლეობაა, ამაზე არავინ დაობს.
იმ ქართველი მესაზღვრის ამათგან წასვლა ჩვეულებრივი, კარგი საქციელია. ბაბუა შარში არ ჩააგდო.
ბაბუს საქციელიც კარგია, რომ დაჭრილ ქართველს მოუარა და გადაარჩინა.
მაგრამ ეს ყველაფერი არ კმარა იმისათვის, რომ ფილმი მოგვეწონოს.
რამე ექშენია აუცილებელი.
მე მაგალითად, რეჟისორი რომ ვიყო იმ ქართველი ბიჭის გამო აფხაზებს ბაბუს დავატაკებდი. ანუ ბაბუს თავგანწირვას ვაჩვენებდი ქართველის მიმართ.
ან სულაც იმ ქართველის თავგანწირვას ბაბუს მიმართ.
მოკლედ, ძალიან ბევრი რაღაც აკლდა ფილმს.
რასაც ვერ ვიტყვით მანდარინებზე.
მანდარინებთან ახლოსაც ვერ მივიყვან სიმინდის კუნძულს.
გმადლობთ ყურადღებისათვის.
არის რაღაცეები, რასაც ვერ იმასიზავ.