#48909229 · 28 Sep 2016, 17:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა დაუწუნეს ამ ფილმს? რა მოლოდინი უნდა გქონდეს ბიბლიაზე დაფუძნებული ფილმისგან.. გამოსვლაზე გადაღებული ფილმი ერთ ამბავს ამბობს.. იმის იქით რა კინემატოგრაფიულ შედევრს უნდა ელოდო ამ თემისგან. რიდლიმ ამ შემთხვევაში მთელი ამ ამბების ახსნებიც მოაყოლა. ბუჩქი არ აალაპარაკა.
ან მოძალადე მოსე რატომ გაუკვირდათ? ამ ფილმს არ აქვს პრეტენზია რომ ოდესღაც შესაძლო მომხდარ ამბავს დეტალურად ემთხვევა. მაგრამ რაღაცები რეჟისორმა თვითონ უნდა განსაზღვროს, ტექსტს მიღმა რა და როგორ იქნებოდა. მოსე უმეტესობას ჰგონია მოხუცი, ბრძენი, მშვიდობისმყოფელი ებრაელთა ლიდერი.
როგორ უნდა ყოფილიყო მშვიდობისმყოფელი ადამიანი, რომელმაც ასეთი ძალადობრივი კანონთა კრებული შექმნა? (ნუ ვთქვათ რომ შექმნა) ებრაული, შოვინისტური, რადიკალური თემი იყო. და ვიღაცებს მათ წარმოდგენაში არსებული წმინდანის სახე თუ დაემსხვრათ, არ გაუმართლა ფილმმა არ ნიშნავს რომ ცუდი ფილმია. მე არ ვიცი ამ თემაზე უკეთესად ფილმი როგორ უნდა გადაიღო.
| QUOTE | | ნორმალური ადამიანისთვის ძალიან უნიჭო ზღაპარია, თან ამოვიდა ყელში ერთი და იგივე . |
თვითონ ტექსტია ერთი და იგივე ზღაპარი. ვიღაცა სიბრძნეს ეძახის, მაგრამ რეალურად ზღაპარია ეს ამბავი. რიდლი სკოტმა რაღაცები შეცვალა, მაგრამ ახალ ტექსტს ხომ არ დაწერდა. ერთი და იგივეა ბიბლია
--------------------
_________Liverpool____________
“I'm living the dream" - C.J
http://b.pix.ge:81/r/h7reu.gif
https://twitter.com/SkySportsNews/status/888413626465476609
|