კარგი ფილმი იყო! 9/10 ჩემგან
ყველაზე მეტად ის დამევასა, რომ ლოგიკა იყო შემოტანილი... როგორ ჯაჭვურ რეაქციად იყო გამოყვანილი 10 წყევლა...რა თქმა უნდა, რიდლი სკოტი ბოლომდე არ წავიდა ბიბლიის წინააღმდეგ.. აღარ გამოვიდოდა ფილმი მოსეზე და მიტო... აქ სხვა მუღამი იყო... ძალიან კარგად იყო გამოკვეთილი მოსე, ზუსტად ისეთად, როგორიც წარმომედგინა: ლიდერი!
კიდევ დამევასა ღმერთი რო ბავშვად იყო გამოყვანილი... ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება მიიღო სკოტმა... ნიცშეს ეწერა.. ღმერთი და ზეკაცი ორივე ბავშვიაო... ბავშვს თავისი მუღამი აქ.. და ღმერთის სახედ სწორად შეარჩია...
რაც შეეხება თვითონ ღმერთს.. ნუ ისეთი იყო, როგორიც ბიბლიაშია... დაუნდობელი და შოვინისტი

რატო? იმიტომ, რომ მოსეს სწორედ ასეთი ღმერთის დახატვა სჭირდებოდა...
ორ მომენტში გამოჩნდა.. ის რისი თქმაც სურდა რიდლის.. პირველი ეს იყო "გზაჯვარედინი", როცა მოსემ მთებში წაყვანა დაუპირა ხალხს... როცა გაუძალიანდნენ... "ღმერთმა მითხრა აქეთ წადითო"
მეორე მომენტი იყო... როცა საუბრობს ებრაელების საერთო მიზანზე... რომ ის მალე დაეკარგებათ.. ხვდებოდა, რომ თავისი საკივდილის შემდეგ ვერავინ გააგრძელებდა იმას, რაც მან დაიწყო... ამიტომ რა ქნა? დაწერე 10 მცნება (რომელშიც ამბობს, რომ არ ვეთანხმებოდე არ დავწერდიო.... ვაბშე როლს კარგავს უკვე აქ ღმერთი

).. მერე ძველი აღთქმაც დაუწერა ხალხს, სადაც საუბარია სასწაულებზე.. ღმერთზე, რომელიც სწორედ მათ იცავს..
ყველაზე საკაიფო... 40 წელი ახეტიალა ხალხი უდაბნოში

თაობა რო გამოცვლილიყო...
ჰოდა იმ ახალ თაობას დაუწერა ეგ ყველაფერი... ვინღა იტყოდა: "რა სისულელეა, რა ზღვა გაიყო?? რა მოწიე?"

ეს ყველაფერი იმ პირობით რო მოსე მართლა არსებობდა...
თუარადა სხვა მუღამი ჩნდება ამ ისტორიის მოგონების

მოკლედ, კარგი მიმართულება აიღო რიდლიმ