
გენიალური ფილმია რა ყველაფრით !
კიდევ ერთხელ გამაოცა და მიმაჯაჭვა ეკრანს მაჯიდმა.
საკმაოდ მარტივ იდეაზე და სიუჟეტზე აგებული შედევრი.
ისეთი სცენებია არასდროს,რომ არ ამოგივა გონებიდან:
1) დაბრმავებული პროფესორი ოპერაციის შემდეგ პირველად რომ ხედავს სინათლეს და პალატის მოსაცდელში რო იხსნის სახვევს..ჩასისხლიანებული თვალები და ემოცია
2) რო ბრუნდება საფრანგეთიდან ირანში და ხალხი რო ხვდება.სუპერ
3)ბოლო სცენა და კიდე სხვა სცენები...
მეორე ფილმი უკვე მაჯიდის უსინათლოზე...
ასე მგონია ან ოჯახის წევრი ჰყავს უსინათლო ან მეგობარი ან ვინმე უახლოესი ადამიანი..თორე ასე ღრმად ვერ ჩაწვდებოდა ბრმა ადამიანის შინაგან სამყაროს.
პ.ს.
ისე ხანდახან ვფიქრობ,ჯობს უსინათლო იყო,ვიდრე ხედავდე ამდენ სიბუნძურეს,სიღარიბეს და აუტანელ ყოველდღიურობას.
მაჯიდის ფილმის გმირმაც ეს დაინახა,როცა თვალი აეხილა...
პ.ს.2.
2 ფილმი დამრჩა ამ გენიოსის და აუცილებლად ვნახავ!
ახლოდან დანახული ცხოვრება ტრაგედიაა, შორიდან კი კომედიას უფრო ჰგავს. (c) ჩარლი ჩაპლინი