გემრიელი ფილმი იყო და თემაც იმდენად აქტუალურია,
ათას რამესთან შეგიძლია პარალელი გაავლო,
პერსონაჟი კიდევ უფრო უკეთესი

ზუსტი და მიკროსკოპული პორტრეტია ღმერთის კომპლექსით შეპყრობილი სოციოპათის,
რომელსაც ზერო ტოლერანტობა აქვს ნებისმიერი რაგინდ მცირე დაბრკოლების მიმართ,
მორალურ საზღვრებს ისევე ადვილად აბიჯებს, როგორც პოლიციის ყვითელ ლენტს,
ავარიით გამოწვეული ზარალი ხომ ჭიანჭველების ბუდის მოშლაზე უფრო უმნიშვნელოა.
ყველას ზემოდან უყურებს და საფუძვლიანადაც, ვისთანაც შეხება ჰქონდა, ყველას ჩახადა,
ზოგს პირდაპირი, ზოგსაც გადატანითი მნიშვნელობით,
ასისტენტს, კონკურენტს, სიახლეების რედაქტორს, დამნაშავეებს, პოლიციას,
და არც ერთ შემთხვევაში ეს საქმის სიყვარულის გამო არ ყოფილა...
მედია და კამერა მხოლოდ და მხოლოდ ხელქვეშ აღმოჩნდა ამ შემთხვევაში
და არანაირი საკრალურ-სენტიმენტალური დატვირთვა არ ჰქონია,
ერთადერთი მისი მამოძრავებელი იყო არა სამუშაო, არამედ გამარჯვების მოთხოვნილება,
უპირატესობის, ზედგომის, წარმატების განცდა, იმიტომ რომ დამარცხება დაუშვებელია.
ერთმა პატარა მარცხმა კონკურენტთან შეშალა, იმიტომ რომ ღმერთი არასოდეს მარცხდება.
უსულო, საკუთარი არსებობის ფორმის შესაბამის მომენტში განმსაზღვრელი ადამიანია,
რომელსაც არაფერი აინტერესებს, მაგრამ ყველაფერი გამოსდის
და თვითონ ირჩევს, რა არის მისთვის საყვარელი და რის გამოა ყველაფერზე წამსვლელი,
იმიტომ რომ აბსოლუტურად ცარიელი ადგილია და სიტუაციის შესაბამისად რადაც უნდა იმად იქცევა.