#44635265 · 18 May 2015, 20:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვინც ამ სფეროში გარკვეულია ყველას მოეწონა ფილმი, არაუშავს და ვერ ვიტყვი, ბევრი დრო ტყუილად დავკარგე მეთქი.
არაა ისტვუდი ცუდი რეჟისორი, უბრალოდ ზედმეტად დრამატული მგონია ხოლმე მისი ფილმები, მაგრამ აქ, სწორედაც რომ ამ ფილმში მგონი პირიქით ცდილობს. MILLION DOLLAR BABY-მაინც ჩემს ფავორიტად რჩება.
სამშობიაროს სცენას რაც შეეხება, ამის შიზოიდური გამოხტომებია ალბათ, ნორმალურ გარემოში რომ ემართება. ძმაზე იყო კითხვა. ორივე ერთნაირად იზრდებოდნენ და სავარაუდოდ მისი წარმატება გაუტყდა ალბათ, ამის გამო ვერ მოახდინა საკუთარი თავის რეალიზაცია, ესეც ჩვეულებრივი მომენტია. თან ადრე იმ როდეოზე ძმა იჯდა იმ ხარზე, ეს კიდევ მაყურებელი იყო. ომში როლები გაცვალეს და იმან ვერ აიტანა ეს.
რაც ყველაზე მეტად მომეწონა ზომიერი ვაჯკაცური მომენტებია, ვერ შეხვდებით აქ ისეთ სცენებს ფილმს რომ უხდება და სინამდვილეში რომ შანსი არაა მოხდეს. ალბათ ამიტომაც აღიარეს კარგ ფილმად. ასევე აღზრდის პარალელი პიროვნულ ხასიათზეც საინტერესოდ იყო წარმოჩენილი. და გზაა ომის ვეტერანებისთვის ნაჩვენები, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებაში იცხოვრონ და რაში სჭირდებაც. ისიც კარგი გადაწყვეტა იყო, როგორც დამთავრდა, ფაქტიურად სცენარი ფილმის მერე გრძელდება და იმას ისმენ მედიით, რაც ფილმში არაა, რაღაც ახალი იყო ესეთი მიდგომა, ,სიახლეები კიდევ ყოველთვის მისასალმებელია. ცოტა ირონიული შტუჩკებია ფილმის სცენარში, პირველი გასროლის ობიექტი ომში და სხვანი.
|