I Origins / მე დასაწყისი (2014) - Mike Cahill Film
IMDB / Kinopoisk"My atoms have known your atoms and they’ve always known your atoms."
არც კი ვიცი, საიდან დავიწყო ამ ფილმზე საუბარი. ალბათ თავიდან, როდესაც თრეილერი ვნახე და აღმოვაჩინე, რომ ფილმის რეჟისორი მაიკ კეჰილი იყო.
მინდა ცოტა ამ გენიალურ ადამიანზე მოგიყვეთ, რომელმაც ჩემი გული თავისი პირველი ფილმით Another Earth-ით მოიგო.
მაიკ კეჰილი თანამედროვე ამერიკული დამოუკიდებელი კინოს ერთ-ერთი ნათელი წერტილია.
აღსანიშნავია, რომ ორივე ფილმის იდეა და სცენარი მასვე ეკუთვნის. კეჰილმა არ უღალატა თავის თავს და ამჯერადაც საინტერესო და განსხვავებული ფილმი შექმნა,
რომელშიც კვლავ მისთვის საყვარელი მსახიობი Brit Marling გადაიღო. ასევე მთავარ როლში წარმოგვიდგნენ Michael Pitt და Astrid Berges-Frisbey.

ამ უკანასკნელის სახელი და გვარი ისე მიმზიდველად ჟღერს, რომ უმალვე მოგანდომებთ ამ ფილმის ნახვას. თუმცა ასტრიდის სილამაზეზე ვერც კი ვისაუბრებ, ჯობია ფილმი ნახოთ.
რაც შეეხება ფილმის იდეას და სცენარს ძალიან საინტერესოა. კარგია ასევე ისიც, რომ იდეასთან ერთად კეჰილმა მოახერხა ძალიან კარგი რომანტიკული ისტორიის ჩართვა ფილმში. ასევე დიალოგები, რომელიც უზომოდ მომეწონა და გადაღების სტილი, რისთვისაც დიდი მადლობა, როგორც რეჟისორს ასევე ოპერატორს Markus Forderer-ს.

არ მოვყვები ფილმის განხილვას. მეშინია, რაიმე არ დავასპოილერო.
გუშინ შემომათენდა ყურებაში, დილით კი ცხელ ყავასთან ერთად ვუსმენდი საუნდტრეკს და ახლაც კი ვუსმენ, ძალიან მოუხდა ფილმს ეს მუსიკა.
Soundtrack:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბევრი რამის დაწერა მინდა კიდევ, მაგრამ როდესაც ასეთ კარგ ნამუშევარს გადავეყრები, სიტყვები სადღაც მეკარგება.
ასე რომ გირჩევთ, შაბათ-კვირა ამ ფილმთან ერთად გაატაროთ.
Download Film
Download Soundtrack
Watch Online
P.S.» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Every living person on this planet has their own unique pair of eyes, each their own universe. My name is Dr. Ian Gray. I’m a father, a husband and I’m a scientist. When I was a child, I realized that the camera was designed exactly like the human eye, taking in light through a lens, forming it into images. I began taking as many pictures of eyes as I possibly could. I’d like to tell you the story of the eyes that changed my world. Remember these eyes. Remember all the details in these eyes.

"Under unnatural circumstances, I forget about your vain pretenses.
But if you want to recreate the sea, another sky for me, I got you."
~It doesn't matter what you create, If you have no fun.
"I really believe there are things nobody would see if I didn't photograph them."
✖✖
NZ