
კარგი ფილმია
სამივე ძალიან მაგრად თამაშობს
მაგრამ მე მაინც მარკ რუფალოს გამოვარჩევდი, ტიპმა იმენა სრული ტრანსფორმაცია განიცადა : ხმა, სიარულის მანერა, მიმოხვრა, ჟესტები.ყველაფერი იდეალურ დონეზე აქვს აყვანილი, არანაირი სიყალბე, ''ზედმეტად '' ბუნებრივადაც კი თამაშობს
რაც შეეხება თვითონ ფილმს..სპორტული გადახვევების გარდა, მრავალი ფაქტორი თუ ასპექტი იჩენს თავს, იქნება ეს ოჯახური, მეგობრული თუ კონკურენტული ურთიერთდამოკიდებულება და ამ ურთიერთობებში გაჩენილი ბზარები
შუღლი, შური, მრისხანება, მიუტევებლობა, პიროვნული თავისუფლებისკენ სწრაფვა
გზა გამარჯვებისკენ, მერე დაცემა, მერე აღზევება, ისევ დაცემა და ა.შ.
და ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის შეფუთული, მაგრამ იმდენად ნუდნია თვითონ ფილმი, რომ ერთი მოვლენიდან მეორეზე გადასვლისას უკვე გავიწყდება რა მოხდა
საოცრად არადინამიური ფილმია, მაგრამ ყველა დანარჩენის ხათრით ეს მინუსი მიეტევება