ჰარვი კეიტელი მურმან ჯინორიას როლში აზრზე ხართ?
ლექსს რო კითხულობს
თუ ძალგიძს, დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცე
და არ დაიბნე, როცა თავგზა ებნევა ყველას,
თუ ძალგიძს სიმხნედ, შემართებად და რწმენად იქცე,
როცა შენს ირგვლივ მკვდარი არის შენდამი რწმენა:
თუ ძალგიძს მკაცრი მოთმინებით ელოდო ხვალეს,
ცრუს, გაუტანელს არ მიაგო სიცრუე ავი,
მოძულეს შენსას მძულვარება შეუნდო მალე
და თან არც ქრისტედ არ აჩვენო არავის თავი:
თუ შეგიძლია, სულში მარად ოცნება რეკდეს,
მაგრამ ოცნების არასოდეს არ გახდე მონად,
გამარჯვებას და დამარცხებას თანაბრად შეხვდე
და ამ ორ თაღლითს მიეგებო ტოლად და სწორად:
თუ შეგიძლია აიტანო, სიმართლე შენი
ბრბომ სულმდაბალმა ვიტ აქცია ხითხითის საგნად,
იხილო ერთი დღეს დანგრეული, სიცოცხლის დღენი
რასაც შესწირე და შენებას შეუდგე ახლად:
თუ შეგწევს ძალა, მაგიდაზე დაყარო ჩალად
რაც გაგაჩნია, გიშოვნია ოფლით და სისხლით,
წააგო წყნარად, წაგებული ჩათვალო არად,
იშოვნო კვალად და სასწორზე შეაგდო რისკით:
თუ შეგწევს ძალა, წარბი შეჰკრა, მოთოკო გული,
მოუხმო ნერვებს, გამაგრდე და ივარგო ასწილ--
ეს მაშინ, როცა სულიერად დაღლილს და დაცლილს
ნებისყოფაღა გეუბნება : ,,წინ- მეთქი! გასწი!"
თუ შეგწევს ძალა, ბრბოში იყო და დარჩე კაცად,
მეფეებს ახლდე და გახსოვდეს ყოველთვის ხალხი,
შენიღრირსება არ დაკარგო არასდროს არსად,
მტერ-მოყვარესთან პირდაპირი იყო და ლაღი:
თუ შეგწევს ძალა, გაიაზრო ყოველი წუთი,
აზრით დატვირთო სამოცივე ფეხმარდი წამი,
მასინ შენია, შვილო ჩემი, ეს მიწის ბურთი,
ადამიანიც მაშინ გქვია, და გერქვას--ამინ!
კიდევ ერთს კითხულობს, ვიდეო ვერ ვნახე...
შალვას გრძელი ლაბადა ეცვა, ის მღეროდა ორ ბოთლ არაყზე,
რომელიც უნდა წაეღო გაზაფხულის წვიმაში პატრულთა მიღმა,
ქართველ და რუს ქალებსა და მამაკაცებზე. ჩაშლილ როკ-გასტროლებზე.
რაიონებში "მიტინგოსნებზე" და ვიღაცაზე, ვინც მასავით 1960 წელს დაიბადა.
გარეთ აღარ წვიმდა.
სამედიცინო ინსტიტუტთან პატრულები მანქანებს აჩერებდნენ.
მოგვიახლოვდა კომენდანტის საათისა და ერთგულ მეუღლეთა ღამე.
ძაღლი წვიმაში სადღაც ეკლესიასთან და უმიზნოდ გადაყრილი ნიშნები.
გადაღებული პოლიტიკური გრაფფიტის არითმია.
ვერაფერი გვიწესრიგებს ყოფას.
"ჩვენს სამშობლოს არ შეუძლია სპონსორის გარეშე ყოფნა,
სპონსორი თუნდაც თურქეთი იყოსო" - ვიღაცას უთქვამს.
შალვა კი მძიმედ სუნთქავს, ოთახიდან გასვლისას ძაღლს ეფერება.
გრძელ წვერსა და ღიპს შორის გულთან იხუტებს ბოთლებს და ლიფტში იცინის.
ანგელოზთან ერთად თავქვედაშვებული სად დავიწყებთ ტირილს?
რომელი ბაღიდან გამოგვიწვდიან ხელს სველი მიწის გასწვრივ
მოარულ ტანკებს შორის?
ეს არის სიყვარული კომენდანტის საათის დროს.
შიში და სამხედრო-სპორტული რეჟიმი.
გოთიკურ კათედრალთა მსგავსი ფოლიანტები და ხელები,
რომლებსაც საყვარელი ქალის სუნი ახსოვთ.
This post has been edited by ალვარესი on 24 Mar 2012, 00:56