პირველი რამდენიმე გვერდი წავიკითხე დღეს და შევძრწუნდი ... ნეტა რამდენნი ხართ ვინც ასეთი დასკვნა გამოიტანეთ ამ ფილმიდან ... რა შუაშია გონების გახსნა კოცნასთან ? მთავარი ვერ გაგიგია რას და როდის მიხვდა და გონება სად გაეხსნა, ფორმულა რო ამოხსნა იმიტომაც რო აკოცა ტუჩებში თუ სადაც და ა.შ ...
ვეცდები ჩემი აზრი დავაფიქსირო ამ თემასთან დაკავშირებით ...
საერთოდ სხვა რამისთვის შევედი ფაილ.ჯი ზე და გადავაწყდი ამ ფილმს ... ყურადღება ჩემი იმით მიიქცია, რომ საიდანღაც ამ მუსიკას ვუსმენდი იმ დროს ...
https://www.youtube.com/watch?v=-x3zAMfmpAM -- არ ვიცოდი რო რაიმე სახელი იყო ფილმის ამის დასახელება მოკლედ გაგნებაში არ ვიყავი რახდებოდა ვაბშე ამ ფილმის ირგვლივ ... ხოდა გამეჩითა ასეთი დასახელებით ფილმი ... ვა ... ნუ აღწერა დიდი არაფერი იყო მარა სასწაულად მომეწონა მუსიკა და მაგის ხათრით უცებ ჩავწერე ჩავაგდე ტელეფონში ... ფილმის ყურების მერე არც დავინტერესდი ვისი შემოქმედება იყო , უფრო სწორედ არც მომსვლია თავში აზრად მენახა ... შეიძლება ნათქვამია კიდეც ფილმში , მაგრამ არ მივაქციე ყურადღება ... მოკლედ ამის დედაც ... აქ გავიგე რო ნოლანის ფილმია ... ასე რომ ჩემს მოკრძალებულ აზრში ნოლანის ფაქტორი საერთოდ არ გამითვალისწინებია ... ბოლო ნაწილში ბედის ირონიაზეც კი არ მომივიდა თავში აზრად ...
სიყვარულის თემა, განსაკუთრებით მამა-შვილურის მთავარი ხაზია ფილმში და ჩემთვის იმდენად ემოციური იყო რიგი მომენტები, რომ ცრემლები წამომივიდა ... სასწაულად შეუწყო ამას ხელი საუნდებმა ... 10 ქულიდან 15 ს დავუწერდი ამ საკითხში ... იდეალურზე უფრო მეტად მოერგო ... ციმერი თავის საქმეში გენიოსია კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ... მე არ ვიცი ( უფრო სწორად ვიცი, მაგრამ მაინც მიკვირს ) რა უნდათ ფორუმზე რამდენიმე წლიანი სტაჟის მქონე იუზერებს , რას აკრიტიკებთ ... სიყვარული რო არა დიდი ხნის წინ განადგურდებოდა კაცობრიობა ... ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა, რომელიც ყველანაირ არანორმალურ საქციელს ჩაგადენინებს ... შიშზე უფრო დიდი მამოძრავებელიც ... რამდენჯერ შიში დაუმარცხებია სიყვარულის ძალას, რომელიც ვინმესთვის ან რამისთვის თავის გაწირვაში ძალიან ბევრჯერ გამოიხატა ადამიანების მიერ ... მშობლის და შვილის სიყვარულის აღწერა კი შეუძლებელია. ჩვენი მდიდარი ენაც კი ძალიან "ღარიბია" ამისთვის ... ყოველთვის გამოყოფენ მამის და ქალიშვილის და დედის და ვაჟიშვილის სიყვარულს ... ვიღაცამ ვიღაცა ვნებების მოწოლის მერე თუ ააკაპოტა და ანგრევინა მანქანა ისეთი სიყვარულები და ემოციები ხო მოგწონთ ... ფუ ... მეტს ამაზე არ დავწერ ... უკანასკნელმა ვირმა და ჯიუტმაც კი უნდა გამოიტანოს აქედან დასკვნა, რომ ყოველთვის, ყველა საქმეში სიყვარული ვიღაცის/რაღაცის მიმართ ხდება გადამწყვეტი ფაქტორი რაიმე სიკეთის გასაკეთებლად ...
აქვე ავღნიშნავ, რომ იდეალურს არაიდეალურისგან ვერ შექმნი, თავისთავად არასრულყოფილ ადამიანს არ შეუძლია რაიმე იდეალურის შექმნა და გამონაკლისი არც ნოლანია ... მე მისი (ფილმის) არასრულყოფილება დავინახე მაშინ, როდესაც ერთ-ერთი ბოლო სცენა ითამაშა მეთიუმ, უკვე მოხუც მერფისთან ... საერთოდ ზედმეტი იყო ეს ... ფილმი უნდა მორჩენილიყო მაშინ, როდესაც ტესერაქტი დაიხურა, (ნანახ ვარიანტს ჯობდა, თუმცა ამის მინუსს შემდეგ მიზეზში ავხსნი) ან უბრალოდ ბოლო კადრი უნდა ყოფილიყო, როდესაც ერთს შეხედავდა მოხუცი მერფი მამამისს და იქ მოკვდებოდა ... ზოგის აზრი მოვისმინე, რომ ეს სცენა საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი, როდესაც გაფრთხილებული იყო მამა, რომ არ დაპირებოდა რაიმე თითქმის შეუძლებელს და მაინც დაპირდა, პირობის ასრულება მერფისთვის იქნებოდა ყველაზე დიდი საჩუქარი და შედარებით მშვიდად მოკვდებოდა, მაგრამ მათი საუბარი აშკარად ზედმეტი იყო ... ის ემოცია ვერ მოიტანა რაც ასეთმა შეხვედრამ უნდა მოიტანოს და ამიტომ ჯობდა არ ყოფილიყო მათ შორის საუბარი ... ემოციას კი ჩემთვის პირადად ის უფრო მოიტანდა რაზეც ვილაპარაკე, რადგან პირობის შესრულება, ამავდროულად საუბრის შესაძლებლობის დაკარგვა ერთდროულად პიკში აიყვანდა ... მოკლედ ჩემი აზრით მთავარი შეცდომა აქ იქნა დაშვებული
რაც შეეხება სამეცნიერო საკითხებს ... სასაცილოა, როდესაც ერთ-ერთ გამოჩენილ მეცნიერთან დაკავშირებით სასწაულ ფრაზებს ისვრი ... შეიძლება მეცნიერებას რაღაცაში არ დაეთანხმო ... მაგალითად მე სასაცილოდ მიმაჩნია სიცოცხლის თავისთავად შექმნის შესაძლებლობაზე საუბარი, რადგან საპირისპიროზე გაცილებით მეტი ფაქტორი მიუთითებს, ხოლო ამდენწლიანი შრომის შედეგად ოდნავი წარმატებაც არ აქვს მეცნიერებას ამ საკითხში ... მაგრამ როდესაც არ იცი შავ ყუთში რა დევს, ვიღაც გამოთქვამს საკუთარ აზრს და შენ შენსას კი არ იძახი, არამედ ამ აზრს შეურაწყოფას აყენებ და არსებობის უფლებას უზღუდავ , სრული მარაზმია ... ამასაც გამგები გაიგებს, ვცდილობ გასაგებად ვისაუბრო, თუმცა დიდი მჭერმეტყველი ვაღიარებ არ ვარ ... ესაა მეცნიერის თეორია, რომელსაც ვერც დაამტკიცებ და ვერც უარყოფ და უნდა მიიღო ისეთი როგორიც არის , ან გვერდი აუარო ... რაღაცის მტკიცება აბსურდია. მე პირადად მომეწონა თეორია. თეორიებს ადამიანი ხშირად იმის მიხედვით ადგენს, თუ როგორ ისურვებდა რო ყოფილიყო ესა თუ ის საკითხი გარკვეული ... შესაბამისად მისთვის და უამრავი ადამიანისთვის მისაღები ... მასაზე გათვლილია ეს და ეს არცაა გასაკვირი ... ფილმის შექმნა რამდენიც არუნდა ილაპარაკონ საპირისპიროდ პირველ რიგში ბიზნესია და მოგებისთვის საჭიროა რაც შეიძლება მეტი ადამიანის დაინტერესება პროდუქტით ...
საუბრის ბოლო ნაწილში კი მიწევს ფილმის დასაწყისზე საუბარი ... შეუძლებელია მეგობრებო უყურო 3 საათიან ფილმს და მოსაწყენად რამდენიმე წუთი მაინც არ მოგეჩვენოს ... ესეთი რამე არ ხდება, მაგრამ ეს ფილმი ვთვლი რო გამორჩეულია ამითაც ... ის ნაწილი, რომელიც მოსაწყენი მოგეჩვენათ სინამდვილეში მთავარი ნაწილია სრული სიუჟეტის და ეს ნაწილი კრავს სწორედ ფილმს ერთ მუჭში ...
მოკლედ დასკვნაში იმას ვიტყვი, რომ თავის ჟანრში ესეთი ფილმი არ მინახავს ... რომელიღაც ბლოგზე ვნახე დღეს ავტორის აზრი, სადაც სრული იმედგაცრუება უწოდა ფილმს და ამავდროულად სანდრა ბალოკის გრავიტაციაზე აღტაცებით ისაუბრა ... მე პატივს ვცემ მაგ ფილმს და ერთხელ საყურებლად ნამდვილად კარგია, მაგრამ მანდ არ ჩანს არც რაიმე იდეა და არც მისი განვითარების არანაირი შესაძლებლობა ... საუბარია კოსმოსზე და მხოლოდ კონკრეტული ადამიანის გადარჩენაზეა მთელი ფილმი აგებული და მხოლოდ მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეა მთელი სიუჟეტი ... შეზღუდულია აზროვნების განვითარების არეალი ... ფილმს, როცა უყურებ მინიმუმ ელი, რომ რაიმე ახალს გაიგებ და დაიმახსოვრებ, მაგრამ მსგავსი მაგ ფილმმა არაფერი მომცა ... რაც იყო კარგი იყო, მაგრამ არასაკმარისი. მთავარი არაა რაც ფილმში ხდება ყველაფერი რეალობას ემთხვეოდეს, ჯერ ისედაც არ ვიცით რეალობაა თუ არა ის რაც ვნახეთ ... ვერ დავეთანხმებით და ვერც ვუარყოფთ ფაქტებით ... მხოლოდ თეორიებით შეგვიძლია. ასეთი ჟანრის ფილმი მაშინაა კარგი თუ შენ გონებამდე რაიმე იდეას მიიყვანს და აზროვნების არეალს უფრო გაგიფართოვებს ...
თუ ასეთი ჟანრის ფილმი კვლავ გადაიღეს და მინიმუმ ამის დონის არ იქნება გული ამიცრუვდება რათქმაუნდა ... მარსიანელი ამის ნათელი მაგალითია ...