ეს ესაა რაც ვნახე.. უფრო სწორად დავამთავრე ყურება, რომელიც დავიწყე ასე 4-5 დღის წინ

მოკლე შეფასება: სცენარი - არ არსებობს, მსახიობების პერფორმანსი - არაფერი განსაკუთრებული, კადრები/ოპერატორის ნამუშევარი - 100/100
ეხლა ცოტა ვრცლად:
პირველ რიგში ფილმის შინაარსზე, იდეაზე, რავი ვაბშე რა უნდათ იმაზე:
მსგავსი ფილმს არაფერი არ გაჩნია, დაჟე imdb-მაც კი ვერ მოიფიქრა აღწერაში რა დაეწერა და შესაბამისად მივიღეთ არაფრისმთქმელი რაღაც:

იდეაში ალბათ რეჟისორს/სცენარისტს უნდოდა გადმოეცა ადამიანის (ბეილის) პესონაჟის მიერ საკუთარი თავის ძიების პროცესი, თანაც საწინააღდეგო სქესთან დამოკიდებულების პრიზმაში (იმიტომ რომ სხვა საერთოდ არაერი არ იკვეთება, მამა და ძმა რატომაა ჩატენილი ვაბშე გაუგებარია, იმენა არაფერი როლი არა აქვთ),
ვამბობ იდეაში, იმიტომ რომ რეალურად არაფერი მსგავსი არ გამოვიდა, ერთნაირსახიანი ბეილი დროის სხვადასხვა მონაკვეთში, სხვადასხვა კადრებში, სხვადასხვა ხალხის გარემოცვაში, ხზ რა უნდა და რას აკეთებს (უფრო სწორად არაფერსაც არ აკეთებს, ალბათ მალიკს უნდოდა რაღაც პასიური დაკვირვებლის როლში ყოფილიყო მთავარი გმირი და მის ირგვლივ სამყაროსთვის შეგვეხედა მისივე თვალებით). მაყურებელს არანაირი ემოციონალური მიჯაჭვულობა არ უჩნდება არც მისი პერსონაჟის მიმართ, არც რაიმე რაციონალური (ანაც ირაციონალური) კავშირები ჩანს სხვადასხვა ქალებთან - ისინი უბრალოდ ერთ კადრში ჩნდებიან და ათი წუთის შემდეგ სხვა კადრში ქრებიან და ეგაა, არც კვალი, არც რაიმე შედეგი.
მსახიობების პერფორმანსზე:
ბეილი - მთელი ფიილმის განმავლობაში ერთნაირი, უმეტყველო სახე, ჩაცმულობა, ჟესტიკულაცია და ა.შ.
მოკლედ, კუნძივით იდო.. აი გოსლინგზე რომ კაიფობენ (და სამართლიანადაც) შეშააო, ეგეთი არის ბეილი აქ

ბლანშეტი და პორტმანი - არაფერი განსაკუთრებული და არაფრით გამორჩეული პერსონაჟების სახეები.. განსაკუთრებით პორტმანი
სულ ორი მსახიობი ვინც ასე თუ ისე მომეწონა იყო იმოჯენ პუტსი (პირველი გოგო) და ვეს ბენტლი (ძმა).
დანარჩენებს არც არაფერი შანსი ჰქონდათ იმდენად ეპიზოდურად ჩნდებოდბენ.
აი ოპერატორს კი რესპექტები

ძალიან თესლადაა კადრები გადაღებული, თან აბსოლუტურად ყველა სცენაში, აი არაფერი ჩავარდნა არ ჰქონია. უყურებ და კაიფობ ვიზუალზე.
და იგივე მალიკსაც რესპექტები გადასაღები სცენების, პეიზაჟების, კადრების და სხვა ვიზუალური ელემენტების შერჩევაში, რაც კარგია ვერ უარყოფ


მაგრამ აქ კიდევ ერთი პრობლემაა, იმის გამო რომ სცენარი არ არსებობს და ყველაფერი ქაოტურია, არადა ფილმი 2+ საათს გარძელდება, ეს ყველაფერი არის საშუნლად მოსაწყენი და დიდხანს ვერ კონცენტრირდები მიუხედავად ძალიან მაგაზი ვიზუალისა.
სამაგიეროდ შეიძლება გამოიყენო როგორ დაძინების შესანიშნავი საშუალება
Castaway on the Moon-ში რომ გოგო იძინებდა სპეციალურად შერჩეული ვიდეოს ფონზე, აგერ ამ ფილმს უფრო კარგად გამოიყენებდა
მოკლედ, 5/10
არადა რაღაც უფრო კარგის მოლოდინი მქონდა

საბოლოოდ კი მორიგი არაფრისმთქმელი, მაგრამ ლამაზი რეკლამა მივიღეთ