
ქერის ძაან მოუხდა დეიზის როლი, იმენა მაგ გოგოსთვის არის შესაფერისი ეგ როლი
ვიზუალურად დიდად არ მომეწონა, საერთოდ არ უხდება მაგ ფილმს, ჩემი აზრით, თანამედროვე ველური მუსიკა, რეპები და ლითლ ფართი ნევა ქილდ ნოუბადი

ჩემი აზრით, უფრო დახვეწილი უდნა ყოფილიყო
ემოციურად ძაან მოიტანა
საერთო ჯამში ნორმალურია

ძაან კარგი იყო
ძაან რეალისტური იყო ყველაფერი: მშობლების დამოკიდებულება შვილების მიმართ როგორცაა ხოლმ (ფავორიტის ამორჩევა, იმედგაცრუებას მოყოლილი კონფლიქტები და მერე მაინც ფავორიტი შვილის ფავორიტად დარჩენა ბოლომდე, მერე მაგ ფავორიტობის პრივილეგიით სარგებლობა, შეფერება და ა.შ), თვითონ შვილების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ (სულ გაბანძებას და დაძირვას რომ ცდილობენ ერთმანეთის, დამოკიდებულება ფავორიტი შვილის მიმართ და .ა.შ) თინეიჯერული ამბოხებები, ჰომოსექსუალიზმის მიმართ დამოკიდებულება, აკვიატებული რელიგიური ცრურწმენები
ისე ნერვებს მიშლიდა ფილმის განმავლობაში ის მომენტები, სადაც ყოველ უჩვეულო შემთხვევაზე, რომელიც მთავარ როლს უკავშირდებოდა, ცდილობდნენ ღმერთი და ღმერთის ნიშანი დაენახათ და გამისწორდა რო ბოლოს დაიგმო გარკვეულწილად ეგ ყველაფერი მთავარი გმირის მიერ ღმერთის ვერ მოძებნით
ძაან მომეწონა როგორცაა ფილმში ნაჩვენები რა გავლენას ახდენს ხოლმე ოჯახის რელიგიურობა თინეიჯერზე, ჯერ ბავშვობაშიზუსტად ისეთივე რელიგიური იყო, როგორც მშობლები ზრდიდნენ, მერე ათეისტიც გახდა თინეიჯერობისას, მაგრამ ბოლოს ისევ ღმერთის ძებნა დაიწყო და საბოლოოდ აგნოსტიკად დარჩა მე მგონი

ფირფიტას კიდევ სიმბოლური მნიშვნელობა გამოუვიდა, მამის და შვილების ურთიერთობის პონტში მე მგონი, ფირფიტის დამსხვრევით მე მგონი რეჟისორმა პესიმისტურად და ცოტა სკეპტიკურად დაამთავრა ფილმი, რომ იმ კაცის მსგავსი მშობელი მაინც ისეთივე დარჩება და შვილის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი ბევრს არაფერს სეცვლის დანარჩენების მიმართ, მიუხედავად რომელირაც ბოლო სცენისა, სადაც ეს კაცი თავის ცოდვებს აღიარებს, რომ არაა იდეალური მამა და შვილები ისეთები უნდა მიეღო როგორებიც არიან. შეიძლება დიდ მნიშვნელობას ვაძლევ მაგ ფირფიტას, მაგრამ მგონია რომ ეგ ფირფიტა უბრალოდ არ გატყდა, მით უმეტეს, რომ სიმღერის სახელი შვილების სახელებით იშიფრებოდა
მოკლედ ძაან მომეწონა, სასიამოვნო სანახავი და აზრიანია ძაან
პ.ს რეჟისორიც რწმენაში ჩამოუყალიბებელია ალბათ