მაინც და მაინც ამ საგამოცდო პერიოდში მაქვს არანორმალური სურვილი რომ რაც შეიძლება მეტი ფილმის ნახვა მოვასწრო დღეში

ხო და ეს გუშინ
Dark Shadows
http://www.imdb.com/title/tt1077368/?ref_=ttmd_md_nmვიზუალი აქ კარგი, ქასთი ძაან მაგარი მარა ესეთი მაგარი ქასთი ესე ცუდად თამაშობდეს არ მინახავს ჯერ

ზოგი ემოცია იმდენად ზედმეტადაა გამოხატული რო ეგრევე დაბალი დონის საპნის ოპერის ასოციაცია მიჩნდება და მგონია რო რამე მდარე ხარისხის ბრაზილიურ სერიალს ვუყურებ

აზრიც და თემაც არაფერი განსაკუთრებული
ევა გრინს ეგ როლი ვაბშე არ უხდება და არც იმიჯი <პრიჩოსკიან> წითელ პომადიანად :**
ბოლო სცენაში თავი რო სწყდება,ვერ იმაგრებს და ტანიც რო მოგრეხილი აქ მაგრად ამოვწყდი მაგაზე
მოკლედ რა, არ ვარგა ეს ფილმი
http://www.imdb.com/title/tt0443706/?ref_=tt_rec_ttZodiac
მაგარი ვიზუალი, მაგარი ქასთი, მაგარი თამაში, მაგარი ამბავი
უბრალოდ დამღლელია
რამდენჯერაც ჩამითრია ფილმმა იმდენჯერ მუღამი დავკარგე, მაგ პონტში მოსაწყენი იყო
არ ვიცი შეიძლებამე არ ვიყავი მუღამზე, მარა 3 საათიანი დეტექტივი უამრავი აღმასვლა-დაღმასვლით მოსაწყენია, თან კვანძის გახსნაც ისეთია რო უკმაყოფილების გრძნობას გიტოვებს, რადგან ვერ იპოვეს ზოდიაქი, ნუ ეგ ალბათ სხვანაირად ვერც იქნებოდა რადგან ნამდვილ ამბავზეა ფილმი, და ამიტომ ეს თვითონ მაგ ისტორიის მინუსი უფროა ვიდრე ფილმის
http://www.imdb.com/title/tt0446755/?ref_=nv_sr_1The Painted Veil
კარგია

ნახევარი ფილმი ძაან დაძაბულია, ფილმის დასაწყისი, მით უმეტეს, და სუ შეგრძნება მქონდა ნახევარი ფილმის განმავლობაში რო რაღაც ძაან ცუდი უნდა მომხდარიყო და გამისწორდა რო მეორე ნახევარი დადებიითად წარიმართა, მოულოდნელი იყო
თავიდანვე გასაგები იყო, რო ცოლ-ქმრიდან რომელიმე ქოლერათი მოკვდებოდა
მაგრამ მთავარიც ეგ იყო პრინციპში, ძირითადად ექიმის სიკვდილით და იმ ფრაზით ითქვა მთავარი სათქმელი, არ ღირს ზალისხმევსი დახარჯვა იმაზე რაც მალე მოკვდებაო
მარა ეს, რაც ზემოტ დავწერე, თვითონ ფილმს ნაკლებად ეხება, რადგან მოემის ნოველაზეა გაკეთებული
საერთო ჯამში თვითონ ფილმი კარგია ვიზუალის, ქასთის, შესრულების გამო