Interstellar (2014)

არ შემიძლია არ დავწერო, თუ როგორ მომეშალა ნერვები საკუთარ თავზე.
რომ 3 საათი ამ ფილმზე დავკარგე..
დიდს არც არაფერს მოველოდი, მაგრამ სულ ცოტა იმედი მქონდა
ლამაზი კადრების და სპეც-ეფექტების ნახვის, მაგრამ სულ ტყუილად !
165 000 000 $ სად წავიდა ფილმის ამხელა ბიუჯეტი?
მეგონა 70-80 იან წლებში გადაღებულ დაბალ ბიუჯეტიან Sci-Fi-ის ვუყურებდი
ან ამხელა ქრონომეტრაჟი რისთვის იყო საჭირო?
არც კი ვიცი რა გამოვყო ფილმში..
ალბათ საუნდტრეკი, რომელიც ყველანაირად ცდილობდა გაემძაფრებინა
ფილმში მიმდინარე მოვლენები..
ალბათ მომავალშიც გამოვა ნოლანის ფილმები, რომლებსაც 5 000 000 $ (ესეც ალბათ ცნობილი მსახიობების ჰონორარებია) ბიუჯეტით გადაიღებს,
დანარჩენ 160 000 000 $ -ს კი თავისი ნაგვის გაპიარებას მოახმარს, რომ მაყურებელი კინოთეატრებში შეიტყუოს..
ჰო კიდევ ფილმში იმდენი ცრემლი იღვრება, მგონი ბრაზილიურ სერიალებში არ არის ამდენი..
ფილმის ყურებისას გამახსენდა, თუ რამდენი კარგი ფილმია ამ ჟანრში.
მაგალითად დენი ბოილის Sunshine, რომელიც ძალიან ლამაზია დაწყებული კადრებიდან დამთავრებული მუსიკით..
რაც შეეხება სპეც-ეფექტებს, ბოლო წლების ფილმებიდან Oblivion მახსენდება..
"Under unnatural circumstances, I forget about your vain pretenses.
But if you want to recreate the sea, another sky for me, I got you."
~It doesn't matter what you create, If you have no fun.
"I really believe there are things nobody would see if I didn't photograph them."
✖✖
NZ