Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
კინემატოგრაფია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(103)
« პირველი
...
99
100
[101]
102
103
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
კრისტოფერ ნოლანი / Christopher Nolan
საუკეთესო ფილმი?
Following
[
5
]
[1.52%]
Memento
[
26
]
[7.90%]
Insomnia
[
4
]
[1.22%]
Batman Begins
[
4
]
[1.22%]
The Prestige
[
28
]
[8.51%]
The Dark Knight
[
61
]
[18.54%]
Inception
[
76
]
[23.10%]
The Dark Knight Rises
[
17
]
[5.17%]
Interstellar
[
107
]
[32.52%]
Oppenheimer
[
1
]
[0.30%]
Total Votes: 329
Guests cannot vote
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
WesterYou
some call me the space cowboy
ჯგუფი: Members
WesterYou
some call me the space cowboy
ჯგუფი: Members
წერილები: 2880
წევრი No.: 117488
რეგისტრ.: 23-June 10
#62674362
· 24 Jul 2026, 11:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნამდვილად შთამბეჭდავი ფილმია, რა მოლოდინიც მქონდა ის მასშტაბი იყო გადმოცემული, ძალიან ძლიერი ვიზუალური თრიფია და შეიძლება რაღაც მოლოდინებს გადააჭარბა კიდეც და რაღაც ნაწილში ვერც. როცა გამოვა 4კ ვერსია უეჭველი ვუყურებ თავიდან ძალიან კარგი ხარისხით.
პირველ რიგში, მსახიობები კარგად ასრულებენ თავიანთ როლებს, რობერტ პატინსონი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟია, მეტ დეიმონი დამაჯერებელია და კარგად გადმოსცემს ოდისევსის სიმტკიცეს. ტომ ჰოლანდისგან არ მოველოდი იმ შესრულებას რაც დადო. პენელოპეზე არ გადავირიე.. ზედმეტი ბოტოქსი და პლასტიკა დაუწყია ენ ჰეტევეის და ვერ მოვინუსხე მისი სილამაზით. ისე ეგ და ტომ ჰოლანდი მართლა დედაშვილს გვანან.. მეტ დეიმონის და ჰოლანდის მამაშვილობაზე რა გითხრათ.
სხვა პერსონაჟები არ ვიცი განსაკუთრებული სქრინ თაიმი არავის ჰქონია, არც სცენა მოუპარავს მაინც და მაინც ვინმეს.. კირკეს და ევმეოსი როლს ვინც ასრულებენ კარგები არიან ორივე მსახიობი და შესრულებაც კარგი იყო. თვითონ ოდისევსის სასტავიდან დიდად ვერავის გამოვყოფ.. ასევე, შარლიზ ტერონი შარლიზ ტერონია.. ჯონ ბერნტალი იყო კარგი მაგრამ აქაც ფანიშერია ჩემთვის.. აგამემნონის კოსტუმი სერიოზული აურაფარმია.. მიუხედავად იმისა, რომ აგამემნონს ოდისევსთან რეალურად მხოლოდ ერთ წუთიანი დიალოგი აქვს, ამ სცენაში დიდებული აბჯრის მიღმა ცოლის ღალატით განადგურებული და გატეხილი ტიპი არის.
მომწონს რომ აგამემნონი ურჩევს გადაცმული დაბრუნდეს ითაკაზე და ჯერ სიტუაცია შეაფასოს.. ძან ბევრი პატარა დეტალია მოკლედ ფილმში გადაკეთებული ისე რომ ჩემი აზრით უფრო მოუხდა ისტორიას და ფილმს.. თუნდაც ბოლოს პლოტ ტვისტი რაცაა, რომ ათენა რა სახითაც ეცხადებოდა იმ გოგოს სახე იყო, რომელსაც ტროას დარბევისას სალოცავის წინ ყელი გამოჭრეს და ყველაზე მძიმედ დაამახსოვრდა.. ანუ შეიძლება ათენას სახით თავისი სინდისიც კი ელაპარაკებოდა და არაფერ შუაშია მანდ ღმერთები..
ზოგადად მომწონს როგორ განხორციელდა ის იდეა, რომ ფილმი შეგნებულად დადის იმ ზღვარზე, სადაც გაურკვეველია ღმერთები უბრალოდ ბუნებრივი მოვლენების პერსონიფიკაციაა თუ მართლა რეალური არსებები არიან. კიდევ ერთი დეტალი რაც მომეწონა არის რომ ფილმში ამბავი არის გადმოცემული და მოთხრობილი ოდისევსის მიერ კალიფსოს დიალოგიდან ანუ ამ მომენტიდანაა ოდისევსის ისტორია მაყურებლისთვის დაწყებული და ეს კალიფსო ლოტოსის ყვავილს აჭმევს ლობიოსავით. ეს ცალკე აჩენს ეჭვებს, რომ რეალურად მონსტრები და ღმერთები რეალურად არ არსებობენ და ეს ყველაფერი ომგამოვლილი და დატრამვული ადამიანის წარმოსახვა, შეიძლება ჰალუცინაციაც იყოს. ასევე ცალკე შეგიძლია ძალიან ბევრი რამ კონტრარგუმენტად მოიყვან ამ მოსაზრების წინააღმდეგ და თქვა რომ მაგალითად ჰადესის სცენაში ოდისევსი რომ იგებს ისეთ ინფორმაციას რასაც ვერ შეიტყობდა სხვანაირად და ასე შემდეგ ეს ადასტურებს რომ მართლა იყო ამ ადგილებში.
ლესტრიგონების სცენაზეც უნდა ვთქვა, ეფექტების გარეშე რომაა გააკეთებული ძალიან რეალური და უმოწყალო ჩანს, ეგეთი წყვეტა და ჟლეტა სხვა ფილმში სადაა არ ვიცი, სერიოზულად შემეცდოენენ :დ.
ასევე, მუსიკა განსაკუთრებულ ატმოსფეროს აძლევს ფილმს და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა ნამდვილად. ჰანს ციმერი არაა მაგრამ რაღაცა სხვაა და ორიგინალურია ძალიან. შეეძლოთ რომ რაღაც ეპიკური ძველბენრძნული სტილის ჰანგები ყოფილიყო მთელი ფილმი, მაგრამ მუსიკა მარტო ფონს არ ავსებს, თვითონ ყვება ისტორიას ცალკე და პირდაპირ რაღაც მომენტებში ფეთქდება და სცენებს ძალიან ზუსტად აზის. თითოეულ ლოკაციას თავისი მუსიკალური სქორი აქვს, ეს არაფერი ახალი არაა მაგრამ, ციკლოპის სცენები მძიმე და დამთრგუნველად ჟღერს, ძალიან კარგად იყო გაკეთებული სცენა და რაღაც არანორმალურად მაღალი ყვირილის ხმა იყო როცა თვალში დაარტყეს, მაგრამ მერე რომ ლაპარაკობს ისმის როგორ წყევლის ამათ, ეუბნება პოსეიდონს დამაბრმავეს და შური იძიეო მამაო, ოღონდ 6 კაცი ვიყავით და ეგ აზრი გამოვიტანეთ ნორმალურად ვერცერთმა გავიგეთ სრული წინადადება. როცა ამას ლაპარაკობს სხვადასხვა ხმები ისმის, სხვადასხვა ტონალობაზე და ეგ დეტალიც მომეწონა, ამ ციკლოპის სახელი პოლიფემე მრავალხმიანს ნიშნავს და ანუ თავისი ჰორორ მომენტები ჰქონდა ამ სცენებს. აქ უბრალოდ რაც არ მომეწონა არის რომ ოდისევსის გამჭრიახობა არ გამოჩნდა როცა მოატყუებს დაათრობს და ასე შემდეგ, ერთადერთი იმ ნაწილში ჩანს რომ ყელი არ გამოვჭრათ ვეღარ გავალთო და მაგას რა მიხვედრა უნდოდა.
ფილმის განმავლობაში მეორდება მელოდიები, რომლებიც ოდისევსს, პენელოპესა და ითაკას უკავშირდება, ნელ-ნელა ერთმანეთს ერწყმის, მათი საბოლოო შეხვედრის ემოციას კიდევ უფრო აძლიერებს. ტროას დარბევის სცენა კარგად იყო გაკეთებული და მომეწონა რომ ყველაფერი იყო ოდისევსის პერსპექტივიდან ნაჩვენები. აქაც, ინტენსიურ სცენებში მუსიკა კარგადაა შერჩეული მაგალითად, ტროას კარის გახსნის ეპიზოდში დაჩქარებულმა რიტმმა სერიოზულად დამძაბა.
კიდევ ათასი რაღაცის დაწერა შეიძლება, თუმცა ფინალსაც აუცილებლად უნდა შევეხო. 2024 წლის The Return-ს თუ შევადარებთ, იქ სასიძოების დახოცვის სცენა ალბათ უფრო კარგად არის გაკეთებული, თუმცა აქ ეს ეპიზოდი უფრო ინტენსიური იყო. ტელემაქე მთელი ფილმი საკმაოდ უსარგებლო ბავშვად არის გამოყვანილი ოდისევსი რო 100 კაცს კლავს ეს ერთს ვერ ერევა მთელი ეგ პერიოდი. მართალია, ფილმში არის მომენტი, სადაც თითქოს თავისი ქმედებით სიტუაციას გადაარჩენს მაგრამ მაინც. კარგადაა ისე ნაჩვენები ისიც რომ თავიდან უფრო ეგოისტური მიზეზებით უნდა მამისის ამბის გაგება და მოძებნა იმიტომ რო მეფობა უნდა თვითონ რეალურად.
საბოლოო შეფასება: ნოლანის ტოპ 5-ში არის ჩემი აზრით, მე-5 მაინც. ტოპ 3ში არ არის.
This post has been edited by
WesterYou
on 24 Jul 2026, 11:35
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Paulleger7
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Paulleger7
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1605
წევრი No.: 271282
რეგისტრ.: 4-September 23
#62674375
· 24 Jul 2026, 12:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
1. სამეფოში მიმდინარე მოვლენები იყო არადამაჯერებელი, ტელემაქეს ერთადერთი მცველი იყო ბრმა კაცი და მენტორი ( ანარქიის შვილებიდან ) რომელიც საერთოდ არ ჩანდა მაშინ, როცა ვიღაცა არარაობები აბუჩად იგდებდნენ უფლისწულს, ლამის მოკლეს კიდეც პირდაპირ სუფრაზე. ანუ 1 ლოკაციაა, რომელიც არ იცვლება - სადაც დღე და ღამე ვიღაცა მაცხოვრებლები გულაობენ, ვინც ან ომს აარიდა თავი ან უბრალოდ ასაკის გამო არ მოუწია წასვლა და არანაირ პატივისცემას არ იჩენენ 20 წლის განმავლობაში დედოფლის წინ მჯდომები ? უფლისწულს და დედოფალს 1 დამცველი არ ყავს ბრმა კაცის გარდა, რომლებიც 20 წელია გულაობენ, შეურაცხყოფას აყენებენ გვერდით ოთახში მყოფ დედოფალს და აქამდე აჯანყება არ მოუწყვიათ ? განლაგება და რუტინა სამეფოსი, იყო არადამაჯერებელი. ფაქტობრივად სამეფო ბირჟა იყო გაკეთებული, ცუდი ბიჭებით გატენილი, რომლებიც ყოველდღე ღვინოთი და ხორცით ძღებიან, აფურთხებენ ყველას და ყველაფერს, უფლისწულს დანას უტრიალებენ ყელზე, კითხვა ჩნდება - თუ ასეთი მდგომარეობაა, აქამდე რატომ არავინ არ მოაწყო აჯანყება. ეგაა აბსურდი. თვითონ განლაგება სამეფოსი, იყო არადამაჯერებელი და საბავშვო ბაღის დონე. მეტი სირთულე ჭირდებოდა და სერიოზულობა გარემოს ჩამოყალიბებას, ისევე როგორც გლადიატორშია. ძაან მიშვებული გარემოა. სოფლად არავინ არაა მაცხოვრებელი, ნორმალური ადამიანი გარდა იმ ბრმა კაცისა რომელსაც მეურნეობაც აქვს და ვისაც უნდა მივა, გაძარცვავს ? მოკლედ გარემო იყო ზედმეტად ბავშვურად აგებული, არადამაჯერებელი.
2. აგამემნონის ეპიზოდების იდუმალება მესმის და არ იყო ცუდი გადაწყვეტილება. ამით შენარჩუნდა მისტიკა და სიძლიერე, მაგრამ საბოლოო ფინალი მისი გაადამიანურება, ყველაფრის მიუხედავად - რაც ტროას ომის შემდეგ დაემართა, საინტერესო და გულდასაწყვეტი მოცემულობაა, რაც მომეწონა.
3. კალიფსოს ეპიზოდი იყო უაზრო დიალოგებით სავსე და ძალიან პათეტიკური რეაქციებით. მოტივი მიჩქმალული იყო. მაქედან წამოსვლის სცენა კი პირდაპირ გადმოკოპირებული იყო "The Dark Knight Rises" - ის ორმოს სცენიდან, ციხე - გმირი ბრუნდება და დაგბურძგლოთ. ჯარისკაცების ქცევები და მუდმივი შიში ღალატის, ბევრჯერ ლოგიკას აცდენილი იყო. ვიღაც მეტყვის რომ წიგნში ეგრე წერიაო და აბა რა ექნაო, უამრავი წიგნი გადაუღია დიდ რეჟისორს, სადაც ისეაქ ყველაფერი გადმოცემული რომ ბოლომდეა დაყვანილი არადამაჯერებლობა. რეჟისორი მაგიტო ხარ, რომ შენი ვარიანტები და ხელწერა შეიტანო ნამუშევარში, არ გააკეთო ცივად.
მთავარი სისუსტე იყო, თავად სამეფოების ცუდი და ბავშვური გადმოცემა, ბევრად მეტი სირთულის შეტანა შეიძლებოდა, ვიზუალურად მეტად დამაჯერებელი ატმოსფეროსი, მაგალითად როგორც ბეჭდების მბრძანებელშია ან სამეფო კარის თამაშებში. შიდა ინტრიგები, ცივად იყო გადმოცემული და ფასი დაეკარგა ფინალურ სცენას ამის გამო. მოგზაურობისას განცდილი დაბრკოლების გადაღებებიდან, ვერ იტყვი რომ სუსტი გაკეთებულია, უბრალოდ მთლიანი ფონი უკარგავს ფასს. მეთ დეიმონის პერსონაჟი კარგად არის გაშლილი, რადგან კარგი მსახიობია. მენელაოსი კარიკატურულად მაგარი ბიჭია, ჯონ ბერტნალი რომელიც Punisher პერსონაჟს აცოცხლებს და ისეთი დიალოგიაქვს ტელემაქესთან, რომ იგრძნობა მეგობრობა, მაგრამ ახსნა არააქვს თუ რატომ არ ეხმარება მას, თუკი ამხელა პატივს სცემდა მის მამას და თუკი ასე გულახდილ რჩევებს აძლევს, ანუ მათი დიალოგი აბსოლიტურად მოკლებულია აზრს. ფინალური სცენის კულმინაცია უაზროდ იწელება, არ მინდა სპოილერი ვისაც ნანახი არააქვს და არც წაკითხული, თუმცა კულმინაცია უაზროდ გადაწელილია - ეგ ჩვევია ნოლანს, ზოგადად უყვარს კულმინაციები რაც ბეტმენის მესამე ნაწილშიც გამოჩნდა, ან როცა გმირი მკვდარი გონია ყველას, დაუძლურებული და ის მაინც ბრუნდება " The Dark Knight Rises ". ძალიან გავდა AI ფილმს ჩემი აზრით.
TENET ახლოს დავაყენებდი ამ ფილმს, ოდნავ უსწრებს. ვინც იტყვის, რომ წიგნში ეგრე წერია და რა ექნაო, აბა დენის ვილნევს გადაეღო მსგავსი მასალა, ან უფრო სერიოზულ რეჟისორებს. Dune საერთოდ არ მოეწონა დევიდ ლინჩს, რაც თავად გადაიღო. ამის გამო ლამის კარიერა დაასრულა და ეგ მასალა, ლინჩის უამრავი შტრიხი, ხელწერა - აიღო ვილნევმა და უფრო დავარცხნილი, ვიზუალურად გამდიდებული, სიცოცხლე შეძენი გადმოდო.
* * *
(IMG:
https://img.forum.ge/J_4iW3irvinUuK.jpg
)
ეს კი ნათელი მაგალითი იმ ლეგენდარული TOP 250 ფილმისა, რომელსაც წლების განმავლობაში ყველა აქებდა ხოლმე, სანამ ფასი ქონდა. ანუ იქამდე სანამ ვირუსულად არ დაიწყეს ფილმების რეიტინგის ბერვა, რადგან ხელოვნური პიარი მომხდარიყო.
რას ვხედავთ, #53 ადგილი - Modern Times // ჩაპლინის აბსოლიტური, უნაკლო შედევრი, იმდენი თემით შიგნით და ისეთი იუმორით, რომელიც ნებისმიერ დროს უძლებს. #54 Once Upon a Time in the West - ფილმების ფილმი. #53 City Lights - კინოს ერთ-ერთი დედაენა. #57 Apocalypse Now კოპოლას უდიდესი შედევრი, დაუვიწყარი ფილმი და მის ქვემოთ ოდისეა #56 ადგილზე, შესაძლოა მოიმატოს კიდეც. ქვემოთ ხედავთ Avenger და Spiderman. კუბრიკის შედევრები უკვე ჩახაზა ამ ფილმებმა.
მოკლედ, ასეთ დღეში აგდებს დღეს ინტერნეტი რეალურ ხელოვნებას, როგორც ჯეიკ პოლს უწერია რეზიუმეში რომ მაიკ ტაისონი დაამარცხა და რა ? ვინმე მოედავება 50 წლის შემდეგ ჯეიკ პოლის ოჯახს, რომ რკინის მაიკი დამარცხებული არ ყავს რინგზე ?
* * *
ისე გამომივიდა ძაან გავათახსირე ფილმი, თუმცა იმის თქმა მინდოდა, რომ ანუ რა რეიტინგიც დადო და რა გამოხმაურებაც, რომ შედევრია ამის საპასუხოდ დავწერე მხოლოდ და მხოლოდ. თორე როგორც ფილმი რეალური რეიტინგის საზომი რომ იყოს ჩვეულებრივად იქნებოდა 7.4 ან 7.5 ძველი სისტემით. ანუ არაა ცუდი საყურებელი და ბევრი რამე აძლევს ამ რეიტინგსაც და მართლაც ეკუთვნის. თუმცა შედევრობა რავი...
აი ჟანრის შედევრი...
This post has been edited by
Paulleger7
on 24 Jul 2026, 12:08
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pra_rezi
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
pra_rezi
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7292
წევრი No.: 7325
რეგისტრ.: 16-November 04
#62674886
· 24 Jul 2026, 21:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Paulleger7
QUOTE
აი ჟანრის შედევრი
აი ეს აღარ უნდა დაგეწერა :)
კაი რა
ძველი ოდისეი რომ გეთქვა გავიგებდი კიდე
7 +საათი იყო მგონი
მაგრამ რაის 300 სპარტანელი?:)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
overlorder
ჩებურეკი
ჯგუფი: Registered
overlorder
ჩებურეკი
ჯგუფი: Registered
წერილები: 1951
წევრი No.: 108986
რეგისტრ.: 11-January 10
#62674888
· 24 Jul 2026, 22:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
აი ჟანრის შედევრი...
აქ გაზვიადებულია ისედაც ისტორია + ფრენკ მილერის კომიქსის 300-ის ადაპტაცია არის. თავის დროისთვის და ეხლაც საკმაოდ საკაიფოდ იყურება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Pannialny
დედამიწა სამკუთხედია
ჯგუფი: Members
Pannialny
დედამიწა სამკუთხედია
ჯგუფი: Members
წერილები: 2291
წევრი No.: 267710
რეგისტრ.: 3-September 22
#62674918
· 24 Jul 2026, 22:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აპოკალიპტო გადავიმეორე
ნოლანი ვერ გადაიღებდა დაგენაძლევებით :up:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ratomac aRa
Sigara içilmez
ჯგუფი: Members
ratomac aRa
Sigara içilmez
ჯგუფი: Members
წერილები: 77254
წევრი No.: 122045
რეგისტრ.: 4-October 10
#62674952
· 24 Jul 2026, 23:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
TENET ახლოს დავაყენებდი ამ ფილმს, ოდნავ უსწრებს.
+1
შავი ელენე მაინც ვერ ამოვხსენი, თეთრკანიანი რომ ყოფილიყო რას ვერ გადმოსცემდა?
ათენაც ვერ ქაჩავდა, ანუ ვიღაც ბავშვი არ იყო აშკარად, კანის ფერზე არაა
QUOTE
კალიფსოს ეპიზოდი იყო უაზრო დიალოგებით სავსე და ძალიან პათეტიკური რეაქციებით
აქაც უკეთესად შეიძლებოდა, თითქის სადღაც დააკლო, სადღაც უაზროდ აურია
თუმცა კაი მომანტებიც იყო და აი ეს გაფუჭებულები რომ არა ბევრად საკაიფო ფილმი იქნებოდა
QUOTE
პირველ რიგში, მსახიობები კარგად ასრულებენ თავიანთ როლებს, რობერტ პატინსონი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟია, მეტ დეიმონი დამაჯერებელია და კარგად გადმოსცემს ოდისევსის სიმტკიცეს. ტომ ჰოლანდისგან არ მოველოდი იმ შესრულებას რაც დადო. პენელოპეზე არ გადავირიე.. ზედმეტი ბოტოქსი და პლასტიკა დაუწყია ენ ჰეტევეის და ვერ მოვინუსხე მისი სილამაზით. ისე ეგ და ტომ ჰოლანდი მართლა დედაშვილს გვანან.. მეტ დეიმონის და ჰოლანდის მამაშვილობაზე რა გითხრათ
არც უნდა ყოფილიყო ლამაზი, საკმაოდ ასაკში მყოფი ქალია მანდ
პატინსონი კაი იყო კი, ლეგუიზამოც, ჰოლანდი ზენდაიასავით არც იქეთაა, არც აქეთ, არასდროს რომ არ გაიხსენებ ისეთი მსახიობია
QUOTE
აგამემნონის ეპიზოდების იდუმალება მესმის და არ იყო ცუდი გადაწყვეტილება. ამით შენარჩუნდა მისტიკა და სიძლიერე, მაგრამ საბოლოო ფინალი მისი გაადამიანურება, ყველაფრის მიუხედავად - რაც ტროას ომის შემდეგ დაემართა, საინტერესო და გულდასაწყვეტი მოცემულობაა, რაც მომეწონა.
ესეც კაი იყო, ანუ სადაც ტვინი გაარხია კარგად გამოუვიდა ნოლანს
პ.ს. დართ ვეიდერივით რომ ჩნდება საკმაოდ ეფექტური იყო
QUOTE
თვითონ განლაგება სამეფოსი, იყო არადამაჯერებელი და საბავშვო ბაღის დონე. მეტი სირთულე ჭირდებოდა და სერიოზულობა გარემოს ჩამოყალიბებას, ისევე როგორც გლადიატორშია. ძაან მიშვებული გარემოა. სოფლად არავინ არაა მაცხოვრებელი, ნორმალური ადამიანი გარდა იმ ბრმა კაცისა რომელსაც მეურნეობაც აქვს და ვისაც უნდა მივა, გაძარცვავს ? მოკლედ გარემო იყო ზედმეტად ბავშვურად აგებული, არადამაჯერებელი.
კი მანდ მიაფუჩეჩა, თუმცა ალბათ 2 სერიანი ფილმი უკეთესი გამოვიდოდა, აი ქილ ბილივით რომ ექნა, 1 ფილმად ძნელია ამდენი რამე ჩაატიო
QUOTE
თუნდაც ბოლოს პლოტ ტვისტი რაცაა, რომ ათენა რა სახითაც ეცხადებოდა იმ გოგოს სახე იყო, რომელსაც ტროას დარბევისას სალოცავის წინ ყელი გამოჭრეს და ყველაზე მძიმედ დაამახსოვრდა.. ანუ შეიძლება ათენას სახით თავისი სინდისიც კი ელაპარაკებოდა და არაფერ შუაშია მანდ ღმერთები..
შეიძლება, მაგრამ ოდისეა ღმერთების გარეშე სად გაგონილა? არ გამოდის რა
ერთ მომენტში თავის ხალხს რომ ეუბნება ცრურწმენებს მორჩითო, მანდაც შეიძლება იმის თქმა რომ ღმერთების გარეშე მიყავს სიუჟეტი, მაგრამ მაინც არ გამოდის საბოლოო ჯამში, რა ცრურწმენებს მორჩით შე ჩემა ქრისტეშობამდე დროა, ძველი საბერძნეთია :დ
QUOTE
ლესტრიგონების სცენაზეც უნდა ვთქვა, ეფექტების გარეშე რომაა გააკეთებული ძალიან რეალური და უმოწყალო ჩანს, ეგეთი წყვეტა და ჟლეტა სხვა ფილმში სადაა არ ვიცი, სერიოზულად შემეცდოენენ :დ.
ესეც კაი იყო, ალბათ ცოტა მეტი სიკვდილიც შეიძლებოდა, მანდ ყველაზე მეტი ზიანი მიიღო მთელ ოდისეაში, ისევ და ისევ 1 ფილმად გადაღების ამბავია, ტარანტინოს რომ ეგრე გადეღო ბილი ეგეც მიაფუჩეჩებდა ასე მგონია
QUOTE
ციკლოპის სცენები მძიმე და დამთრგუნველად ჟღერს, ძალიან კარგად იყო გაკეთებული სცენა და რაღაც არანორმალურად მაღალი ყვირილის ხმა იყო როცა თვალში დაარტყეს
მანდ ის დააკლდა რომ ეუბნება არავინ მქვიაო, ანუ ჭკუა სადაც გამოიჩინა, ეგეც მინუსია ფილმის, ოდისევსის გამჭრიახობა არ გამოაცინა რეჟისორმა
ასევე ბოლოს რომ ძახის ოდისვევსი ვარო, უკვე სამშვიდობოს გასული, სადაც მაგრად მიქარა, ეგეც ენახებინა ჯობდა ალბათ, მიავწეროთ ეგეც სიუჟეტის ხანგრძლივობას
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
hellsurvivor
Breaking The Law
ჯგუფი: Members
hellsurvivor
Breaking The Law
ჯგუფი: Members
წერილები: 9057
წევრი No.: 31885
რეგისტრ.: 23-March 07
#62675923
· 26 Jul 2026, 01:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
წალეკა ტვიტტერი ამ ფილმმა, ვუყურე 7/10, არაა ცუდი ფილმი, მაგრამ ისეთი ფილმია რომ მეორეჯერ არ უყურებ ...
მასკმა გაუჩალიჩა ნოლანს ...
This post has been edited by
hellsurvivor
on 26 Jul 2026, 05:02
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
DATOIA
Protagonist
ჯგუფი: Members
DATOIA
Protagonist
ჯგუფი: Members
წერილები: 27373
წევრი No.: 93555
რეგისტრ.: 13-June 09
#62675961
· 26 Jul 2026, 05:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
შავი ელენე მაინც ვერ ამოვხსენი, თეთრკანიანი რომ ყოფილიყო რას ვერ გადმოსცემდა?
ისე რაღაც პონტში არ იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი შავი ქალები...
თან ორივე ძმას რომ შავი ცოლი ჰყავდა, თითქოს რაღაც ტრენდი იყო რა მეფეებში :D
ალბათ ის თემაა, რომ იმ ცივილიზაციაში და ეპოქაში, ლამაზი და სექსუალური შავი ქალი უფრო ფასობდა, ვიდრე თეთრი ? ნოლანის ხედვით..
---
თვითონ ფილმი იყო ###ობა და ჯობდა ან არ გადაეღო ან 2-3 ნაწილად ალბათ..
იმიტომ რომ ბევრი ისტორიაა და სწრაფ-სწრაფად ხდება თითოეულის გავლა, თუ წიგნი არ გაქვს წაკითხული - კონტექსტს და სიტუაციას ვერ იჭერ ბოლომდე.
ერთი პატარა ჰობიტიდან გამოწუწნა ჯექსონმა 3 კინო ბოლო-ბოლო...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Sniki
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
Sniki
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 35355
წევრი No.: 131379
რეგისტრ.: 17-May 11
#62675983
· 26 Jul 2026, 08:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მკვდრების სცენა :up:
ზევსის წესის დარღვევის სინანული :up:
სასიძOების რემბოს სტილში ხოცვა :down:
და ქართულ თარგმანს #####ან კინოშიც კი დედის ტრაკი
This post has been edited by
Sniki
on 26 Jul 2026, 08:37
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Paulleger7
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Paulleger7
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1605
წევრი No.: 271282
რეგისტრ.: 4-September 23
#62676441
· 26 Jul 2026, 21:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Sniki
მანდ ვარ მეც, იყო მაგარი სცენები და იყო ერთმანეთზე მიყრილი, უაზრო დიალოგები ან სცენები. არადა მართლა ძლიერი ფილმის შექმნა შეეძლო სრულყოფილის. ზემოთ დაიწერა და აბსოლიტურად ვეთანხმები სამი ნაწილი უნდა ყოფილიყო მინიმუმ, ისევე როგორც ვილნევმა გააკეთა Dune. ამ შემთხვევაში უკვე, ნოლანი არ იჩქარებდა და მეტად გაამახვილებდა დეტალებზე ყურადღებას. ძალიან სწორი მიდგომაა ეგ, შეიძლება მერე როგორც Dune - არის, 1 ფილმად რო ყოფილიყო ბევრი საინტერესო ვიზუალური სცენა აღარ გვქონოდა და რეჟისორს ამოეღო უამრავი რამე.
ნუ რეიტინგების მიხედვით, შეიძლება უკვე არის შედევრი ხალხისთვის, რადგან აბსოლიტურად ყველა კინო საიტზე, უმაღლესი შეფასებები აქვს და შესაძლოა ნოლანს მაინც გამოუვიდა რაც უნდოდა. თუმცა ნოლანის ძველი ფანი ვარ პირადად მე, ინტერსტელარის შემდეგ ვეღარ ვიკაიფე, თუმცა მანამდე ყველა მაგისი ფილმი მაგრად მიყვარდა. ამიტომ რა ჟანრიც შეუძლია და რა სტილიც გააჩნია - მაგას რო ვეღარ ვიღებ ეგ მიტყდება. ვიცი ამ რეჟისორის უნარები.
This post has been edited by
Paulleger7
on 26 Jul 2026, 21:44
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ratomac aRa
Sigara içilmez
ჯგუფი: Members
ratomac aRa
Sigara içilmez
ჯგუფი: Members
წერილები: 77254
წევრი No.: 122045
რეგისტრ.: 4-October 10
#62678746
· 29 Jul 2026, 20:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
(IMG:
https://img.forum.ge/P_Sijhir-in5nD.png
)
QUOTE
ქართულ თარგმანს #####ან კინოშიც კი დედის ტრაკი
ამბობენ ორიგინალი უარესი, რუსულად ვნახავ მერე კიდე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ჩოჩი
ნამდვილი მამაკაცი
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ჩოჩი
ნამდვილი მამაკაცი
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1069
წევრი No.: 278541
რეგისტრ.: 24-July 26
#62679191
· 30 Jul 2026, 09:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ratomac aRa @ 29 Jul 2026, 20:00 )
QUOTE
ქართულ თარგმანს #####ან კინოშიც კი დედის ტრაკი
ამბობენ ორიგინალი უარესი, რუსულად ვნახავ მერე კიდე
ამის დედაც ჯეკ :givi:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Magicman
closed nakhuy :@
ჯგუფი: Members
Magicman
closed nakhuy :@
ჯგუფი: Members
წერილები: 14148
წევრი No.: 149108
რეგისტრ.: 17-May 12
#62680900
· 31 Jul 2026, 20:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კარგი იყო ნამდვილად მეც მომეწონა
9/10 :yes:
პროსტა ზენდაია რა შუაში იყო
და რობერტ პატინსონი უქრინჯესი იყო იმენა :facepalm:
პ.ს რამხელა ხმაზე აქვთ ბიჭO ფილმები IMAX ში, დაუწიე ეგ დედამოტYნული
ბრძოლის სცენებზე დავყრუვდი კინაღამ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Pannialny
დედამიწა სამკუთხედია
ჯგუფი: Members
Pannialny
დედამიწა სამკუთხედია
ჯგუფი: Members
წერილები: 2291
წევრი No.: 267710
რეგისტრ.: 3-September 22
#62682744
· 3 Aug 2026, 16:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(KickOff @ 29 Dec 2024, 00:51 )
QUOTE
(Lasha97 @ 24 Dec 2024, 20:21 )
Christopher Nolan’s next film will be an adaptation of Homer’s Odyssey
Starring Tom Holland,
Zendaya
, Anne Hathaway, Matt Damon, Lupita Nyong’o and Robert Pattinson
(IMG:
https://img.forum.ge/J_5ijji6XinKVk.jpg
)
(IMG:
https://img.forum.ge/J_SijjiLOin5eU.jpg
)
:drug:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ratomac aRa
Sigara içilmez
ჯგუფი: Members
ratomac aRa
Sigara içilmez
ჯგუფი: Members
წერილები: 77254
წევრი No.: 122045
რეგისტრ.: 4-October 10
#62683231
· 4 Aug 2026, 00:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეს კირკე მედეას მამიდა რომ არის იცოდით?
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
კინემატოგრაფია
|
იქით
»
Pages:
(103)
« პირველი
...
99
100
[101]
102
103
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0622 ] [ 14 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.