Dark Knight Trilogy -ს ყველა თემა დახურულია.
ორი წლის მერე ვნახე ფილმი rises ისევ, 3 საათი შევედი იქ.
2 წლის გადმოსახედიდან, ეიფორიიდან გამოსული მდგომარეობიდან ჩემი შეფასება.
ჰით ლეჯერის სიკვილმა, ბევრი რამ შეცვალა. უარყოფითი - ბომბის და დეტონატორის თემა, რა კარგადაც არ უნდა იყოს ეს გადაღებული თემა არ ვარგა.
დიდი უარყოფითი - ტალიას სიკვდილის მომენტი, ასეთი რამ ნოლანს არ უნდა დაეშვა. ძალიან არაბუნებრივად თამაშობს, შორენა ბეგაშვილი უკეთესად ითამაშებდა სიკვდილს. რატომ მიუდგა როლს ასე არასერიოზულად მარიონ კოტიარი ვერ ვხვდები.
რაც მე არ მომეწონა ასევე - გორდონ-ლევით- ბლეიკ- რობინი, ჩატენილია ეს ტიპი ფილმში. რიგითი პოლიციელი უცბათ აქციას გმირად, აჩრდილების ლიგის იქით თითქმის არავინ არ იცოდა ბრუსის საიდუმლო, ამან თურმე გაშიფრა. ცოტა ხელოვნურად მეჩვენა, ამ რიგითი გმირის მთავრად წარმოჩენის მცდელობა, როცა ტიპი არაფრით გამორჩეული არ არის.
ბეინი - რატომ გაჩდა კითხვები მასზე არ ვიცი, დასაწყისშივე ითქვა რომ იყო დაქირავებული მებრძოლი - თავისი ბანდით, რომლებსაც აქვთ მოწყობილი რევოლუცია აფრიკაში.
საშიში ტიპია ნამდვილად, მაგრამ მას ჯოკერს ვერც კი შევადარებ. DN-ში ბეტმენი ფორმაშია, აქტიურ მოქმედებაშია, სრული კონტროლი აქვს ქალაქში მომხდარ რაიმე მცირე დაჯგუფებაზეც კი. DNR-ში კი 8 წელი გდია სადღაც, აღებული აქვს ხელი ბეტმენობაზე, ქალაქზე კონტროლი სრულად აქვს დაკარგული. ფორმაში მყოფი ბრუსი ამ ქმედებას საწყისშივე ჩაკლავდა და არ მისცემდა უფლებას, ვინმეს მისი ორგანიზაციის ქვეშ საშიში დაჯგუფება გაეკეთებინა.
ლეჯერის სიკვდილიდან გამომდინარე კრისი 1 ნაწილს მიუბრუნდა, და შემოვიდა გმირი, რომელსაც ისევ ქალაქი განადგურება სურს.
ჯოკერი იდეები კი ბევრად დიადია,მას უნდა აჩვენოს ადამიანის სისუსტე, მათი სიყალბე - საჭიროების შემთხვევაში ეს "სათნო" ადამიანები დაივიწყებენ სიკეთეს. ქაოსი ყველას ობიექტურია.
თუნდაც ეს
Madness is Like Gravity All it takes is a little push
ბეტმენს, ფილმს ნიღმიან კაცზე სერიოზულად ბევრი არ უყურებს, გასაგებია კომიქსია. მაგრამ ჯოკერში შერწმულია და რეალობაში განხორციელებულია ბევრი ფილოსოფოსის იდეაა, ჩანს ნიცშე, კანტი... ეს მცირე ბიძგის შესახებ ბევრს უწერია.
კეთილი და ბოროტი ადამიანები არ არსებობენ, ეს წმინდა ნიცშეა.
DNR-ს რომ დავუბრუნდე , აქ მთავარი გმირი ბრუსია ისევ. მისი დაცემა, აღზევება. იმედის თემა ტრიალებს მთელ ფილმში, ციხის ბრწყინვალე ეპიზოდში და მერეც.
დიალოგებია განსაკუთრებით კარგი, ალფრედის თუ გორდონის. როგორ უპირებენ მოცილებას.
ამ ნაწილის მუღამი ეპიკურობაა, ძალიან დიდი დაცემის მერე აღზევება.
1 , 2 , 3 , ნაწილი ყველა სხვადასხვანაირად კარგია.