ლეგენდაა ეს კაცი! ჩემთვის №1 რეჟისორია!
ყველა ფილმი ერთმანეთზე მაგარია, მაგრამ მაინც Following - ს გამოვარჩევდი, იმიტომ რომ მაგით დაიწყო ყველაფერი და თანაც ისტორიაც საინტერესო აქვს ამ ფილმს.
მთელი ფილმის გადაღება დაჯდა 6000 $.
"As Christopher Nolan's debut feature, it was designed to be as inexpensive as possible to make: scenes were heavily rehearsed so that just one or two takes were needed, thus economising on 16 mm film stock, the production's greatest expense, and for which Nolan was paying from his salary. Without expensive professional lighting equipment, Nolan mostly used available light. Apart from writing, directing, and photographing the film, Nolan also helped in editing and production."
ასევე, გამოვარჩევდი მის თანამშრომლობას დევიდ ჯულიანთან და ჰანს ციმერთან. ამ რეჟისორისთვის დამახასიათებელია ფილმებში ნაკლები იუმორი, თავის და ბოლოს არევა, ნოლანი თვითონ გიტოვებს ფილმის შინაარსის შექმნის საშუალებას, შედეგებიდან გამომდინარე ეძებ მიზეზს და არა მიზეზიდან - შედეგს.
მას ხშირად უთანამშრომლია ერთ და იმავე მსახიობებთან, იგივე: ჯერემი თეობალდი, ქრისტიან ბეილი, მაიკლ ქეინი და ა.შ.
ყველა ფილმი ერთმანეთზე უკეთესია! როცა მორჩები ნოლანის ნებისმიერი ფილმის ყურებას, უკვე იცი, რომ ცხოვრებისეულად რამდენიმე ნაბიჯით წინ ხარ, ვიდრე ყურებამდე იყავი!
This post has been edited by Don George on 24 Feb 2015, 12:45