
მთავარი გმირი აღმოჩნდება ყრუ-მუნჯთა ინტერნატში და შესაბამისად მასში არსებულ კრიმინალურ დაჯგუფება ,,ტომში".
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ერთი უმთავრესი მიზეზის გამო, მას უწევს დაარღვიოს ,,ტომში" არსებული წესები.
აღნიშნულ ფილმში არცერთი სიტყვა (!) არ არის გამოყენებული.
რეჟისორი : მიროსლავ სლაბოშპიცკი
სცენარის ავტორი: მიროსლავ სლაბოშპიცკი
ძირითად როლებში : გრიგორი ფესენკო, იანა ნოვიკოვა, როსა ბაბიი, ალექსანდრ ძიადევიჩი.
ჟანრი : დრამა/კრიმინალური/მუნჯი ფილმი
გამოსვლის თარიღი : 11 სექტემბერი 2014 (Ukraine)
IMDb


P.S. ფილმი ნაჩვენები იყო (და მიმდინარეობს ჩვენება) მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე. მათ შორის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზეც 2014 წელს (გახდა ოქროს პრომეთეს მფლობელი)
,,ეს გაბედული ნამუშევარი ყოველგვარი დიალოგისა და სუბტიტრების გარეშე ოსტატურად ქსოვს ბნელ იგავს ავტორიარიზმისა და კორუფციის საშიშროებაზე. ფილმი თავისი არსით განუმეორებელია, შთამბეჭდავი ვიზუალური თხრობით, გრძელი კომპლექსური კადრებითა და სტრუქტურით. შესანიშნავად შესრულებული სურათი დაუვიწყარი კინოგამოცდილება და უმნიშვნელოვანესი წვლილია "შფოთის" უნივერსალურ ენაში. ეს სადებიუტო ფილმი უდავოდ წლის ერთ-ერთი განსაკუთრებული აღმოჩენაა" - ამონარიდი თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის ვებგვერდიდან.
2014 წელს ამ ფილმმა მოიგო კანის კინოფესტივალის 3 პრიზი, European Film Awards-ზე გახდა წლის აღმოჩენა ფილმი და ასევე ნომინირებული და გამარჯვებული იყო სხვა ფესტივალებზეც.
რაც შეეხება ლინკს, სამწუხაროდ ჯერ კიდევ არსად არ დევს ინტერნეტ სივრცეში.
Oh dismal mourning...
I open my weary eyes once again