ვუყურე ძირითად ნომინაციებში წარდგენილ ფილმებს ყველას რაც კი ხელმისაწვდომი იყო და დავაკომენტებ ჩემს გულუბყრვილო შეხედულებებს : )
ახალს ვერაფერს ვიტყვი, მაგარამ Birdman ჩემი ფავორიტია. ძლიერი კასტი, რეჟისურა, ოპერატორი
თუმცა ოპერატორებიდან აგრეთვე გამოვარჩევდი Roger Deakins-ს Unbroken-დან
განსაკუთრებით გამოვარჩევ Foxcatcher-ს ჩემი ფავორიტი #2 - ყველაფერი მომეწონა - განსაკუთრებით ატმოსფერო და მსახიობების თამაში ყველასი აბსოლუტურად - მაგრამ ძალიან მინდა რომ ეს რეჟისორი უკვე დააფასონ ამ ოსკარზე - Bennett Miller - ძალიან მომწონს !
დიუვალს მეორახარისხოვანი და ჯულიანა მურს მთავარი როლებისთვის - ერთმნიშვნელოვნად.
Boyhood ალბათ სცენარისთვის აიღებს ან რეჟისურისთვის - ჩემი აზრით ხოლოდ და მხოლოდ ფილმის 12 წლიანი გადაღების იდეის გამო (მე ვერაფერი განსაკუთრებული ვერ ვნახე მაგ ფილმში).
ასევე ჩემი აზრით არაფრით გამორჩეული ფილმებია American Sniper და The Imitation Game. (აგრეთვე Nightcrawler - როგორ მოხვდა ეს საერთოდ საუკეთესო სცენარებში თუნდაც - ვერ მივხვდი)
ამათზე უფრო მაღლა დავაყენებდი The Theory of Everything ისევ და ისევ Eddie Redmayne-ის განსაკუთრებული მცდელობების გამო.
Whiplash-ს აუცილებლად ექნება წარმატება ალბათ უფრო მონტაჟისთვის ვიდრე J.K. Simmons-ის თამაშის გამო, უბრალოდ ვფიქრობ რომ დიუვალს ვერ გაუწევს კონკურენციას. (განსაკუთრებით ბოლო სცენამ მოიტანა ამ ფილმში - ძალიან ემოციური იყო).
The Grand Budapest Hotel - ვეს ანდერსონის ერთადერთი ფილმი რომლის ყურებაც ერთ ზახოდზე შევძელი - ძალიან მომეწონა, მაგრამ ვფიქრობ უფრო მხატვრობას და გრიმს დაჯერდება (მე პირადად მიკვირს Ralph Fiennes-ს ნომინაცია მაინც რატომ არ მისცეს თუნდაც უნიჭიერესი Bradley Cooper-ის უმეტყველო და არაფრისმომცემი როლის ნაცვლად)
ყველაზე მეტად გამიჭირდა ქალის მეორეხარისხოვანი როლი - ალბათ უფრო ემა სტოუნი მაგრამ იმედი მაქვს ლორა დერნს ექნება გამორჩეული როლი Wild-ში რომელიც სამწუხაროდ არ მაქვს ნანახი.
რაც შეეხება ჩვენთვის ყველაზე ახლოს მდგომ და საგულშემატკივრო ნომინაციას - Timbuktu- ს გარდა ყველა ვნახე. ვიქნები სუბიექტური და მე ესე დავანაწილებდი:
1.Wild Tales
2.Leviathan
3.Tangerines
4.Ida
თუმცა ამ უკანასკნელს კარგი სცენარი აქვს.
მადლობა ყურადღებისთვის : )
ქონთდაუნი აქაა
http://oscars2015live.com/87th-academy-awa...live-countdown/