სექტემბერში ბათუმში იყო პრეიერა. ვნახე ეს ფილმი და დავწერ ჩემს აზრს

დავიწყებ მინუსებით , საქებარ სიტყვებს ბოლოსკენ შემოვინახავ:

:
"ხიბულას" აკლია წინაისტორია (თუმცა ვიღაცამ შეიძლება თქვას ეს რეჟისორს არც აინტერესებდაო)
ზოგიერთი სუფრის სცენა თავისი "საქართველო ქართველებისაა" პათოსით ხელოვნური მომეჩვენა .
ჰო, ბიოგრაფიული დეტალების სიცხადის მიუხედავად ზვიადს მაინც სულ ბატონო პრეზიდენტოთი მიმართავენ...
სულ ესაა.
დანარჩენი ბრწყინვალე ფსიქოლოგიური დრამაა , კინემატოგრაფიულად უმაღლესი კლასის ოვაშვილი და კომპანიისგან(სცენარისტები, ოპერატორები და ა.შ)...
ჰუსეინ მაჰჯუბმა ზვიადის ხასიათის საინტერესო და ღრმა შტრიხები დაიჭირა.
ასევე დასამახსოვრებელია სცენა სადაც მოხუცი ქალი მღერის ჰიმნს "დიდება".
დასასრულს რა თქმა უნდა არ დავწერ, თავად ისიამოვნეთ ...